📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Mastercard-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mastercard-მა კიდევ ერთი ახალი თანამშრომლობა წამოიწყო, ამჯერად, განათლების სექტორის მხარდასაჭერად. Mastercard-ს, თავისუფალსა უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია საქართველოში ფინანსური განათლების ამაღლება და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება.

საქართველოში, ფინანსური განათლება ხშირად არ არის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. ქართულ ენაზე ფინანსური ტერმინებისა და მათი განმარტებების სიმწირე არის ერთ-ერთი მნიშნველოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც ფინანსური ცოდნის მიღებას ართულებს.

სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური კომპანია Mastercard-ის პარტნიორობით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გამოიცემა როგორც ბეჭდური, ასევე, ონლაინ ფორმატით. ლექსიკონში განმარტებული იქნება არა მხოლოდ ფინანსური ტერმინები, არამედ, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ქართულ ენაში ახალი ტერმინების დამკვიდრებას შეეცდება, რომლებიც აქამდე ხშირად ბარბარიზმების სახით გვხვდებოდა. თავისუფალი უნივერსიტეტი ლექსიკონს საკუთარ სასწავლო პროცესშიც გამოიყენებს.

ლექსიკონთან ერთად, Mastercard ქართველ მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს (SME) ფინანსური განათლების მისაღებ მარტივ ინსტუმენტს - LADDER-ის აპლიკაციას სთავაზობს. LADDER-ის გამოყენებით მომხმარებლები და SME-ები მარტივად შეძლებენ გაეცნონ და დაეუფლონ საკუთარი და ბიზნესის ფინანსების განკარგვის, დანაზოგების გაკეთების, კრედიტის აღებისა და მართვის, დაზღვევის შერჩევისა და ბიუჯეტურების ძირითად პრინციპებსა და ხერხებს. ქართველი მომხმარებლისთვის ინფორმაციის გასაადვილებლად, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ხელმძღვანელმა ლექტორებმა აპლიკაციის შინაარსი ქართულ ენაზე თარგმნეს და ადგილობრივ კონტექსტს მოარგეს. LADDER-ის გამოყენება 2022 წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი საქართველოში. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, LADDER-ის ელჩები ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდებიან და აუხსნიან თუ როგორ გამოიყენონ აპლიკაცია საკუთარი ცხოვრებისა და ბიზნესის დასაგეგმად თუ სამართავად.

გარდა ამისა, Mastercard მხარდაჭერითა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის ორგანიზებით, შეიქმნა ახალი ვირტუალური სივრცე სტუდენტებისთვის - S Blog. ეს არის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტის სტუდენტების ბლოგი, სადაც ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს, დაკვირვებებსა და მოსაზრებებს გაუზიარებენ თვითგანვითარების, ცხოვრების სტილისა და განტვირთვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ. ბლოგერები წერილობით თუ სხვა მულტიმედია მედიუმების საშუალებით, ისაუბრებენ სტუდენტებისთვის (და არა მხოლოდ) სიანტერესო, აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე. ასევე, ვებგვერდზე თავს მოიყრის სტუდენტებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები: ფასდაკლებები, სტუდენტური დასაქმების შესაძლებლობები, კონკურსები, ა.შ. პლატფორმის მიზანია საქართველოში სტუდენტური შესაძლებლობების ზრდა და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი