Get All Access for $5/mo

დაიწყეთ წელი ძლიერად - გამოიყენეთ ეს 9 ჩვევა სამეწარმეო წარმატებისთვის 2024 წელს

By Gene Marks

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

20-ზე მეტი წლის გამოცდილების მქონე ანტრეპრენერი ფულის გამომუშავების 9 ჩვევას გვიზიარებს, რომელსაც იგი ბიზნესის გასაზრდელად წლიდან წლამდე თავად იყენებს.

მე არ ვარ მილიარდერი და არც დიდ კომპანიას ვმართავ. ჩემი 10-კაციანი Tech საკონსულტაციო ფირმა პატარაა სხვებთან შედარებით, მაგრამ, მას 2 ათეულ წელზე მეტია ვხელმძღვანელობ და შემოსავლის ძალიან კარგი წყაროა ჩემი ოჯახისთვის. 2023 წლის დასასრულს უკვე მზად ვარ 2024 წლისთვის. ახლა მსურს ის 9 აპრობირებული და რეალური ჩვევა გაგიზიაროთ, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიყენებ, რათა დავრწმუნდე, რომ კვლავ შემიძლია გავზარდო ბიზნესის მოგება და სარგებელი.

1. დაიწყე დღე დილის 5 საათზე

ჩემი ყოველი დილა 5 საათზე იწყება, რადგან დილაობით ყველაზე პროდუქტიული ვარ. ამ დროს სახლში ყველას სძინავს, არ მომდის ელექტრონული წერილები და არ შემომდის სატელეფონო ზარები. შემიძლია ვფოკუსირდე წერაზე და სხვა სავარჯიშოებზე, რაც ღრმა ფიქრს მოითხოვს. დილის 5-იდან 7-საათამდე უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში.

2. გააკეთე ფინანსური აღრიცხვა

ბიზნესის მართვა აერთიანებს ენთუზიაზმსა და ვალდებულებებს, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მათემატიკაა. შესაძლოა მე ზედმეტად სუბიექტური ვარ, რადგან სერტიფიცირებული ბუღალტერი ვარ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ყველაზე მომგებიანმა კლიენტებმა იციან საკუთარი ბიზნესის ციფრები - ისინი ყოველდღიურად უყურებენ გაყიდვებს, იღებენ ფულადი ნაკადების ანგარიშებს და აანალიზებენ მათ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ბიზნესი მომსახურების სფეროა, ყოველდღიურად ვაკვირდები კვირის განმავლობაში ანაზღაურებად და არაანაზღაურებად საათებს. თუ ეს რიცხვები კარგია, მშვენიერი. თუ არა, მაშინ საჭიროა რაიმე მოვიმოქმედო.

3. მოინახულეთ კლიენტები

შესაძლოა ძალიან ძველმოდური ვარ, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტ გაყიდვებს ვხურავ და გრძელვადიან ურთიერთობასაც ვინარჩუნებ მაშინ, როდესაც ადამიანებს პირისპირ ვხვდები. მართალია, ონლაინშეხვედრები თავის მიზანს ემსახურება, მაგრამ ადამიანებს კომუნიკაცია რეალურ სივრცეში ურჩევნიათ. სწორედ ამიტომ არ შევწყვეტ კლიენტებთან შეხვედრებს, ღონისძიებებზე სიარულს, ნეთვორქინგსა და ინტერაქციას რეალურ სამყაროში.

4. წაიკითხეთ და მოუსმინეთ

მე გავაგრძელებ მხატვრული ლიტერატურის კითხვას და დავიცავ ამ ჩვევას, რადგან ეს არ რეალობისგან თავის არიდების საშუალება კი არ არის, არამედ მეხმარება ვისწავლო მეტი ადამიანის ქცევის შესახებ. წელსაც წავიკითხავ წიგნებს ბიზნესზე, ისტორიასა და სხვადასხვა ადამიანის ბიოგრაფიაზე. როდესაც ფეხით ან მანქანით მომიწევს გადაადგილება, გავაგრძელებ ჩემს რჩეულ ბიზნეს და ტექნოლოგიების პოდკასტების მოსმენას, როგორიცაა Planet Money, Lex Fridman, WSJ's Money Briefing და Freakonomics, ისევე როგორც Smartless-ს უბრალოდ, გასამხიარულებლად.

5. ითამაშეთ სქვოში

კვირაში 2-3-ჯერ ვთამაშობ სქვოშს. უკვე წლებია, რაც ამას ვაკეთებ, ეს არის კალორიების დაწვის საშუალება. როდესაც ვერ ვთამაშობ, ველოსიპედით დავდივარ. იდეა ისაა, რომ ვვარჯიშობ. ამ აქტივობებით შუადღეს ვარ ხოლმე დაკავებული, რაც არღვევს დღის შაბლონს და ათავისუფლებს ჩემს გონებასაც, ასევე სასარგებლოა ჩემი სხეულისთვის. ვარჯიში გადამწყვეტია ნებისმიერი მეწარმისთვის - სისხლის მიმოქცევა და აქტიურობა ხანგრძლივი ცხოვრებისა და გაწონასწორებული გონების გასაღებია.

6. გამოიყენეთ AI

მიმდინარე წელს AI იქნება დომინანტი ჩემს ტექნოლოგიურ სტრატეგიაში. მე ღრმად ვიკვლევ ჩემს CRM-სა და საბუღალტრო პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე ჩემს ვენდორებთან ერთად ვაკვირდები, თუ რა ტიპის AI ინსტრუმენტს იყენებენ, რათა დავზოგო დრო და დავეხმარო ჩემს თანამშრომლებს, იყვნენ უფრო პროდუქტიულები. ვწერ და ვსაუბრობ ამ თემაზე, ასე რომ, მომავალშიც დიდ დროს დავუთმობ კვლევას, რათა სწრაფად განვითარებად პროცესებს ფეხი ავუწყო. ხელოვნური ინტელექტი ისეთივე გარდამტეხი იქნება ჩემი ბიზნესისთვის, როგორიც მობილური იყო თხუთმეტი წლის წინ და არ მინდა უგულებელვყო ეს მნიშვნელოვანი ტენდენცია.

7. ფოკუსირება ადამიანებზე

მე მხოლოდ 10 თანამშრომელი და კონტრაქტორი მყავს. ეს ხალხი ჩემი ცხოვრების, ბიზნესისა და ფინანსური უსაფრთხოების ძირითადი ნაწილია. ისინი ურთიერთობენ ჩემს კლიენტებთან, ეძებენ ახალ საქმეს და მართავენ ჩემს ფინანსებს. მე უნდა დავრწმუნდე, რომ ყველასთან ერთად ვატარებ დროს და ვისმენ მათ პრობლემებს. ასევე, მინდა დავრწმუნდე, რომ მათ კარგ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს ვაძლევ. იღბლიანი ვარ, რომ წლების განმავლობაში მყავს ერთგული გუნდი, რადგან მაქვს დამატებითი თანხის გადახდის ტენდენცია და მინდა ამის კეთება კვლავ გავაგრძელო.

8. შეხვედრები მაისსა და სექტემბერში ბუღალტერთან

მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტერი ვარ, არ ვაწარმოებ ჩემს ხარჯთაღრიცხვას. სამწუხაროდ, ჩემი საგადასახადო ნაკრები მთლიანი შემოსავლის 20-30%-ს იკავებს. წელს საგადასახადო წესები იცვლება და ჩვენ 2025 წლის შემდეგ პოტენციურად მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე ვდგებით. ჩემი საუკეთესო კლიენტები ყოველთვის წინასწარ გეგმავენ და მუშაობენ სტრატეგიებზე, რაც მათ ბიზნესს გაზრდის, საგადასახადო ვალდებულებებს კი მინიმუმამდე დაიყვანს. მეც ანალოგიურად ვიქცევი.

9. ისიამოვნეთ ოჯახთან ერთად

დრო სწრაფად გადის და ყველა ყოველთვის დაკავებულია, ადვილია დღის დავალებების პრიორიტეტებად დალაგება. სანამ ამას მიხვდები... შენც და ყველა დანარჩენი შენ ირგვლივ ბებერია. მე არ ვიცი არცერთი წარმატებული ბიზნესმფლობელი, რომელსაც არ ჰქონია ოჯახის მხარდაჭერა და ეს ოჯახი მოიცავს მეგობრებს, მეზობლებსა და საზოგადოებას. ისინი გვირჩევენ, გვაკრიტიკებენ, ნერვებს გვიშლიან, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ბიზნესის მართვა ამ მხარდამჭერი სისტემის გარეშე.

თუ ამ 9 ჩვევას გამოიყენებთ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ მულტიმილიონერი გახდებით, რომელიც Entrepreneur-ის გარეკანზე მოხვდება? უბრალოდ, შემომხედე და პასუხს თავად იპოვი - ნაკლებად სავარაუდოა. არ არსებობს გარანტია, რომ ამ ჩვევებით თქვენ 2024 წელს წარმატებას მიაღწევთ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს ეს ჩვევები, დამეხმარა, გამეზარდა ბიზნესი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩემს ოჯახს უზრუნველყოფს. ჩემს შემთხვევაში ამ ჩვევებმა იმუშავეს, არსებობს შანსები, რომ ის თქვენც გამოგადგეთ.

Gene Marks

Entrepreneur Leadership Network® VIP

President of The Marks Group

Gene Marks is a CPA and owner of The Marks Group PC, a ten-person technology and financial consulting firm located near Philadelphia founded in 1994.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ქალი ანტრეპრენერი

ელენე კერძაია - La Clinique

"მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ვხედავ ჩვენი სერვისის მაღალ შედეგიანობას"