Toyota Easy - ავტომობილის მართვის ახალი გზა ''ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან''

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Toyota-ს სრულიად ახალი მოდელის მართვაზე ოცნება შეგიძლიათ, რეალობად აქციოთ. ახალი ფინანსური პროდუქტის, Toyota Easy-ის საშუალებით „ტოიოტა ცენტრი თეგეტას" საგამოფენო დარბაზიდან თქვენთვის სასურველი ავტომობილის გაყვანას ძალიან მარტივად და სწრაფად შეძლებთ.

Toyota

Toyota-მ ყველაფერს, რაც გადაადგილებისთვისაა საჭირო, ერთი მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი მობილური გადაწყვეტა მოუძებნა. Toyota Easy სალიზინგო პროდუქტია, რომელმაც ახალი ავტომობილისთვის საჭირო ყველა პროცედურა - მოვლა, გამართვა საგრძნობლად გაამარტივა. მომხმარებელს ავტომობილის სერვისცენტრიდან გაყვანა ერთ საათში, წინასწარი შენატანის გარეშე, დაბალი ყოველთვიური გადასახადით შეუძლია.

Toyota Easy მომხმარებელს, ახალი ავტომობილის ფლობასთან ერთად, დამატებით სარგებელსაც სთავაზობს. თუ ავტომფლობელი კონტრაქტის დასრულების შემდეგ მის დატოვებას გადაწყვეტს, ამისთვის მხოლოდ დარჩენილ ღირებულებას გადაიხდის. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომობილის ცენტრში დაბრუნება ან სრულიად ახალი მოდელით ჩანაცვლება.

თუ უკვე შერჩეული გყავთ იაპონური ბრენდის თანამედროვე ავტომობილი, ან ჯერ ისევ ფიქრობთ, სალიზინგო პირობებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას" ვებგვერდსა და შოურუმში გაეცნობით.