📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში "მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი", ასე ახასიათებს საკუთარ პროექტს დიზაინპროექტირების სტუდია Tazo Design-ის დამფუძნებელი, თაზო არუნაშვილი.

Tazodesign.ge ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით პროექტებს ქმნის და აგრეთვე მუშაობს დარგის სხვა მედიუმებშიც: ავტომობილები, ინტერიერის ნივთები, ავეჯი, შეფუთვის დიზაინი, გრაფიკული დიზაინი და სხვა. სტუდიის შექმნის იდეა თაზო არუნაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე პირადი შეკვეთის შესრულების შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარი საქმიანობისთვის უფრო გლობალური ხასიათი მიეცა და კომპანიის სახით ჩამოეყალიბებინა.

ინსპირაცია ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან უნიკალურობა და თვითგამოხატვა არის სწორედ ის, რაც ყველა დიზაინერს გამოარჩევს ერთმანეთისგან. შეკითხვაზე, თუ საიდან იღებს ინსპირაციას მუშაობის პროცესში, თაზო არუნაშვილი გვპასუხობს: არსებობს უნივერსალური მეთოდები, რომელსაც ბევრი დიზაინერი იყენებს მიბაძვითაც, მაგრამ ყველა თავის ემოციასა და ხედვას ამატებს. ბევრი მუშაობისა და პრაქტიკის შემდეგ, ის უნიკალური და უფრო ბუნებრივი ხდება. ერთ-ერთი მსგავსი მეთოდია ცოდნით თამაში. რომელიც მეხმარება ინსპირაციისთვის, ეს გახლავთ დაკავშირება, სხვადასხვა სრულიად განსხვავებულ ცოდნას შორის ურთიერთმიმართება. მაგალითად, ძალიან მომწონს ისტორია, შესაბამისად, ნივთების ისტორიული არქეტიპების დადგენა კარგი საშუალებაა ახალი ფორმის შესაქმნელად, შემდეგ დეკონსტრუქცია არქეტიპებამდე და თავიდან აშენება. ამაში კი მსოფლიო ისტორიის პოლიტიკური მოვლენების, ომების, ისტორიული ძეგლების, სხვადასხვა ხალხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და არქიტექტურის ისტორიის ცოდნა და ანალიზი საკმაოდ ეფექტურია. როცა გაიგებ, რამ გამოიწვია დღევანდელი მსოფლიოს დიზაინის ფორმები, შესაბამისად, ეს ხელს გიწყობს მუშაობაშიც".

მომხმარებლებისთვის, ისევე, როგორც შემქმნელებისთვის, დიზაინი თვითგამოხატვის ფორმაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის ღირებულება, რომელსაც კონკრეტული დიზაინი ატარებს. Tazo Design-ის შემთხვევაში ღირებულება ინოვაციურსა და მისაღებს შორის ბალანსზე გადის: რადგან დიზაინი და არქიტექტურა არაა სახვითი ხელოვნება, ამიტომ,პირველესად მომხმარებლისთვის იქმნება პროდუქტი, ხოლო მომხმარებელი ხშირად არაა მზად მიიღოს სიახლე, რადგან მიჩვეულია ძველს, ამიტომ ჩემი კომპანიის ღირებულების განსაზღვრისთვის მოვიშველიებ მე-20 საუკუნის დიდი დიზაინერის რაიმონდ ლოუის ფრაზას, რომელიც უნივერსალურია: „ყველაზე მოწინავე, მაგრამ მისაღები (Most Advanced, Yet Acceptable), აცხადებს თაზო არუნაშვილი.

პროდუქტმა კონცეფციის ჩამოყალიბებიდან დღემდე განვითარების დიდი გზა განვლო. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ მიღებული რამდენიმე პატარა შეკვეთის შესრულებიდან კომპანიის შექმნამდე არსებული სრული პროცესი დიზაინისა და იდეის შერწყმას მოიცავდა. „უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა მიწევს როგორც არსებული პროდუქტის განვითარებაზე, ასევე ახალი კონცეპტის შექმნაზე, ეს ბოლო ყველაზე მეტად ჰაერში ფრენას ჰგავს და რაღაც სხვა სიამოვნება აქვს, მაგრამ შემდეგ ისევ მიწაზე დაშვებაა საჭირო. ინდუსტრიული დიზაინი იდეათა სამყაროს აკავშირებს მატერიალურ სამყაროსთან და პირიქით. თუ რომელიღაც კომპონენტი გამორჩენილია, დარჩება მხოლოდ ქანდაკება ან ინჟინერია, დიზაინი კი ორივეს მოიცავს. ვინაიდან საქართველოში მრეწველობა ნაკლებად განვითარებულია და შესაბამისად, დაკვეთა აქ ცოტაა, გადავწყვიტე, თავად ვაწარმოო პროდუქტები. ჯერ მხოლოდ მცირე ობიექტებით ვიწყებ. ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული დიზაინის მიმართულებებია გრაფიკული და UI/UX-დიზაინი, რადგან ციფრულ პროდუქტს ქმნი, რომელსაც მატერიალური რესურსი დიდად არ სჭირდება, შესაბამისად − გაყიდვაც მარტივია. ხოლო რაც შეეხება ინდუსტრიულ ნაწარმს (კომპიუტერი, მაუსი, გემი, ავტომობილი, კალამი, ველოსიპედი...), სხვა ქვეყნებში დაპროექტებული და დამზადებული შემოგვაქვს", − განმარტავს Tazo Design-ის დამფუძნებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თაზო არუნაშვილს სურს, დიზაინი და ტექნოლოგიები მაქსიმალურად დააკავშიროს ერთმანეთს და შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ინოვაციურ გადაწყვეტებს შესთავაზებს საზოგადოებას: „TAZO DESIGN სტუდია ამჟამად ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით ვითარდება, თუმცა ვფიქრობ გაერთიანდება სხვა ჩემსავე კომპანიის ქუდქვეშ. ამჟამად ვარ სტარტაპ VISU- თანადამფუძნებელი, რომელიც ვიზუალურ საგანმანათლებლო გადაწყვეტილებებს ქმნის AR-ტექნოლოგიის დახმარებით. მაქვს ასევე სკამების წარმოების ცალკე ხაზი − „კველა" (KVELA). ამასთან, დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ცოდნა გადავცე ახალ თაობას. ამჟამად ლექციებს ვატარებ სამხატვრო აკადემიაში და აგრეთვე, „ბაქსვუდის" სკოლაში მოსწავლეებისთვის გამარტივებული სახით ვასწავლი დიზაინს. საქმიანობის თითოეულ სფეროს აქვს ბევრი საერთო და ამასთან, განმასხვავებელი ნიშნებიც, ამიტომ მსურს მათი ისე გაერთიანება, რომ სხვადასხვა მიმართულების კვალდაკვალ, მთავარი ფოკუსი და უნიკალურობა არ დაიკარგოს", აცხადებს თაზო არუნაშვილი.


ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი