📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში ჩატარდა Fuckup Nights Tbilisi მეტავერსის 4 ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას შორის მოხვდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველად ღონისძიების ისტორიაში, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართა - Arrival-თან პარტნიორობით. ერაივალი მეტავერს ღონისძიებების პირველი და თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სააგენტოა საქართველოში, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება და შეხვედრა 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში, ჩაატარონ.

დეცენტრალენდში მონაწილეებს რეალური სამყაროს ტიპის ინტერაქციის საშუალება ჰქონდათ, თანაც ისე, რომ შინ ყოფნის კომფორტზე უარის თქმა არ მოუწიათ.

ღონისძიებას 200-მდე ავატარი (მონაწილე) მსოფლიოს 22 სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრო და მასშტაბურობის თვალსაზრისით, Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse ტოპ 4 მეტავერს ივენთს შორისაც მოხვდა.

ღონისძიების ფარგლებში სამმა სპიკერმა: Pocket Studio-ს დამფუძნებელმა ანა ჩუბინიძემ, ილუსტრატორმა და დიზაინერმა ანა მიმინოშვილმა და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ აუდიტორიას საკუთარი ბიზნეს და პროფესიული წარუმატებლობის ისტორიები გაუზიარეს, აჩვენეს, რომ მარცხი, როგორც მოტივაცია, შესაძლოა, იყოს ნაბიჯი წარმატებისკენ და ამით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ.

Fuckup Nights Tbilisi-ს ორგანიზატორი იყო სტარტაპ ბიურო, იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობითა და საქართველოს ბანკის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი - ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და Noxtton. მეტავერს პარტნიორებს კი წარმოადგენდნენ: ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი