''ლიდერატორში'' ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტში ჩართული ადამიანები არიან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საბა ლეკიაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მესამე კურსელი იყო, როდესაც საქართველოს ბანკის პროექტ „ლიდერატორის“ შესახებ გაიგო. სწორედ მაშინ აირჩია მან უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულება და გადაწყვიტა სამუშაო გამოცდილებაც ამ მიმართულებით მიეღო. პროგრამის ფარგლებში მიღებულმა პრაქტიკულმა ცოდნამ, როგორც თვითონ ამბობს, დაარწმუნა, რომ ეს ის საქმეა, რაც უნდა, რომ მთელი ცხოვრება აკეთოს.

საქართველოს ბანკი

„ლიდერატორის“ შესახებ უნივერსიტეტიდან გავიგე და მაშინვე გამიჩნდა სურვილი, ბედი მეცადა. როდესაც აპლიკაციაზე დავიწყე მუშაობა, მახსოვს პროგრამის უამრავი სხვადასხვა მიმართულებიდან მხოლოდ მარკეტინგი მოვნიშნე. მინდოდა ამ სფეროში გამომეცადა თავი და  განმევითარებინა უნარები. შესარჩევი ეტაპის და გასაუბრების გავლის შემდეგ დაიწყო ჩემი მოგზაურობა მარკეტინგში: ბრენდის, საცალო მომსახურების და ახლა უკვე, ბიზნესის მიმართულებით.

თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი. მეგონა, გამიჭირდებოდა მათთან ადაპტაცია. თუმცა,  დამხვდნენ ადამიანები, რომლებიც მარკეტინგში გამორჩეულები იყვნენ და ყველაფერი პირიქით მოხდა - აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები მზად იყვნენ ყველა ჩემი კითხვისთვის პასუხი გაეცათ და ძალიან დამეხმარნენ ამ ეტაპის გადალახვაში. „ლიდერატორში“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო ასპექტი ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც იღებ ამ გამოცდილებას.

პროგრამის დაწყების დღიდან, დიდ პროექტებში მომიწია ჩართვა - თავიდან იყო 26 მაისი, შემდეგ ოლიმპიადა. სწორედ ამ დროს გავაანალიზე, რომ ეს ის საქმეა, რაც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო.

ამას მოჰყვა გამოცდილება საცალო მიმართულებით. ამ პერიოდში ძალიან ბევრ საბანკო პროდუქტთან მქონდა შეხება. მომხმარებლის მხრიდან და პროფესიულად გავიცანი სხვადასხვა სერვისები, პროდუქტები და მათი სპეციფიკა.  

ამჟამად ბიზნესის მიმართულებით ვაგრძელებ პროგრამას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უამრავ საინტერესო და ამავდროულად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბიზნესებთან მაქვს შეხება.

ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამანახა, „ლიდერატორის“ ერთ-ერთი უპირატესობა - იღებ ძალიან მრავალფეროვან გამოცდილებას, თანაც დიდ ორგანიზაციაში და შენც ხდები უამრავი მნიშვნელოვანი პროექტის და პროცესის თანამონაწილე.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ყველაფერი ხდება სტუდენტურ ცხოვრებასთან სრული ხელშეწყობით. ხშირად სტუდენტებს უწევთ განათლებასა და სამუშაო გამოცდილების მიღებას შორის არჩევანის გაკეთება და ბევრი დამსაქმებელი არ აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, ეს ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ერთმანეთს  შეუთავსონ.

ამიტომ, „ლიდერატორს“ ვუყურებ როგორც შესაძლებლობას, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა გამოცადოს. თითოეულ დღეს ვამჩნევ, რომ რაღაც ახალს ვსწავლობ. მნიშველოვანია ის რჩევები, რომლებსაც აქ მომუშავე ადამიანებისგან ვიღებ და ვაანალიზებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება იმ მიზნების მიღწევაში, რომლებიც დავისახე. ვფიქრობ, ეს მოგზაურობა ყველა სტუდენტს მიცემს უდიდეს გამოცდილებას და ალბათ მათი ცხოვრების ერთ-ერთი საყვარელი და საინტერესო ეტაპი გახდება“,- ამბობს საბა.

ინფორმაციისთვის,  „ლიდერატორი“ საქართველოს ბანკის სტუდენტური პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ბანკის 40-მდე დეპარტამენტში მიიღონ სამუშაო გამოცდილება. ბანკი უკვე 5 წელია ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს. ამ დროის მონაკვეთში 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა მენეჯერული პოზიციის პროფესიონალების უშუალო მენტორინგის ქვეშ, ხოლო მათგან 95%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა.