One Point 5 წლისაა - მრავალი წარმატებული პროექტი და დიდი სამომავლო გეგმები საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
One Point არის HR აუთსორსინგ კომპანია, რომელიც ხუთი წლის წინ, 2019 წელს დაფუძნდა. მთავარი მიზანი იყო, წლების განმავლობაში დაგროვილი HR გამოცდილების გაზიარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კომპანიებისთვის. One Point-მა შესაძლებელი გახადა ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნით საქართველოსა თუ საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის ბიზნესსაქმიანობა უკეთესობისკენ შეეცვალა. ეს კი ისეთი პროდუქტების შექმნითა და მომსახურების მიწოდებით მოახერხა, რაც კომპანიების ინდივიდუალურ საჭიროებებზე არის მორგებული.
კომპანიის დამფუძნებლის, ნინო ნიაურისთვის, ბიზნესი ადამიანია, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ისეთივე მგრძნობიარეა ცვლილებებისა და გამოწვევების მიმართ, როგორც იქ დასაქმებული თითოეული ადამიანი, რაზეც ნინოს არაერთხელ უსაუბრია სხვადასხვა პლატფორმიდან.
სწორედ ამგვარი დამოკიდებულება გახდა, ნინოს აზრით, იმ წარმატების მიზეზი, რასაც One Point-მა მიაღწია ხუთი წლის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არაერთ ყველასათვის ცნობილ და ბიზნეს ლიდერ კომპანიათან თანამშრომლობს, კომპანიის დაფუძნების დღიდან, გუნდის მთავარი მოტივაცია სტარტაპ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იყო, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა გარკვეულ სოციალურ პასუხისმგებლობადაც მიაჩნია One Pointის თითოეულ თანამშრომელს.
ნინოს თქმით, კომპანიის დაარსების პერიოდში სტარტაპ ბიზნესეკოსისტემა აქტიურად ყალიბდებოდა, იზრდებოდა ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის სტრატეგიული HR. შესაბამისად, კომპანიებისთვის სანდო პარტნიორი, რომელიც HR და ბიზნეს პრაქტიკების დანერგვაში გაუწევდათ კონსულტაციას და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაში დაეხმარებოდათ, დიდი გამოწვევა და მოტივაცია იყო ბაზრისთვის.
One Point-ის გუნდის მიდგომა ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. მცირე მასშტაბის ბიზნესს არ აქვს ფუფუნება შექმნას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რაც თავის მხრივ კომპანიის მენეჯმენტის მთავარი საყრდენი სტრუქტურული ერთეულია, რომლის პროფესიონალიზმზე და კვალიფიკაციაზე დიდწილად არის დამოკიდებული კომპანიის მომავალი წარმატება.
ამის გათვალისწინებით, One Point-ის HR სერვისების მრავალფეროვნება და მაღალი კომპეტენციის გუნდი საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი ბიზნესისთვის, რათა განავითაროს შიდა HR სერვისები და კონკურენტუნარიანი გახდეს დასაქმების ბაზარზე.
როგორც ნინო აღნიშნავს, ხშირად ბიზნესს ესმის, რომ აქვს HR საჭიროება, მაგრამ არ იცის როგორ მართოს ეს პროცესები, One Point კი "ამ ნაწილშიც ვეხმარებით ბიზნესის წარმომადგენლებს. შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა HR ექსპერტებთან, გაიარონ კონსულტაცია კომპანიის ვებგვერდზე შეხვედრის დაჯავშნის ფუნქციონალის გამოყენებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, მარტივად და მათთვის სასურველ დროს მიიღონ რჩევა, რომელიც შეუძლიათ მოარგონ საკუთარ ბიზნეს საჭიროებებს სამომავლო განვითარებისთვის."
One Point-მა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით დაიწყო კოლაბორაცია საქართველოს ბანკთან, რომლის ბიზნესმომხმარებლებსაც One Point სთავაზობს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მხარდაჭერას განსაკუთრებული პირობებით. დამკვეთის მოთხოვნაზე მორგებულ სერვისებია: ჰედჰანთინგი, რეკრუტინგი, მასობრივი რეკრუტინგი, HR ადმინისტრირება, კონსალტინგი.
One Point-ის გუნდის წევრები თვლიან, რომ მათ წარმატებაზე სხვამ უნდა ისაუბროს და არა თავად, ამიტომ კომპანიის დაბადების დღეზე სამომავლო გეგმებს გვიზიარებენ.
კომპანია რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე მუშაობს - ერთ-ერთია "ბიზნეს ფესტივალი", რომელიც აერთიანებს "წლის პროფესიონალის" აკადემიურ დაჯილდოებას, ბიზნესპავილიონებსა და ნეთვორქინგ აქტივობებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის.
საზეიმო ცერემონია წინანდალში, სასტუმრო "რედისონ ქოლექშენის" წინანდლის მამულში 6 ივნისს გაიმართება.
One point-ის გუნდი აგრძელებს ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დამფუძნებლის, ნინო ნიაურის თქმით, კომპანია რჩება მისი ღირებულებებისა და მიზნის ერთგულად - მხარი დაუჭიროს ბიზნესს, თანამედროვე პრაქტიკითა და გამოცდილების გაზიარებით კი დაეხმაროს მათ წარმატების მიღწევაში.