Get All Access for $5/mo

3 სტატია, რომელიც ახალი ენერგიით დაგმუხტავთ!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

Entrepreneur გთავაზობთ 3 სამოტივაციო სტატიას, რომელიც ანტრეპრენერულ ენთუზიაზმს შეგმატებთ:

1. არასოდესაა გვიან, მიაგნოთ თქვენს მოწოდებას

ზოგიერთებმა, ვინც იღბლიანი აღმოჩნდა, დაბადებიდანვე იციან, რომ უნდათ გახდნენ ექიმები ან მეხანძრეები – ეს სწორედ ისაა, რასაც აკეთებენ. სხვები კი ცხოვრების ბოლომდე ვერ ახერხებენ საკუთარი მოწოდების გაცნობიერებას. არსებობს შუალედური ეტაპიც, რომელიც არანაკლებ მუშაობას მოითხოვს. "მიხვდები, როცა მიხვდები", – ყველაზე ხშირად გამოთქმული ფრაზაა, რომელსაც ბევრი ვერ უკავშირდებს საკუთარ რეალობას. ნამდვილი მოწოდებისა და ცხოვრების პოვნას, ხანგრძლივი და შრომატევადი ძიება სჭირდება.

ვრცლად

2. მიიღეთ მაქსიმუმი ყოველდღიურად

დრო: ის საკმარისი არასოდესაა. არც სამუშაოდ, არც გასართობად. არც ძილისთვის, რომელიც... კარგით რა, არ შეიძლება ერთხელ მაინც წავუძინოთ? ქვემოთ მოყვანილმა ანტრეპრენერებმა გამოსავალი იპოვეს. მათ მეტი დრო ვერასოდეს ექნებათ, თუმცა არსებულის ბრძნულად გამოყენება ისწავლეს – მათგან რაიმეს სწავლა კი დროის სასარგებლოდ ხარჯვაა.

ვრცლად

3. თავიდან აღმოაჩინეთ თანდაყოლილი ანტრეპრენერული აზროვნება და სიახლეები დანერგეთ

ანტრეპრენერული აზროვნება არც სამეცნიერო ხარისხს მოითხოვს ბიზნესის მართვაში და არც მილიონობით დოლარს. თუმცა, პრობლემების გადაჭრის ახალი გზების მოძიების სურვილს, განსაკუთრებული ღირებულებების შექმნისა და წარუმატებლობების ღირსეულად მიღების უნარს ნამდვილად მოითხოვს.

ვრცლად

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"