Acer-მა საზოგადოებას საინტერესო სიახლეები და არსებული პროდუქციის განახლებები წარუდგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

18 მაისს, ტაიბეიში გამართულ პრესკონფერენციაზე, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ - ACER საზოგადოებას ახალი ნოუთბუქებისა და უკვე არსებულ მოდელებში მნიშვნელოვანი განახლებების შესახებ ამცნო.

კომპანიამ მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის, ისევე როგორც ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის მქონე ადამიანებისათვის შექმნილი ბიზნეს-ნოუთბუქების - TravelMate-ის განახლებული ხაზი დააანონსა. Acer-ის TravelMate P4, TravelMate Spin P4 და TravelMate P2 ნოუთბუქები, ოფისში, შინ თუ გზაში მუშაობის სრულყოფილ გამოცდილებას გვთავაზობს, რასაც ახალი სენსორული პანელი და რბილი კლავიატურა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, Acer-მა წარადგინა ახალი მძლავრი ნოუთბუქები თავისი პოპულარული ხაზიდან Swift და Spin, რომლებიც მე-12 თაობის Intel® Core™-ის პროცესორით, Windows 11-ის ოპერაციული სისტემით და უმაღლესი ხარისხის OLED დისპლეით იქნება აღჭურვილი.

როგორც მწარმოებელი აცხადებს, TravelMate მოდელის ნოუთბუქები, გამძლეობითა და პროდუქტიულობით გამოირჩევა. მის შექმნაში გამოყენებული მასალები სამხედრო ტესტირებას გადის, ამგვარად ლეპტოპების ამ ხაზს არ აშინებს, როგორც მტვერი და წყლის წვეთები, ისე შემთხვევითი ვარდნით გამოწვეული დაზიანება.

TravelMate P4 და TravelMate Spin P4 ნოუთბუქები გვხვდება, როგორც მე-12 თაობის Intel® Core™ i7 vPro®, ისე AMD Ryzen™ 7 PRO პროცესორებით. ამ ლეპტოპების დისპლეი ვიწრო ჩარჩოებით, უზრუნველყოფს ეკრანისა და კორპუსის 86%-ან თანაფარდობას, ხოლო თავად ეკრანის გვერდების გაზრდილი პროპორცია, მისი სივრცის სრულყოფილად ათვისების შესაძლებლობას გვაძლევს. ასევე, TravelMate Spin P4-ის ეკრანი, საჭიროების შემთხვევაში 360 გრადუსით ტრიალდება, მისი Gorilla Glass-ის დამცავი მინით დაფარული სენსორული პანელი კი, არ იკაწრება და მაღალი საიმედოობით გამოირჩევა. TravelMate P4 და TravelMate P4 Spin-ის ყველა მოდელი აღჭურვილია მაღალი ხარისხის მიკროფონებითა და ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ხმაურის ჩახშობის სისტემით, რაც ვიდეოკონფერენციების ხარვეზების გარეშე ჩატარების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ ეკოლოგიურად სუფთა ნოუთბუქების შექმნაში, Acer 37,7%-მდე გადამუშავებულ პლასტმასს იყენებს, ხოლო შესაფუთი მასალები, 100%-ით მეორადი გადამუშავების პროდუქტია.

რაც შეეხება ბიზნეს-ნოუთბუქების სერიას Acer TravelMate P2, მისი კორპუსი დამზადებულია PCR პლასტმასით, ხოლო სენსორული პანელი OceanGlass™, შექმნილია ე.წ. „ოკეანური პლასტიკისაგან", რომელსაც ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი ფენა გააჩნია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Acer-მა კონფერენციაზე პოპულარული სერია Swift-ის ლეპტოპების ახალი მოდელებიც დააანონსა, რომლებიც განკუთვნილი იქნება გზაში მომუშავე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთათვის. ასევე საინტერესოა Spin 5 და Spin 3 მოდელებიც, რომლებიც იმ სპეციალისტებისთვისაა შექმნილი, ვისაც პორტატული და ამავდროულად მულტიფუნქციური მოწყობილობა ესაჭიროება.

Acer Swift 3 OLED-ის ახალი ნოუთბუქები, აღჭურვილია Intel Core H-ის მე-12 თაობის პროცესორით და Intel Iris® Xe გრაფიკით, ხოლო მისი ოპერატიულ მეხსიერებას 16 გბ-მდე LPDDR5 უზრუნველყოფს. ეს ლეპტოპები განკუთვნილი პროფესიონალებისთვის, ფრილანსერებისთვის და როგორც შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისთვის, ისე გეიმერებისათვის. რაც შეეხება Swift 3-ის ელემენტს, იგი 30 წუთიანი დამუხტვით, 4 საათამდე ავტონომური მუშაობის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული მოდელი 17,9 მმ-ის სისქის ალუმინის კორპუსითაა წარმოდგენილი და სულ რაღაც 1,4 კგ-ს იწონის, ხოლო მისი ეკრანი ოკეანიდან მოპოვებული მეორადი გადამუშავების შედეგად შექმნილი პლატმასით, OceanGlass™-ით არის დამზადებული. Swift 3 ის ვებ-კამერა Acer Temporal Noise Reduction ტექნოლოგიის დახმარებით, საშუალებას გვაძლევს სუსტი განათების პირობებშიც კი, მაღალი ხარისხის გამოსახულება მივიღოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზენტაციაზე Acer-მა აგრეთვე წარადგინა Spin 5 და Spin 3 მოდელები, რომლებიც 360 გრადუსით შემოტრიალების შესაძლებლობის მქონე ეკრანებითაა აღჭურვილი და გრაფიკული სამუშაოების შესასრულებლად იდეალურ მოწყობილობას წარმოადგენს. მათი გამოყენება შეიძლება, როგორც სტანდარტულ ნოუთბუქად, ისე ტაბლეტად და ე.წ. „კარვად", რაც მომხმარებელს ფუნქციურ თავისუფლებას და მაღალ ეფექტურობას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Acer 1976 წელს დაარსდა და დღეს, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ICT სფეროში, რომელიც 160 ქვეყანაშია წარმოდგენილი. დარგის განვითარებასა და ადამიანის ცხოვრების წესით ცვლილებასთან ერთად, Acer მიმართულია შექმნას სამყარო, სადაც მოწყობილობა, პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურება ერთ მთლიანობად იქნება შერწყმული, რაც ახალ შესაძლებლობებს მისცემს მომხმარებელსა და ბიზნესს. Acer 7500 თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც კვლევით, პროდუქტის განვითარებით, მარკეტინგით, გაყიდვებით და პროდუქტის მხარდაჭერით არიან დაკავებული. ეს გუნდი ცდილობს გაარღვიოს ბარიერები ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის.