3 ტენდენცია, რომელიც 2025 წელს ანტრეპრენერის საქმიანობის მნიშვნელობას შეცვლის
By Jeffrey Shay
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Global Entrepreneurship Monitor-ის უახლესმა ანგარიშმა მნიშვნელოვანი ანტრეპრენერული საქმიანობის მიმართულებით ყურადსაღები სამომავლო ტენდენციები გამოკვეთა. შეერთებული შტატების მასშტაბით ნიშანდობლივი გახდა, რომ 18-24 წლის ახალგაზრდები მაღალი ანტრეპრენერული აქტივობით გამოირჩეოდნენ. ანალოგიური შედეგები დაფიქსირდა 2022 წელსაც, რაც მიუთითებს არა უბრალოდ ცვლილებების დინამიკაზე, არამედ დიდ გარდაქმნაზე. ამას კი, თავის მხრივ, შეუძლია გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ეკონომიკასა და საზოგადოებაზე.
ასოციაცია Global Entrepreneurship Monitor-ის საბჭოს თავმჯდომარე, ჯეფრი შეი ჟურნალ Entrepreneur-ში იმ ახალ ტრენდებს განიხილავს, რომელიც მომავალ წელს ანტრეპრენერების საქმიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
ეს ტრენდები სწორედ GEM-ის ახალ ანგარიშში გამოიკვეთა.
1. ახალგაზრდა ანტრეპრენერების რიცხვის ზრდა
წლების განმავლობაში ანტრეპრენერული საქმიანობა უფრო გამოცდილი ადამიანების სფეროდ მიიჩნეოდა, თუმცა წლევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ახალგაზრდები დომინირებენ. GEM-ის მონაცემებით, 18-24 წლის ახალგაზრდების 24% ჩართულია ანტრეპრენერულ აქტივობაში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ამ ახალგაზრდების მოტივაცია არა მხოლოდ ფინანსური მოგებაა, არამედ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი ცვლილებებისათვის ხელის შეწყობა.
ახალგაზრდა ანტრეპრენერები მეტად ორიენტირებულნი არიან მდგრადობაზე, როგორც პრიორიტეტზე. ისინი უფრო მეტად ქმნიან ისეთ ბიზნესს, რომლის ძირითადი ამოცანაა გარემოზე მავნე კვალის შემცირება ან სოციალური საკითხების
მოგვარებაზე ფოკუსირება. GEM-ის მონაცემებით, ახალგაზრდები მოქმედებენ ღირებულებებზე დაფუძნებული მიზნებით. მათთვის მდგრადობა არა მხოლოდ ფინანსური მიზანია, არამედ ის ორიენტირი, რომლითაც ცდილობენ მიიღონ სოციალური გავლენა და ასევე, ფინანსური წარმატება.
თუმცა ახალგაზრდა ანტრეპრენერები ასევე ხშირად წყვეტენ ბიზნესს და ბოლომდე არ მიჰყავთ წამოწყებული საქმე. მსგავსი შემთხვევები უფრო ნაკლებია მათ ხანდაზმულ კოლეგებში.18-24 წლის ახალგაზრდების ბიზნესის შეწყვეტის მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს, რაც უმაღლესია სხვა ასაკობრივ ჯგუფებში. გამოცდილების ნაკლებობისა და კაპიტალთან ნაკლები წვდომის გამო, ეს არც არის გასაკვირი. ბიზნესის დაწყება რთული პროცესია და მისი შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ სირთულეებს მოიცავს. თუმცა, ამ მხრივაც ახალგაზრდების ენთუზიაზმმა და ენერგიამ შესაძლოა დიდი გარდაქმნები განაპირობოს.
2. ტექნოლოგიურ სექტორში გენდერული სხვაობის შემცირება
GEM-ის ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არის ტექნოლოგიურ სექტორში გენდერული სხვაობის შემცირება. ისტორიულად, ტექნოლოგიურ სტარტაპებში კაცები რიცხობრივად დომინირებდნენ, თუმცა 2023 წელს ამ სფეროში გენდერული სხვაობა ისტორიულ მინიმუმამდე, მხოლოდ 1%-მდე შემცირდა. ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) სექტორში ქალების 8%-მა დაიწყო ბიზნესი, რაც მხოლოდ 1%-ით ნაკლებია კაცების პროცენტულ მაჩვენებელზე.
ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ქალების მხარდაჭერის გაგრძელებასა და თანაბარი გენდერული შესაძლებლობების შექმნაზე, რათა ეს ტენდენცია გაგრძელდეს.
3. შავკანიანი და ლათინური წარმოშობის ანტრეპრენერების ოპტიმისტური პერსპექტივები
GEM-ის ანგარიშის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ოპტიმისტური პერსპექტივები შავკანიანი და ლათინური წარმოშობის მეწარმეებისთვის. ამ ჯგუფებმა გამოავლინეს რწმენა საკუთარი ანტრეპრენერული უნარებისადმი და წარუმატებლობის შიშის მეტად დაბალი დონე, ვიდრე მათი თეთრკანიან კოლეგებს აქვთ. შავკანიანმა რესპონდენტებმა გამოავლინეს განსაკუთრებული თავდაჯერება, რაც გადამწყვეტია ბიზნესის დაწყებისა და შენარჩუნებისას ბარიერების გადალახვაში. ეს ტენდენცია ოპტიმისტურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა
სისტემებმა ქვეყნებმა თანაბარი შესაძლებლობები შექმნან ყველა მოტივირებული ანტრეპრენერისათვის, მიუხედავად მათი რასისა და წარმომავლობისა.
მომავლის პერსპექტივა
თუ GEM-ის წლევანდელი ანგარიშის ძირითად შედეგებს შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ ტენდენციები და ზოგადი ლანდშაფტი არსებითად იცვლება. ახალგაზრდა, მდგრადობაზე ორიენტირებული ანტრეპრენერის რიცხვის ზრდა მიუთითებს მომავალზე, სადაც ბიზნესი მხოლოდ მოგებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ პოზიტიურ ცვლილებებზეც. ეს ახალგაზრდები ბიზნესს იწყებენ მაშინ, როცა მსოფლიო ეძებს გადაწყვეტილებებს მთავარ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საუბარია ისეთ მასშტაბურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და ეკონომიკური კრიზისი.
თუმცა, ამ ახალი თაობის პოტენციალის სრულად გამოსავლენად საჭიროა მეტი ყურადღება იყოს მიმართული გამოწვევების გადაჭრაზე. ახალგაზრდა ანტრეპრენერებს სჭირდებათ შესაბამისი რესურსების - დაფინანსების, განათლების, ან მენტორობის პროგრამებთან წვდომა, რათა თავიანთი ინოვაციური იდეები მდგრად ბიზნესებად აქციონ.
გენდერული სხვაობის შემცირება ტექნოლოგიურ სექტორში მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებელია გარემო, რომელიც ბიზნესში მხარს დაუჭერს ქალებსა და სხვა არასათანადოდ წარმოდგენილ ჯგუფებს.
GEM-ის ანგარიში გამოკვეთს ანტრეპრენერული საქმიანობის მომავალს, რომელიც აღსანიშნავია თავისი მიზნობრიობით, მრავალფეროვნებითა და ინოვაციებით. მაგრამ ის ასევე შეგვახსენებს, რა ნაბიჯებო უნდა გადაიდგას, რაც სტარტაპების დაწყებას, ადამიანების ანტრეპრენერებად ჩამოყალიბების პროცესს უფრო ხელმისაწვდომ და მდგრად მიმართულებად აქცევს. თუ ახალგაზრდა ანტრეპრენერებს მივცემთ საჭირო ინსტრუმენტებსა და გამოვუცხადებთ მხარდაჭერას, მხოლოდ ახალი ბიზნესების რაოდენობა კი არ გაიზრდება - გავხდებით მოწმე იმ ბიზნესების წარმატებისა, რომლებიც გრძელვადიან პოზიტიურ გავლენას ახდენენ მსოფლიოზე.
თარგმანი: ნინო იმერლიშვილი