Get All Access for $5/mo

"გსურთ, რომ ცნობილი იყოთ?.." ბოზომა სენტ ჯონი ისეთი მაღალი დონის კომპანიების მარკეტოლოგი იყო, როგორებიც არიან Netflix, Uber და Apple. "თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ", − ამბობს ის, − "საკუთარი თავის მარკეტინგის არ უნდა მოგერიდოთ".

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ ბოზომა სენტ ჯონის სახელი იცით, ეს შემთხვევითი არ არის. დიახ, ის მაღალ პოზიციებს ფლობდა სხვადასხვა კორპორაციაში − Netflix-ის მარკეტინგის მიმართულების გლობალურ დირექტორად მუშაობდა, Endeavor-შიც იგივე პოზიცია ჰქონდა, Uber-ის ბრენდის მთავარი ოფიცერი იყო, მარკეტინგს ხელმძღვანელობდა Apple Music-სა და iTunes-ში, ხოლო PepsiCo-ში − მუსიკისა და მარკეტინგის მიმართულებას. მაგრამ ახლა დამოუკიდებლად მუშაობს და თამამად ამბობს, რომ ამ პოზიციებზე ყოფნისას, ყოველთვის ცდილობდა შესამჩნევი ყოფილიყო. მასზე ბევრს წერდნენ. მას ინდუსტრიის ჯილდოებიც აქვს მიღებული. და ეს იმიტომ, რომ ძალიან მტკიცედ სწამს: თუ თქვენს საქმეს საზოგადოების მთელ ყურადღებას არ მიაპყრობთ, უბრალოდ ვერავინ შეგამჩნევთ.

"ადამიანები ამბობენ, რომ ეგოცენტრული ვარ", − ამბობს ის, − "კი, ბატონო, მაგრამ საკუთარ თავზე თუ არა, სხვა ვისზე უნდა ვიყო ორიენტირებული? ვისზე? გთხოვთ, მითხარით, რომ ასე არ უნდა იყოს".

სენტ ჯონმა ამ წლის დასაწყისში მემუარები დაწერა და მას "სწრაფი ცხოვრება" დაარქვა. წიგნი მის სამუშაოზეა, და იმაზე, თუ როგორ დაკარგა მეუღლე სიმსივნური დაავადების გამო. თავის გზავნილზეც, რომ ადამიანებმა მიზანმიმართულად უნდა იცხოვრონ. ქვემოთ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ის, რაც გსურთ, თუნდაც ამან უხერხულად გაგრძნობინოთ თავი; და როგორ შეიძლება ურთულესმა გზებმა უდიდესი მიღწევებისთვის მოგამზადოთ.

თქვენ ცნობილი ხართ იმით, რომ მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში გიმუშავიათ. თქვენი კარიერის შექმნის სტრატეგია როგორი იყო?
ოჰ, ღმერთო ჩემო, გეტყვით. ეს ნებისმიერს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც ცდილობენ უფრო ცნობილი აღმასრულებლები გახდნენ. ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი იდეა ასე ჟღერს: შენი ღირებულება იზრდება, როდესაც უფრო მეტად იმით გიცნობენ, რასაც აკეთებ.

მე მოლაპარაკებების სფეროს ექსპერტი გავხდი, რათა საზოგადოებასთან ურთიერთობა კომპანიის სახელით შემძლებოდა. რადგან, როდესაც ვიღაცის უკან იმალებით, თქვენი გამოცდილების შესახებ ნაკლები იციან, და თქვენს დამსახურებად არც იმ სამუშაოს მიიჩნევენ, რომელსაც აკეთებთ. თქვენ კი გინდათ, ყველა იმით გიცნობდეთ, რასაც აკეთებთ, რომ მოდიოდნენ, გეძებდნენ, მორიგ სამსახურს გთავაზობდნენ.

როგორია ეს მოლაპარაკებები?
როდესაც Uber-ში დავიწყე მუშაობა (მას შემდეგ, რაც კომპანიამ მრავალი სკანდალი გადაიტანა), უკვე Apple Music-ის დიდ სცენაზე ვიდექი. როგორც კი Uber-ში ჩემი სერვისების პაკეტზე დავიწყე მოლაპარაკებები, ერთ-ერთი ეს ვთქვი: "მისმინეთ, თუ აქ მოსვლას ისეთ დროს ვაპირებ, როდესაც თითქმის კატასტროფაა, ჩვენ ბრენდის იმიჯის გამოსწორებას ვცდილობთ, და თან, მე მთავარ ბრენდ-მენეჯერად უნდა ვიმუშაო, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ წინ მე ვიყო". სწორედ ამას ვაკეთებდი და ამით კიდევ უფრო პოპულარული გავხდი.

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებთ, თუ გსურთ, თქვენი ფასი გაიზარდოს (და აქ მხოლოდ ხელფასზე არ არის საუბარი), მხოლოდ იმ თანხაზე არ უნდა იფიქროთ, რომელიც თქვენს საბანკო ანგარიშზე აისახება. არ დაივიწყოთ, რომ თქვენ ამავე დროს იმ კაპიტალზე აწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომელიც თქვენშია.

როდესაც ვიღაცის უკან იმალებით, თქვენი გამოცდილების შესახებ ნაკლები იციან, და თქვენს დამსახურებად არც იმ სამუშაოს მიიჩნევენ, რომელსაც აკეთებთ. თქვენ კი გინდათ, ყველა იმით გიცნობდეთ, რასაც აკეთებთ, რომ მოდიოდნენ, გეძებდნენ, მორიგ სამსახურს გთავაზობდნენ.

ეგოისტობა არც ისე ცუდი რამაა. როგორც წესი, მოკრძალებულებს მეტად განადიდებენ, განსაკუთრებით, თუ ქალზეა საუბარი...
ღმერთო ჩემო, ამით ნუ დამაწყებინებთ.

რას ურჩევდით მათ, ვისაც საკუთარი პერსონალური ბრენდის შექმნა სურს? როგორ უნდა მოიქცეს? მე არ ვგულისხმობ Instagram-ზე ან ინფლუენსერის სახით. კომპანიაში ვგულისხმობ, ან კიდევ რაღაც დამატებითი საქმის დაწყებისას...
აი, რა არის მთავარი: ზოგიერთი სიტყვები ძალიან გვაბნევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრენდი არ არსებობს და ის ჩვენ უნდა შევქმნათ. მაგრამ საქმე ისაა, რომ თქვენი ბრენდი უკვე არსებობს და მას თქვენი რეპუტაცია ჰქვია. და თუ თქვენ ამაში აქტიურ მონაწილეობას არ იღებთ, მაშინ მას თქვენთვის ვიღაც სხვა ქმნის. ასე რომ, რა გირჩევნიათ? − თქვენს რეპუტაციაზე უარის თქმა ვიღაც სხვა ადამიანის მოსაზრებების გათვალისწინებით, თუ ამ საქმის დამოუკიდებლად გაკეთებას ამჯობინებთ?

იმაზე დაიწყეთ საუბარი, რასაც აკეთებთ. რატომ ხართ უნიკალური? და თუ არ იცით ამ შეკითხვაზე პასუხი, მაშინ შემდეგი ნაბიჯებით დაიწყეთ: რატომ ხართ განსაკუთრებული? და თუ საკუთარ თავს განსაკუთრებულად არ მიიჩნევთ, ამ შემთხვევაში ერთი საფეხურით დაბლა უნდა დაეშვათ და გაარკვიოთ: რატომ არ გგონიათ, რომ განსაკუთრებული ხართ? რატომ არ ფიქრობთ, რომ თქვენში რაღაც უნიკალურია, რაც შეიძლება განადიდოთ, რისი აღნიშვნაც შეიძლება? თქვენი ბრენდის რეპუტაციას და სიყვარულს ბრენდის მიმართ ასე ქმნით. ეს ვითარებაში საფუძვლიანად გარკვევის შედეგია, და იმისაც, რომ ამ როლში თავს სრულიად მოხერხებულად გრძნობთ. ეს არ არის ქედმაღლობა, ეს გაცნობიერებაა.

ამ გაცნობიერების გზაზე ხშირად ადამიანური ტკივილები და მწუხარება დგას. თქვენ წერთ, საკუთარ კარიერაზე თქვენმა პირადმა მწუხარებამ რა გავლენა მოახდინა. როგორ შეიძლება ვინმემ ეს თავისი თავის გასაძლიერებლად გამოიყენოს?
ეს უზომოდ მნიშვნელოვანია. ადამიანებს საკუთარ მწუხარებაზე ყურადღების გამახვილება არ სურთ და არც ის, რომ ვინმეს დაუცველად მიაჩნდეთ. ეს ძალიან ცუდია, რადგან თქვენ ყველა თქვენი სამუშაო გამოცდილება გხდით უნიკალურს გარკვეული სამუშაოსთვის, და ამასთან, თქვენი პირადი გამოცდილებაც. მე ბევრად უკეთესი ხელმძღვანელი გახლავართ, გაცილებით გულისხმიერი, რადგან ქვრივი ვარ. მე მესმის, როგორია კიბოთი დაავადებული ადამიანის საწოლთან ჯდომა და ცქერა, როგორ კვდება იგი. მე ბევრად გულისხმიერი ხელმძღვანელი გახლავართ, რადგან მარტოხელა დედა ვარ. მე უკეთ მესმის ადამიანების. თითქოს უნდა დამალოთ ის, რაც ერთი შეხედვით, არცთუ ჩვეულებრივად გეჩვენებათ, და ეს თქვენი სიძლიერეა. ეს სხვა დანარჩენზე კიდევ უფრო უკეთესსაც კი გხდით, რადგან მხოლოდ ამასთან გამკლავება კი არა, საკუთარი პიროვნების უფრო მეტად გაცნობიერებაც შეძელით. თქვენ იცით, როდის გჭირდებათ გარკვეული სივრცე და შორს ყოფნა, და ისიც იცით, რომ დაბრუნდებით და უფრო ძლიერი გახდებით, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გაქვთ გადატანილი.

ეს ყველაფერი თქვენი საზღვრების შექმნის ნაწილია, ანუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობთ, რომ ყველაფრის მართვა შეგიძლიათ, რის გადატანა მოგიწევთ. მე დეპრესიასთანაც მქონდა ბრძოლა.

კოლეჯში სწავლისას ძალიან მიჭირდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ დილაობით ყველაფერი წესრიგში იყო, დღისით და საღამოს − არა. დრო იწელებოდა. ამან სამუშაოს მიმართ ჩემი მიდგომა შეცვალა: მიუხედავად იმისა, რომ ახლა დეპრესია არ მაქვს, ჩემთვის დღის ყველაზე ეფექტიანი დრო დილაა. ამიტომ დილის 4 საათზე ვიღვიძებ და დილის 5 საათზე ვვარჯიშობ, შეხვედრის დანიშვნა დილის 7 საათზე მომწონს, რადგან ამ დროს მხნედ ვარ. თუ საუკეთესო ხარ შენს სფეროში, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველაფერს უნდა აცნობიერებდე და საკმარისად დაუცველი იყო იმისათვის, რათა თქვა, რაც გჭირდება.

თქვენი წიგნს "სწრაფად ცხოვრება" დაარქვით. რას ურჩევდით ადამიანებს? უფრო სწრაფად როგორ უნდა იცხოვრონ?
ჩვენ იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რა უნდა მოხდეს, რომ გვავიწყდება − ამ წამით ვცხოვრობთ. თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ? ჩვენ ყოველთვის იმდენად ამბიციურები ვართ, რომ გვგონია, ხვალ მშივრები ვიქნებით. სიმართლე ისაა, რომ რამდენიც უნდა ვიცოცხლოთ, გვინდა, მუდამ კმაყოფილები ვიყოთ.

ისევ და ისევ მინდა გავიმეორო, რომ მე მძიმე გამოცდილება მქონდა. ისეთი ადამიანის საწოლთან ვიჯექი, რომელიც ძალიან ადრე გარდაიცვალა − ჩემი ქმარი პიტერი. ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, მას რა "უნდა" გაეკეთებინა. ჩვენ იმაზე ვსაუბრობდით, რაც მან გააკეთა, ბედნიერი იყო თუ არა ცხოვრებით. მე კი მინდა, სიცოცხლის ბოლომდე მუდამ ასე კმაყოფილი ვიყო. და ამიტომ, ახლა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ამბიციები და მომავლის დიდი იმედი მაქვს, ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. ხვალ რომ წავიდე იმქვეყნად, ბედნიერი ვიქნები ცხოვრებით, რომელიც გამოვიარე. და თუ ასე არ ფიქრობთ, მოგიწოდებთ, თქვენი ცხოვრება დღესვე შეცვალოთ.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან