📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ყველა მიმართულებით გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა, გარდა მშენებლობისა თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდამ, მოლოდინების შესაბამისად, წ/წ 6.9% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის აღნიშნული დინამიკა თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 10.0%-ზე მაღალი იქნება. სექტორების ჭრილში, თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა, გარდა მშენებლობისა, რაც სავარაუდოდ ფისკალური ხარჯების შემცირებით იყო გამოწვეული. ამავე დროს, საგარეო შემოდინებების კუთხით, ოქტომბერი ძლიერი თვე იყო, თუმცა იმპორტისა და დაკრედიტების ზრდა შედარებით ზომიერი აღმოჩნდა.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ოქტომბერში სეზონურად შესწორებული თ/თ ინფლაციის აჩქარების შემდეგ, ნოემბერში ფასების ზრდა 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო. სამომხმარებლო ფასების აღნიშნული დინამიკა, ლარის ბოლოდროინდელ გამყარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირებასთან ერთად, სამომავლოდ დაბალი ინფლაციის არგუმენტია. იმ შემთხვევაში, თუ ლარი მკვეთრად არ გაუფასურდება, საერთაშორისო ბაზრებზე ბრენტის ნავთობის ფასი 85 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება და მომავალი წლის ზრდა, ჩვენი პროგნოზით გათვალისწინებულის მსგავსად, 6.0%-ს შეადგენს, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია სამიზნეზე დაბალ ნიშნულს გაუტოლდება - განახლებული პროგნოზი წინა შეფასებაზე დაბალია, რაც უფრო ძლიერმა ლარმა განაპირობა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დაბალი ინფლაცია თავის მხრივ სუსტი ლარის არგუმენტია, ლირის დამატებითი გაუფასურება და კორონავირუსის ახალი ომიკრონ შტამის გამოჩენა ლარის კორექციის გაზრდილ ალბათობაზე მიუთითებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიდან მხოლოდ ლირის გაუფასურებას არ არის აუცილებელი რომ ლარის გაუფასურება მოჰყვეს.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 6 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი