Get All Access for $5/mo

ენერგიის გამომცლელი ეს ჩვევები თქვენ და თქვენი გუნდის წევრებს ნაკლებად პროდუქტიულებს გაგხდით

By Aytekin Tank

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანა სამუშაო გარემოში. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო დასკვნა იყო ის, რომ მრავალი კომპანიისთვის პროდუქტიულობა გაიზარდა. თუმცა, შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2022 წელს პროდუქტიულობის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 1947 წლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი აშკარა არ იყო, ერთი რამ უდავოა: პირად ბრალეულობაზე საუბარი არ არის მენეჯერების საუკეთესო მიდგომა. ეს იწვევს პანიკას გარშემო მყოფებში და კლავს მორალს. რა თქმა უნდა, ეს არც თანამშრომლებს უბიძგებს მუშაობისკენ. უკეთესი მიდგომაა დაბრკოლებების იდენტიფიცირება და მათი ერთად გადალახვა.

როგორც Jotform-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გავიგე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტიულობის "მკვლელი" არ არის ყავის შესვენებები ან სოციალური მედიის სქროლვა. ყველაზე მავნე ხშირად შეუმჩნეველი ჩვევებია. აქ მოცემულია რამდენიმე გზა, რომლითაც ჩემს გუნდთან ერთად ვმართავ ენერგიის გადინების უხილავ პროცესს.

მოერიდეთ ზედმეტ მუშაობას

პროდუქტიულობის პანდემიის შემდგომ ვარდნაზე ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ გადაჭარბებული მუშაობა ერთ-ერთი "უხილავი" დამნაშავე იყო. როგორც ეკონომისტმა ლოურენს ჰ. სამერსმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა და ხაზინის ყოფილმა მდივანმა, განუცხადა ვაშინგტონ პოსტს, ბევრი თანამშრომელი 2020 და 2021 წლებში არამდგრადად მუშაობდა. ამან გამოიწვია ე.წ. გადაწვა (burnout) და მოჩვენებითი აღმავლობა, რაც ცნობილი გახდა, როგორც "ნელ-ნელა თავის დანებება" - სამსახურში მინიმუმის კეთება. სამერსმა თქვა, რომ მსგავსი ქცევა, სავარაუდოდ, განაპირობებდა პროდუქტიულობის შემცირებას.

ვფიქრობ, ვთანხმდებით, რომ პანდემიის "გაურკვეველ დროში" ბევრი ჩვენგანი ცდილობდა დაეცვა ბიზნესი და კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ შორს არის სტაბილურობისგან, სამართლიანია იმის თქმა, რომ დღეს ჩვენს კონტროლქვეშ უფრო მეტი ფაქტორია. ლიდერებს შეუძლიათ აიღონ ინიციატივა და უზრუნველყონ აზრის განმტკიცება, რომ ზედმეტი მუშაობა არ არის "ახალი ნორმა".

როგორ მივაღწიოთ ამას? Jotform-ში ვცდილობ ჩემს გუნდს მაგალითი მივცე საზღვრების დაწესებით. როდესაც ოფისს ვტოვებ, ნამდვილად დასასვენებლად გავდივარ, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. (მოწყობილობებზე, იქნება ეს სმარტფონი, პლანშეტი თუ ლეპტოპი, საკმაოდ მარტივია გამონაკლისების დამატება თქვენს "არ შემაწუხოთ" რეჟიმში.) ჩვენ ასევე, ვცდილობთ გვქონდეს მოქნილი დედლაინები და განვიხილავთ მათ როგორც უფრო მიმდინარე დიალოგებს, ვიდრე ხისტ შეკვეთებს. ვცდილობ შევქმნა ისეთი გარემო, სადაც საქმიანი სახით კომპიუტერის წინ ჯდომა არ არის პროდუქტიულობის საზომი. ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ შედეგებზე და არა საქმის გასაკეთებლად აუცილებლად დახარჯულ რვა საათზე. ის ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს, თავად განსაზღვრონ, როდის მუშაობენ საუკეთესოდ და როდის სჭირდებათ დასვენება. და როდესაც თანამშრომლები არ "იწვებიან", პროდუქტიულობა იზრდება გრძელვადიან პერსპექტივაში.

წაახალისეთ სოციალური ჩართულობები, აქტივობები

ლანჩისთვის შესვენებები და წყლის გამაგრილებელ აპარატთან საუბრები ხშირად განიხილება, როგორც პროდუქტიულობის ანტითეზა, მაგრამ სინამდვილეში ამ შემთხვევით სოციალურ ინტერაქციას შეუძლია შეავსოს მოტივაცია. უფრო მეტიც, როგორც ჰარვარდში განმარტავენ, იზოლაციის გრძნობა უფრო მეტად უწყობს ხელს თანამშრომლების გადაწვას, ვიდრე ბევრი საქმე. მარტივად რომ ვთქვათ, სოციალიზაციისთვის ყურადღების მოკლება ცუდია ბიზნესისთვის.

სოციალური კავშირის გასაძლიერებლად და მარტოობის წინააღმდეგ საბრძოლველად გქონდეთ რიტუალები თქვენს გუნდთან ერთად. კვირაში ერთხელ ერთად შეუკვეთეთ ლანჩი; ისროლეთ ნერფი, როცა ვინმე პროექტს დახურავს; დაგეგმეთ ყავის შესვენებები (ონლაინ ან პირადად), სადაც კოლეგებს სურვილისამებრ შეეძლებათ არასამუშაო თემებზე ისაუბრონ; შექმენით Slack - არხი, სადაც ადამიანებს ყოველდღიური კითხვების გაზიარება შეუძლიათ.

როდესაც ჩვენ არასაკმარისად ვაფასებთ და ვკარგავთ სოციალურ კავშირებს, ჩვენ ვკარგავთ პროდუქტიულობის სარგებელს. სხვადასხვა რიტუალი დაგეხმარებათ უფრო მნიშვნელოვანი კავშირების ჩამოყალიბებაში და მოტივაციის ამაღლებაში. ჰარვარდის ბიზნესსკოლამ მართლაც საუკეთესოდ ჩამოაყალიბა სათქმელი: გუნდები, რომლებიც ერთად თამაშობენ, ერთად რჩებიან.

პრიორიტეტული გახადეთ თანამშრომლების ავტონომიურობა

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ძალიან ბევრი შეხვედრის ჩატარება შეიძლება ბარიერი იყოს პროდუქტიულობისთვის, თუმცა იმის გაგება, რამდენად დიდი შეიძლება ბარიერი გახდეს, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ შეხვედრების 70% ხელს უშლის თანამშრომლების პროდუქტიულ მუშაობას. დასაქმებულთა 92% შეხვედრებს ზედმეტად და არაპროდუქტიულად მიიჩნევს. ერთ შემთხვევაში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა 71%-ით მაღალი იყო, როდესაც შეხვედრები 40%-ით შემცირდა.

მაგრამ სანამ თქვენი კალენდრიდან ყველა შეხვედრას ამოიღებთ, სასარგებლო იქნება შეხვედრებსა და პროდუქტიულობას შორის კავშირის გაგება. ზემოთ მოყვანილი იმავე მკვლევრების აზრით, როდესაც თანამშრომლებს ძალიან ბევრი შეხვედრა აქვთ, ისინი თავს ზედმეტად მართულად გრძნობენ. როდესაც მათ ნაკლები შეხვედრები აქვთ, ისინი თავს უფრო დამოუკიდებლად აღიქვამენ, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოტივაციას და შედეგად, პროდუქტიულობას.

ვცდილობ, ეს ყოველთვის მახსოვდეს შეხვედრების დაგეგმვისას. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, მჭირდება თუ არა სტატუსის განახლება, ნამდვილად სჭირდება თუ არა თანამშრომელს ჩემი შენიშვნა, თუ მე უნდა მივცე მას ამის თავად გარკვევის შესაძლებლობა. ხშირ შემთხვევაში შეტყობინება მესენჯერაპლიკაციის ან პროექტის მართვის პლატფორმის მეშვეობით ისედაც შეასრულებს გუნდის მიზნებს, შეხვედრის საჭიროების გარეშე. სინამდვილეში, HBR-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თანამშრომლების 83% ამჯობინებდა მესენჯერაპლიკაციებით შეტყობინების მიღებას, რადგან ეს მათ დროს ზოგავს.

რამდენადაც კომპანიები აგრძელებენ ოფისში დაბრუნებას და პოულობენ "ახალ ნორმალურს", ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ რყევებს მოკლევადიან პროდუქტიულობაში. მაგრამ თანამშრომლებისთვის ავტონომიის შეთავაზება, ნამდვილი კავშირების ხელშეწყობა და მათი "გადაწვის" თავიდან აცილება საუკეთესო ვარიანტია პროდუქტიულობის მდგრადი გაზრდისთვის.

Aytekin Tank

Entrepreneur Leadership Network® VIP

Entrepreneur; Founder and CEO, Jotform

Aytekin Tank is the founder and CEO of Jotform and the author of Automate Your Busywork. Tank is a renowned industry leader on topics such as entrepreneurship, technology, bootstrapping and productivity. He has nearly two decades of experience leading a global workforce.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან