Get All Access for $5/mo

4 რამ, რაც არ უნდა გააკეთოს დასაქმებულმა - რჩევა Microsoft-ის ყოფილი მენეჯერისგან

By Chris Williams

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Microsoft-ში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტი ვიყავი და ვხედავდი, როგორ შეცდომებს უშვებდნენ დასაქმებულები. აი, ის ოთხი ძირითადი რამ, რასაც არასდროს ვიზამდი დასაქმებულის როლში.

1. არასდროს შესთავაზოთ ერთგულება და ნუ დაელოდებიმას კომპანიისგან.

არ ვიცი, წარსულში რამდენად ფასობდა კომპანიისადმი ერთგულება და ვის როგორ უფასდებოდა ეს, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ნამდვილად არ ხდება მსგავსი რამ.

თუკი ვინმე აფასებს ერთგულებას, მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, ორ ადამიანს შორის. და რადგანაც ადამიანები ძალიან ხშირად იცვლიან სამსახურებს, მსგავსი ფენომენი რთულია, არსებობდეს.

ნუ ელით, რომ ამას დაგიფასებთ კომპანია ხელფასის გადახდისას. ნურც იმას იფიქრებთ, რომ კომპანიაში დიდხანს მსახურება უნდა აისახოს თქვენს საფულეზე. და, რაც მთავარია, როცა თანამდებობის დატოვებაზე მიდგება საქმე, ნუ გეგონებათ, რომ რამდენიმეწლიანი მსახურება იქნება თქვენი შესაფასებელი კომპონენტი.

ეს ბიზნესია, ყველაფერი ცივი გონებით დათვლილი გაცვლა-გამოცვლის სისტემაა. ამიტომ ნუ დაელოდები კომპანიისგან ერთგულებას და ნურც შენსას შესთავაზებ, რათა იმედი არ გაგიცრუვდეს.

თუკი თანამდებობაზე დიდხანს ყოფნამ ბევრი რამ გასწავლა კომპანიისა და ბიზნესის შესახებ, ეს გამოიყენე შენ სასარგებლოდ და არა უბრალოდ "დიდხანს აქ ყოფნა". და, რაც მთავარია, თუკი რაიმე კრიტერიუმით უკეთეს სამსახურს იპოვი, არ თქვა მასზე უარი მხოლოდ უპასუხო ერთგულების გამო.

2. არასდროს ვთხოვდი უფროსს ხელფასის მომატებას

ხელფასის მომატებას როგორც კი ითხოვთ, თავს სუსტ პოზიციაში აყენებთ − თითქოს ვინმემ სიკეთე უნდა გაგიკეთოთ.

ამის ნაცვლად, საუბარი უნდა გქონდეთ ღირებულებების მიმოცვლაზე. თქვენ რაღაც კონკრეტულს აძლევთ კომპანიას და მან სწორედ ამაზე უნდა გიპასუხოთ. ასე ფიქრობენ კომპანიები თქვენ შესახებ. სწორედ ასე უნდა წარმოაჩინოთ თქვენი მოთხოვნაც.

არ ისაუბროთ საბაზრო ღირებულებებსა და იმაზე, თუ სხვა ადამიანები როგორ ხელფასს იღებენ. არც იმაზე გაამახვილოთ ყურადღება, რომ ეს გჭირდებათ და შინ ოჯახი გელოდებათ.

დაჯექით და გამოთვალეთ, თქვენი შესაძლებლობებით რას აძლევთ კომპანიას. დეტალურად გაწერეთ, რა შედეგებზე გადიხართ, როგორია მოგება, რას ზოგავთ თქვენი მუშაობით და ა.შ. მკაფიო იყავით ვალუტასა და თქვენში დაბანდებულ ინვესტიციაში. სწორედ ეს წარუდგინეთ თქვენს უფროსს.

3. არ გქონდეთ ცარიელი მუქარები

არ დაიმუქროთ, თუკი ეს მხოლოდ სიტყვებად უნდა დარჩეს. მაგალითად, არ თქვათ, რომ წახვალთ სამსახურიდან, თუ უკვე სხვა შემოთავაზება არ გაქვთ. არ დაიწყოთ საუბარი სამართლებრივ დავაზე, თუ ეს იურისტთან უკვე არ გაქვთ გავლილი და იცით, რომ გასწვდებით ხარჯებს. თანაც, უნდა იცოდეთ, რომ ნამდვილად მოსაგებ დავაში შედიხართ. არ დაემუქროთ უფროსს ან კომპანიას, თუკი ეს გააზრებულად ბოლო ქმედება არაა კორპორაციაში, დიდია შანსი, რომ ეს თქვენ წინააღმდეგ მოტრიალდება.

როგორც კი მუქარის ენით იწყებთ კომუნიკაციას, მხარეებს შორის პატივისცემას უთხრით ძირს. სწორედ ამიტომ, დამსაქმებელი იღებს სიგნალს, რომ სჯობს საერთოდ აღარ ჰყავდეთ კომპანიაში.

სწორედ ამიტომ, დაიმუქრეთ, როცა ნამდვილად იცით, რომ ისედაც წასვლას აპირებთ და იჩხუბეთ, თუკი ესაა უკანასკნელი გზა. რაც მთავარია, შეემზადეთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის.

4. არასდროს ითხოვოთ დახმარება მოუმზადებელმა

სანამ ვინმეს დახმარებას სთხოვთ, დარწმუნდით, რომ თავად კარგად ხართ საკითხში მომზადებული. ეს ეხება ყველაფერს: თქვენს საქმეს, რაღაც მნიშვნელოვნის გადაწყვეტას, მენეჯერებთან ერთად საკითხის გავლას. ითხოვეთ დახმარება და შედით დიალოგში, როცა თავადაც ცალსახად იცით სავარაუდო შედეგები და ზუსტად იცით, რას ითხოვთ.

დაუთმეთ დრო პრობლემის სიღრმისეულ შესწავლას, გადახედეთ ისტორიას, ხაზგასმით აღნიშნეთ სავარაუდო შედეგები. შეისწავლეთ პრობლემა დეტალურად, რათა დახმარების თხოვნისას იყოთ კონკრეტული და არა შემოიფარგლოთ ძალიან ზოგადი ფრაზებით.

არ ვემხრობი მენეჯერების ცნობილ ფრაზას: "არ მოხვიდე ჩემთან პრობლემებით, მოდი გადაწყვეტილებებით". ეს ძალიან გამარტივებული და, თანაც, არაპროდუქტიული მიდგომაა. თუმცა, სად შეიქმნა პრობლემა, ეს საკითხი ნამდვილად უნდა გესმოდეთ თავადაც, ვიდრე დახმარებისთვის მიმართავთ.

შეკითხვის მომზადებისას არა მხოლოდ გათვითცნობიერდებით უკეთ და საკითხს კარგად დაინახავთ, არამედ არის შანსი, რომ პრობლემის გადაწყვეტაც შეძლოთ. ხოლო თუ მაინც შეკითხვის დასმა მოგიწევთ, იქნებით თავდაჯერებული და გეცოდინებათ, ზუსტად რის მიღება გჭირდებათ მენეჯერისგან

Chris Williams

Managing Partner, Bracewell LLP, Dubai

Chris Williams is a member of Bracewell’s Business and Regulatory Group and also serves as the Managing Partner of the firm's Dubai office. His practice focuses on corporate and commercial work throughout the Middle East with particular experience in advising on mergers and acquisitions, joint ventures, complex commercial contracts and corporate advisory work. He has further experience of advising on labour and employment matters (contentious and non-contentious), and managing litigation disputes in the UAE. His clients are drawn from a variety of sectors including automotive, energy, oilfield services, manufacturing, consumer goods, defence, publishing, recruitment, healthcare and transportation.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!