Get All Access for $5/mo

"აწარმოე საქართველოში" მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ცენტრების ქსელს გაშლის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კონკრეტულად რა დახმარება იქნება ხელმისაწვდომი მცირე და საშუალო ზომის საწაროებისთვის?

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფლებდეს საწარმო რომ ეს დახმარება მიიღოს?

სად და როდის იქნება საკონსულტაციიო ცენტრების სერვისებით სარგებლობა შესაძლებელი?

მცირე და საშუალო ზომის საწარმოს საქმიანობის მართვა კომპლექსური პროცესია რომელიც ყოველდღიურად მოითხოვს საქმიანობის პრაქტიკულად ყველა ასპექტზე, გაყიდვებიდან და მარკეტინგიდან - ფინანსების მართვამდე და ანგარიშგების საკანონმდებლო მოხოვნების შესრლებამდე - მნიშვნელოვანი და ხშირად სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. ამ რისკების გამოსარიცხად, მსხვილი ზომის საწარმოებისგან და კორპორაციებისგან განსხვავებით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, როგორც წესი, არ აქვთ ფუფუნება, მუდმივად, ან თუნდაც საჭიროების მიხედვით დაიქირავონ კვალიფიციური ექსპერტები ან საკონსულტაცო კომპანიები. ამგვარი მომსახურება ძვირია და ხშირ შემთხვევაში დროშიც გაწელილი. შედეგად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეცდომის დაშვების ან საკანომდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დარღვევის რისკები იზრდება, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესის მედეგობის შემცირებისა და ზრდის პოტენციალის შეფერხებას იწვევს. ეს პრობლემა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წინაშე მთელს მსოფლიოში დგას და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არაა.

ამ პრობლემის მოგვარებაში მცირე და საშუალო ზომის სააწარმოების დასახმარებლად, სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მსოფლო ბანკთან თანამშრომლობით ქვეყნის მაშტაბით საკონსულტაციო ცენტრების ქსელს შლის.

პროგრამის განსახორციელებლად 2025 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მაშტაბით საკონსულტაციო ცენტრების გაიხსნება ყველა რეგიონსა და დედაქალაქში. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საკონსულტაციო ცენტრები გახსნილია ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში.

2024 წლის ბოლომდე, იგეგმება ცენტრების გახსნა თბილისში, ქუთაისში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და სამცხე ჯავახეთში.

რა მომსახურება მიეწოდება მცირე და საშუალო საწარმოებს?

საკონსულტაციო ცენტრების მომსახურება 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს - ესენია:

საკონსულტაციო მომსახურება: აღნიშნული გულისხმობს ბიზნესის სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, არსებული პრობლემების დადგენას, საკონსულტაციო მომსახურების შერჩევას, მის მიწოდებას და ამ მომსახურების 90%-მდე თანადაფინანსებას შემდეგი ექვსი ძირითადი მოდულის ფარგლებში:

  • გაყიდვები და მარკეტინგი
  • საგადასახადო საკითხები
  • იურიდიული საკითხები
  • ფინანსები და ბუღალტერია
  • ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა
  • გაციფრულება,

ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა: აღნიშნული გულისხმობს მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების დაგეგმვას, ბიზნეს შეხვედრების და მენტორული სესიების ორგანიზებას.

საინფორმაციო მომსახურების გაწევა: აღნიშნული გულისხმობს მეწარმისთვის მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას და მეწარმის საქმიანობის შესაბამისი უახლესი ინფორმაციით და კვლევებით უზრუნველყოფას.

სამომავლოდ, საჭიროებისა და მოთხოვნის მიხედვით, მომსახურების მიმართულებების გაფართოვებაც იგეგმება.

საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი დახმარების ოდენობა და თანადაფინანსება

  • საკონსულტაციო მომსახურების ყველა მოდულის ფარგლებში (გარდა გაციფრულებისა) გათვალისწინებულია - არა უმეტეს 10,000 ლარის ღირებულების თანადაფინანსება სააგენტოს მხრიდან.
  • გაციფრულების მიმართულებით - სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არა უმეტეს 25,000 ლარს შეადგენს.

იმისათვის, რომ მცირე და საშუალო საწაროებისთვის გაწეული დახმარება მაქსიმალურად ეფექტური იყოს, ეს დამარება მიმღები კომპანიის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც დგინდება დიაგნოსტიკის შედეგად. ასევე, მიმღებ კომპანიას უნდა გააჩნდეს ამ დახმარების მიღების შიდა რესურსი, შესაძლებლობები და მზაობა. შესაბამისად "აწარმოე საქართველოშის" საკონსულტაციო ცენტრების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგეენილია შერჩევის მარტივი კრიტერუმები იხ. სრულად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულებზე:

https://growthhub.gov.ge/ka

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504?publication=15

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი