Get All Access for $5/mo

ბიზნესი VS კორონავირუსი - ლევან ზაალიშვილი ("ელთიბი") "ბიზნესში ამ ეტაპზე გაურკვევლობა უფრო ჭარბობს, ვიდრე გარკვეული მოლოდინის პროგნოზი."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ახლა, ყველას იმ სამყაროში გვიწევს ერთობლივი თანაცხოვრება, სადაც COVID-19-მა არა მხოლოდ საზოგადოების ქცევა და ცხოვრების სტილი შეცვალა, არამედ ძირეულად გარდაქმნა ბიზნესის როლი და მისი წარმოების მეთოდები. კრიზისმა დაფარა ყველა სექტორი და ინდუსტრია, თუმცა დანაკარგების განმარტება და ანალიზი ნაადრევია, რადგან ბიზნესში ამ ეტაპზე გაურკვევლობა უფრო ჭარბობს, ვიდრე გარკვეული მოლოდინის პროგნოზი.

ვინაიდან ბიზნესი სრულადაა დამოკიდებული მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და ჩვენი კომპანიის უმთავრეს მიზანს სწორედ სახელმწიფოსგან დაწესებული რეგულაციების განუხრელად დაცვა წარმოადგენს, პანდემიის გავრცელებისთანავე კომპანიაში შეიქმნა კრიზისული სიტუაციების მართვის ჯგუფი, რომლის ფარგლებში განვახორციელეთ:

  • "ლთბ"-ში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
  • რისკის თავიდან აცილებისა ან მათი მინიმალიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შრომითი ურთიერთობების საკითხის რეგულირების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების გატარება;
  • მდგომარეობის დასრულების შემდეგ მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან, მწარმოებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან საქმიანი ურთიერთობის მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • მდგომარეობის მოქმედებისას და შემდეგ უახლოეს პერიოდში შპს "ლთბ"-ის საქმიანი რეპუტაციისა და ბაზარზე ლიდერის სტატუსის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • მიღება ყველა იმ საკითხზე, რომლებიც წარმოიშვა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში.

ვფიქრობ, ისევე, როგორც ყველა კარგად ნასწავლი გაკვეთილი, კორონა დაგვანახებს უკეთ გავითავისოთ, რომ ეკონომიკური სისუსტის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია კერძო და საჯარო სექტორს შორის უწყვეტი კოორდინაცია. ასევე, კორონამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თითოეულ დაბრკოლებას უნდა შევხედოთ, როგორც გამოწვევას, სადაც მხოლოდ სტრუქტურიზებული და გუნდური მუშაობით არის დაძლევადი ყველა ის მდგომარეობა, რომელიც აბრკოლებს დასახული მიზნების შესრულებას.