📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

2 წლიანი პაუზის შემდეგ ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, თიბისის მხარდაჭეერით 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air ბრუნდება. წლევანდელი ფესტივალი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

  • წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში;
  • შეიქმნება სპეციალური პროდუქტი უკრაინის თემატიკაზე, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება იმავე ფონდში;
  • www.tkt.ge/OpenAir-ზე ბილეთის შეძენისას იქნება შესაძლებელი სასურველი თანხის დონაციის სახით გადარიცხვასაც.

Tbilisi Open Air 2022-ის ჰედლაინერი იქნება თიბისის მიერ წარდგენილი Alt-J. აგრეთვე ჰედლაინერები იქნებიან Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში საერთო ჯამში, 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

Tbilisi Open Air-ზე მოუსმენთ ცნობილ უკრაინულ როკჯგუფს Okean Elzy. სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინული არმიის ლეიტანტის წოდებას ატარებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის დროს აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში. გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში, ამარაგებს მოქალაქეებსა და სამხედროებს საჭირო ნივთებით, მღერის ბომბსაცავებსა და ბუნკერებში მოქალაქეების გასამხნევებლად.

2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით, კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი შეიქმნა. ათი წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel. მუსიკალურ ფესტივალში საერთო ჯამში, 1000-მდე არტისტმა მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალი ქალაქ თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!