📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Mymarket-მა ელექტრონულ კომერციაში სიახლეები დანერგა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

mymarket.ge

ჩვენ გარშემო არიან კომპანიები, რომლებსაც არ აშინებთ თამამი გადაწყვეტილებები და სწრაფად რეაგირებენ მომხმარებლის მოთხოვნაზე, აკვირდებიან მათ ქცევას, იკვლევენ ბაზრის პოტენციურ საჭიროებებს და ქმნიან პროდუქტსა თუ სერვისს, რომელიც ამარტივებს მომხმარებლის ცხოვრებას - სწორედ ეს გზა აქვს არჩეული Mymarket-ს, რომელიც ყველაზე დიდი E-commerce პლატფორმაა საქართველოში.

ჩვენ მოგიყვებით იმ 3 სიახლის შესახებ, რომელიც პირველმა Mymarket - მა დაამკვიდრა და განაგრძობს მის განვითარებას.

ეორადი ნივთების ადგილზე მიტანის სერვისი

Mymarket ქართულ ბაზარზე, მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი პლატფორმაა, ახალი სერვისით კი ეს პროცესი უფრო გამარტივებული გახდება. ხშირად ძველი ნივთების გაყიდვის შემაფერხებელ ფაქტორებად სახელდებოდა დროის არ ქონა, პოტენციურ მყიდველთან ან გამყდიველთან კომუნიკაცის დაგეგმვა, გაყიდული ნივთის მიწოდება და ანგარიშსწორება. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა მეორადი პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა. სერვისით სარგებლობისთვის საკმარისია Mymarket-ზე განცხადების ატვირთვის დროს გამყიდველმა მონიშნოს – „ონლაინ" გაყიდვა. ნივთის გაყიდვის შემთხვევაში კი კურიერი უზრუნველყოფს მისი საქართველოს ერთი წერტილიდან, მეორე წერტილში ტრანსპორტირებას.

ეორადი ნივთების განვადებით შეძენა

განვადებით ახალი პროდუქტის შეძენა, უცხო არავისთვის არ არის, მაგრამ რას იტყვით, თუ განვადებით შეძლებთ მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას?

პირველად ქართული E-Commerce პლატფორმების ისტორიაში, მომხმარებელი გარდა იმისა, რომ შეძლებს, იყიდოს ან გაყიდოს მეორადი პროდუქცია „ონლაინ" ამავე დროს შეძლებს ისარგებლოს განვადებით. გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველს ჩაერიცხება სრული თანხა, ხოლო მყიდველი დაფარავს ბანკთან ეტაპობრივად.

რიპტოვალუტით გადახდები

Mymarket-ს 12 სხვადასხვა კრიპტო ვალუტით გადახდა დაემატა და საქართველოში პირველი კრიპტო ტრანზაქციებიც განხორციელდა. მომხმარებლებს, Mycoins-ის ელექტრონული საფულით, Mymarket-ზე შეუძლიათ სასურველი ნივთის შეძენა. სავაჭროდ განკუთვნილია ყველაზე მოთხოვნადი კრიპტო ვალუტები: Bitcoin, Ethereum, Dogecoin, Litecoin, Ripple, Bitcoin Cash, Dash, Tether, Stellar, Matic, Ada, Eos.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული