Get All Access for $5/mo

BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის ჩატარდა.

ოლიმპიადა ერთ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებელი

I ადგილი: დემეტრე გადაბაძე, მასწავლებელი ელზა ფულაძე;

II ადგილი: საბა ცირეკიძე, მასწავლებელი ლიკა გიგაური;

III ადგილი ავთანდილ თათვიძე, მასწავლებელი დავით ძაგანია.

პროექტის გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ:

  • პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
  • მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
  • მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.

მათემატიკის ოლიმპიადა BTU-ს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

ოლიმპიადის გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, ჯილდოვდებიან არამხოლოდ გამარჯვებული აბიტურიენტები, არამედ - მათი მასწავლებლებიც, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ინტერესს მათემატიკის მიმართ და აბიტურიენტებს მათემატიკური უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას აძლევს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

სიახლეები

როგორ დავიწყოთ სტარტაპი?

ახალი ტრენინგ-სერია "მედიალაბისგან"