📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რა არის სეო (SEO)? გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია), გასაგებ და მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საიტების იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ კონკრეტული ფრაზის ძიებისას საძიებო სიტსტემებში (Google/Bing/Yandex) ჩვენი საიტის რომელიმე გვერდი ამოვარდეს Top 10 დან რომელიმე პოზიციაზე.

მოკლედ, ერთი შეხედვით SEO მარტივი ჩანს, თუმცა ეს ასე არ არის. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ხანგრძლივი, კომპლექსური და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც 3 დან 12 თვემდე პერიოდს მოიცავს (დაახლოებით). დამოკიდებულია სფეროს სირთულეზე/კონკურენციაზე.

სეო ში 3 ძირითად მიმართულებას უნდა მიექცეს ყურადღება, რომელთა ოპტიმიზაციაც განაპირობებს საიტის გამართულ, ფუნქციონალურ, ინფორმაციულ მზადღოფნას პოტენციური აუდიტორიისთვის - ხოლო, როდესაც საიტი 100% ით მზად არის ტრაფიკის მისაღებად, ის მზად არის საძიებო სისტემებისთვისაც.

მოკლედ, 3 ძირითადი მიმართულება:

Technical SEO

On-Page SEO

Off-Page SEO

თითოეული მათგანი საიტის სხვადასხვა სტრუქტურის, კონტენტის და ავტორიტეტის ოპტიმიზაციას მოიცავს, რომელსაც მეტნაკლებად ჩავშლით.

რატომ არის სეო (SEO) მნიშვნელოვანი?

საძიებო სისტემებში აკუმულირებულია უამრავი პოტენციური კლიენტი, ანუ ისეთი ადამიანები რომლებიც პოტენციურად შესაძლებელია თქვენი პროდუქტის ან სერვისის მომხმარებლები გახდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ წინასწარ შეგვიძლია მიახლოებითი შედეგების განსაზღვრა და სეო გეგმის შემუშავება მომდევნო 3 დან 12 თვის ვადებში.

მოკლედ, სეო გვაძლევს სტაბილური მომხმარებლების მიღების საშუალებას საძიებო სისტემებიდან, რომლებსაც კონკრეტულ გვერდებზე მათთვის საჭირო ინფორმაციას ან პროდუქტს დავახვედრებთ. ყველა სხვა სარეკლამო პლატფორმიდან განსხვავებით, საძიებო სისტემიდან მიღებული ტრაფიკი ბევრად კონვერტირებადია გაყიდვებზე, რადგან, წინასწარ ვიცით მომხმარებელს რა დავახვედროთ ჩვენი საიტის კონკრეტულ გვერდზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი მაღაზიისთვის, მომსახურების სფეროს წარმომადგენლისთვის აუცილებელია საიტების ოპტიმიზაცია - სტაბილური მომხმარებლებისთვის და გაყიდვებისთვის.

ტექნიკური სეო / Technical SEO

როდესაც საქმე ტექნიკური SEO ს ოპტიმიზაციას ეხება, ყურადღება უნდა მიექცეს საიტის შემდეგ მახასიათებლებს:

საიტის სტრუქტურას

საიტის ადაპტირებულობას ნებისმიერ მოწყობილობასთან

საიტის ჩატვირთვის სისწრაფეს

საიტის სიმსუბუქეს, არ უნდა იყოს გადატვირთული არასაჭირო კოდებით, ფოტოებით

საიტი უნდა ინდექსდებოდეს საძიებო სისტემაში

გუგლის ალგორითმებს უნდა შეეძლოთ სიაიტის სტრუქტურის წაკითხვა

მოკლედ, ზოგადი წარმოდგენა შევიქმენით, თუ რა აუცილებლობების გადაჭრა ხდება ტექნიკური სეოს ოპტიმიზაციის შემთხვევაში.

On-Page SEO / ონ ფეიჯ სეო

ონ ფეის სეოს შემთხვევაში საქმე გვაქვს საიტის შიდა სამზარეულოს მოწესრიგებასთან. ანუ ნებისმიერ იმ დეტალთან, რომელიც გადმოსული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და აშკარაა:

საიტის კონტენტი (სერვის გვერდების აღწერა/ბლოგ პოსტები/პროდუქტის აღწერები)

საიტის გვერდების სათაურები

საიტის გვერდების აღწერები

საიტზე არსებული ფოტოების ოპტიმიზაცია

საძიებო ფრაზების რელევანტურად გადანაწილება

საიტის გვერდების ლინკების (URL) User Friendly ად შექმნა

საიტის შიდა გადალინკვები, ერთი რელევანტური ინფორმაციიდან მეორეზე და ა.შ

საიტმაპი (Sitemap)

მოკლედ, აღნიშნული ოპტიმიზაციის პერიოდში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა იმ დეტალს, რომელზეც ჩვენს პოტენციურ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს რეაქცია. მაქსიმალურად ვცდილობთ შევთავაზოთ მომხმარებელს ის რასაც ეძებს და დავალაგოთ კონტენტი მაქსიმალურად იდეალურად.

Off-Page SEO / ოფ ფეიჯ სეო

ოფ ფეიჯ სეო არის ჩვენი საიტის ავტორიტეტზე ზრუნვა. მოკლედ, გუგლლის ალგორითმებს აინტერესებთ რას წერენ ჩვენზე ჩვენი მონათესავე საიტები, პოპულარული ნიუს საიტები, რომელ სტატიაში გვიხსენიებენ და ა.შ.
მოკლედ, რაც უფრო მეტი სანდო წყარო უთითებს ჩვენს საიტზე განთავსებულ ინფორმაციას როგორც სანდო წყაროს - მით მეტი ავტორიტეტი ემატება ჩვენს საიტს.

ამ ყველაფრზე ზრუნვა ხელოვნურადაც შესაძლებელია, თუმცა, ნატურალურად მიღებული ავტორიტეტი ბევრად უფრო ღირებულია.

სეო მარკეტინგული სააგენტოები და მათ მნიშვნელობა

გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ნიშა/ბიზნესი და შესაბამისად, საიტი არსებობს - მოთხოვნა სეო ოპტიმიზაციაზე ძალიან მაღალია და მზარდი ტენდენცია უჭირავს.

არსებობს სხვადასხვა სეო სააგენტო, რომლებიც სპციალიზებულები არიან, ზოგადად, ყველა სფეროს სეო ოპტიმიზაციაზე, ან სპეციალიზდებიან ვიწრო/კონკრეტული ნიშებით. მაგალითად, Healthcare marketing agency არის რომელიც ეხმარება სამედიცინო სექტორში მყოფ ბიზნესებს საიტების ოპტიმიზაციაში და მეტი კლიენტის მოძიებაში. აღნინული მარკეტინგული სააგენტო ნებისმიერი სარეკლამო არხის ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს და სპეციალიზდება ისეთ ცალკეულ საკითხებზე, როგორებიც არის Healthcare seo, Healthcare PPC, Healthcare social media და ა.შ.

მოკლედ, რამდენი სხვადასხვა სფეროც არსებობს, იმდენი ცალკეული მარკეტინგული და სეო სააგენტო არსებობს, რომლებიც, თავისთავად, სხვადასხვა ბიზნესებს ეხმარებიან მეტი კლიენტის მოძიებაში და თავადაც სარგებელს იღებენ დამკვეთი კომპანიებისგან.

შევაჯამოთ (SEO) სეო და მისი აუცილებლობა

ვთანხმდებით, რომ ისეთი მომხმარებლების მოზიდვა, რომელებზეც წინასწარ ვიცით, რა უნდათ, რას ეძებენ, რა აინტერესებთ - ძალიან ეფექტური და მომგებიანია. მათი მყიდველუნარიან მომხმარებელებად გადაქცევა უმარტივესი საკითხია. საძიებო სიტემებში აკუმულირებულია უმარავი სხვადასხვა სფეროთი, პროდუქტით, სერვისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანი, რომლებსაც ძალიან დიდი მოგების მოტანა შეუძლიათ უკვე არსებული კომპანიებისთვის, ან შესაძლებელია მათ მოთხოვნაზე დაყრდნობით უამრავი ახალი ბიზნესის წამოწყებაც კი.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, თუ თქვენი ბიზნესის საიტი ჯერ კიდევ უყურადღებოდ არის მიტოვებული, ან საერთოდ არ გააჩნია თქვენს ბიზნესს იგი - დროა იზრუნოთ ამ მიმართულებით და თქვენს კომპანიას დამატებითი და სტაბილური შემოსავალი არ აარიდოთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი