Get All Access for $5/mo

გახდით უფრო ძლიერი: კრიზისიდან მიღებული ლიდერობის გაკვეთილები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

success.com

როდესაც უკან ვიხედები და 2020 წლის ქაოსს ვხედავ, მნიშვნელოვან გაკვეთილს ვამჩნევ, რომელიც ამ წლის კრიზისისგან უნდა ვისწავლოთ. ეს გაკვეთილები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, რათან თქვენ და თქვენი ბიზნესი 2021 წელს იმაზე ბევრად ძლიერები გახდეთ, ვიდრე ოდესმე ყოფილხართ.

პანდემიის გაკვეთილი? თანაგრძნობა სამუშაო ძალას მოქნილს ხდის, ბიზნესს − კიდევ უფრო სტაბილურს

მხოლოდ თანაგრძნობის გამოხატვით არის შესაძლებელი Covid-19 პანდემიის მიერ შექმნილ ციფრულ სამყაროში თქვენი თანამშრომლების ერთმანეთთან, ბიზნესთან და მომხმარებლებთან (ძლიერი ურთიერთობების შენარჩუნება) დაკავშირება.

თანაგრძნობის გამოხატვა დისტანციური ურთიერთობების დროსაც კი აახლოებს ერთმანეთთან ადამიანებს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Zoom, Slack და Outlook.

უნდა შეძლოთ იმ თანამშრომლების გაგება და მათი გრძნობების გაზიარება, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ შინიდან მუშაობის რეჟიმს გაუმკლავდნენ. ან კლიენტის გაგება, რომელიც იძულებულია ბევრი თანამშრომელი გაათავისუფლოს, რომ გადახდისუნარიანი დარჩეს. ეს განწყობა უბიძგებს კაცობრიობას ციფრული ურთიერთქმედებისკენ.

თანაგრძნობისა და ჰუმანურობის გარეშე, სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ონლაინრეჟიმში მოქნილი სამუშაო ძალის, გარე ურთიერთობებისა და თქვენი ბიზნესის შენარჩუნება.

რეცესიის გაკვეთილი? გამჭვირვალე ბიზნესგადაწყვეტილებები ნდობას განაპირობებს

ეკონომიკური კრიზისის გადასალახად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკაფიო, მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით კი, გადაწყვეტილებებს ხარჯების თაობაზე. ბიზნესის ლიდერისთვის თავიდან შეიძლება ძნელი იყოს ყველა აუცილებელი ხარჯის მოცილება, მაგრამ კრიზისის დროს გადარჩენა და გრძელვადიან პერიოდში ბიზნესის უფრო მეტად განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია. მოგვიანებით, შესაძლოა მიხვდეთ კიდეც, რომ ამ ხარჯების ნაწილი საერთოდ არ გჭირდებოდათ.

2020 წლის რეცესიის დროს მიღებული გაკვეთილი ისაა, რომ ბიზნესლიდერისთვის მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება აღარ არის საკმარისი. გამჭვირვალეც უნდა იყოთ იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. თქვენი არჩევანი (კერძოდ, ხარჯების შემცირების შესახებ) რეალურ ადამიანებზე ახდენს გავლენას − თანამშრომლებით დაწყებული, კლიენტებით დამთავრებული. ამიტომ თქვენ ვალდებული ხართ განმარტოთ, თუ რატომ არის აუცილებელი თქვენი გადაწყვეტილებები ბიზნესის გადასარჩენად.

თუ შეგიძლიათ ბიზნესლიდერის როლში გადაწყვეტილებების მიღებისას მუდამ გამჭვირვალე იყოთ, თანამშრომლებისა და კლიენტების ნდობის შენარჩუნებას მაშინაც კი შეძლებთ, როდესაც ეკონომიკას სტაბილური საფუძველი არ ექნება.

თანასწორობისთვის ბრძოლის გაკვეთილი? მრავალფეროვნების მიღებას სასარგებლო ცვლილებები მოაქვს

რასობრივი უსამართლობა 2020 წელს მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 1968 წლიდან დაწყებული, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. თქვენნაირ ბიზნესლიდერებს ეს წელი აძლევს შესაძლებლობას, სარკეში ჩაიხედონ და საკუთარ თავს ჰკითხონ: "ასახავს თუ არა ჩემი კომპანია სამყაროს, რომელშიც მე მსურს ცხოვრება?" თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ბიზნესი არ ასახავს სამყაროს, რომელშიც გსურთ ცხოვრება, დროა ის უფრო მრავალფეროვანი გახადოთ.

ამით თქვენი ბიზნესი ახალ ტალანტებსა და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას, თქვენი კომპანია კი, 2021 წელს ბევრად განვითარებული და ინოვაციური გახდება. თუ ასეთი მრავალფეროვანი ბიზნესი გექნებათ, უკეთ მოახერხებთ შესაძლებლობების აღმოჩენას ბაზარზე. შედეგად, თქვენი კომპანია იმ საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც კი შეძლებს, რომელსაც დღემდე სათანადოდ არ ემსახურებოდნენ.

ყველაზე დიდი გაკვეთილი? "არასოდეს გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობები კრიზისის დროს"

"არასოდეს გაუშვათ შესაძლებლობები კრიზისის დროს", − იტალიელ ფილოსოფოს ნიკოლო მაკიაველის სიტყვებია და ეს არის ჩემი გზამკვლევი ვარსკვლავი. ის მაძლევს საშუალებას, თითოეული პრობლემის მიღმა ფარული შესაძლებლობები დავინახო და წარმატება მოვიპოვო იქ, სადაც სხვებს ხელი ეცარებათ.

ბოლო 10 თვის განმავლობაში მაკიაველის სიბრძნეს ვიყენებდი, რათა ჩემი კომპანია 2020 წლის უნიკალურ პრობლემებს გამკლავებოდა და მის სიბრძნეს არც შემდეგში დავივიწყებ, რომ კიდევ უფრო ძლიერი გავხდე.

თქვენც იგივეს გთავაზობთ.

ნუ გაუშვებთ შესაძლებლობებს ამ კრიზისის დროს. ყურადღება მიაქციეთ გაკვეთილებს, რომლებიც 2020 წელს ისწავლეთ და მომავალში გამოიყენეთ, რათა შემდგომ წლებში ბიზნესის უკეთესი ლიდერი გახდეთ.