📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საერთაშორისო კონფერენცია: თამბაქოს ზიანის შემცირება: გამოწვევები და შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

23 მაისს, სასტუმრო რადისონში, საერთაშორისო კონფერენცია- თამბაქოს ზიანის შემცირება: გამოწვევები და შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში, გაიმართა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან დიდ ბრიტანეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია- K.A.C – Knowledge. Action. Change, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება გააჩნია; და HRU - Health Research Union - საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით.

უკვე ათწლეულებია, რაც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და თამბაქოს კონტროლის ექსპერტებს ერთი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს - დაასრულონ თამბაქოს პანდემია.

თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესის დაჩქარების მიზნით, ყოველდღიურად იზრდება მსოფლიოში იმ ჯანდაცვის ინსტიტუტებისა და ჯანდაცვის ექსპერტების რაოდენობა, რომლებიც ცვლიან საკუთარ დღის წესრიგს და დისკუსიის ფოკუსში მეცნიერებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს განიხილავენ; რადგან მათ სჯერათ, რომ მხოლოდ მეცნიერებას აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს პოზიტიური ცვლილება და დააჩქაროს პროგრესი.

სწორედ ამიტომ, საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგის ხელშეწყობასა და საერთაშორისო მიდგომების დეტალურ ანალიზს.

სასტუმრო რადისონში 100-მდე ჯანდაცვის ექსპერტი, ეკონომისტი, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მოწვეულმა მომხსენებლებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ბოლოდროინდელი საერთაშორისო მიღწევები და მისი შესაძლებლობები.

„ჩვენ ვიცით, რომ მოწევა სიკვდილიანობისა და მრავალი დაავადების გამომწევევი შეიძლება იყოს, თუმცა ამ გამოწვევების მთავარი მიზეზი არა ნიკოტინი, არამედ ის კვამლია, რომელიც სიგარეტის წვის შედეგად წარმოიქმნება. მთავარ საფრთხეს ნიკოტინი არ წარმოადგენს და ეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში სამეფო კოლეჯმაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ მოწევით გამოწვეული ზიანი და ამ მიმართულებით, საქართველოში სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია დაიწყოს".- განაცხადა დევიდ სვეანორმა, ოტავის უნივერსიტეტის ჯანდაცვის კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ეთიკის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე; ოტავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე