Summit Talks ფორმატი საქართველოდან იღებს სტარტს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

THE Crossroads-ის სტარტაპ ეკოსისტემის წამახალისებელი პლათფორმის შემქმნელები სასიამოვნო სიახლით გვიბრუნდებიან.

Summit Talks

THE Crossroads და Women in Tech აერთიანებენ თავის ცოდნას, კონტაქტებს და გამოცდილებას იმისათვის, რომ სტარტაპებსა და ზოგადად ქართული კერძო სექტორის წარმოამდგენლებს ახალი და საინტერესო Summit Talks ღონისძიებების სერია შესთავაზონ.

Summit Talks ღონისძიებების სერია სწორედ საქართველოდან, კერძოდ კი გუდაურში 2022 წლის 6 მარტს აიღებს სტარტს და გაგრძელდება დუბაისა და პარიზში.

გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ უფასო რეგისტრაცია ბმულზე : https://summittalks.net.

*მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

შემოგვიერთდით გუდაურში და ერთად განვიხილოთ რა გამოწვევების წინაშე დგას ტექ ინდუსტრია. გაიგეთ მეტი ჩვენი სპიკერებისგან, რომლებიც თავისი საქმიანობით ბევრს აოცებენ და ბაზარზე ქცევის წესებს ცვლიან:

აიუმი მურ აოკი, Women in Tech-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი და პავლე მგელაძე, re:invent venture studio-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი მმართველი თქვენთან ერთად განიხილავენ:

  • 10 მიზეზს რის გამოც სტარტაპები ვერ აღწევენ წარმატებას
  • რატომ უნდა ყავდეს ყველა სტარტაპს თუნდაც ერთი ქალი თანადამფუძნებელი
  • როგორ მიყიდოთ ინვესტორს თქვენი იდეა
  • როგორ პოულობენ ინვესტორები „მარგალიტს" სტარტაპების ოკეანეში

THE Crossroads და Women in Tech-ის პარტნიორობის მიზანია მოხდეს ბიზნესების ზრდის დაჩქარება, შეიქმნას მრავალფეროვანი და დინამიური გარემო სტარტაპების განვითარებისათვის და დაჩქარდეს სტარტაპ ეკოსისტემის მდგადი განვითარება.

THE Crossroads: https://thecrossroads.global/

Women in Tech: https://women-in-tech.org