გაყიდვების 5-ეტაპიანი პროცესი, რომელიც პოტენციურ კლიენტებს რეალურ დამკვეთებად აქცევს ყველა ანტრეპრენერს სჭირდება გაყიდვებში სისტემური მიდგომა. აი, საიდან უნდა დაიწყოთ:

By Julie Thomas

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თქვენ შექმენით რაღაც განსაკუთრებული – მართავთ მზარდ გუნდს, იღებთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს თუ თქვენს სფეროში მნიშვნელოვანი შედეგები მოგაქვთ, თქვენი ექსპერტული ცოდნა არაერთხელ დაამტკიცეთ. თუმცა, აქ არის ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც ყველა წარმატებული პროფესიონალი დგება: იყო შენი საქმის ბრწყინვალე მცოდნე, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმის გაყიდვაც ასევე ბრწყინვალედ გამოგივა.

თანამედროვე კონკურენტულ გარემოში თქვენი ოსტატობა, სტრატეგიული ხედვა და წარმატებული გამოცდილება მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე მიგიყვანთ. საბოლოო ჯამში, ყველაფერს წყვეტს თქვენი უნარი, აჩვენოთ მყიდველს, როგორ უკავშირდება თქვენი შესაძლებლობები მათთვის ღირებულ შედეგებს. სწორედ ეს განსაზღვრავს, იქცევა თუ არა პოტენციური შესაძლებლობა რეალურ პარტნიორობად

კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ მკვეთრად გააუმჯობესოთ შედეგები და სრულად აითვისოთ თქვენი შემოსავლის პოტენციალი. ამისთვის საჭიროა სისტემური მიდგომის დანერგვა, რომელიც თქვენს არსებულ ძლიერ მხარეებს დაეყრდნობა და გაგავითარებინებთ იმ უნარებს, რომლებიც პროფესიონალიზმს შემოსავლად აქცევს.

აი, როგორ უნდა შექმნათ გაყიდვების სტრუქტურირებული პროცესი, რომელიც პოტენციურ კლიენტებს მუდმივად რეალურ დამკვეთებად გარდაქმნის.

პირველ რიგში დაფიქრდით, რა არის პირველ რიგში დაფიქრდით, რა არის გაყიდვების პროცესი?

გაყიდვების პროცესი? გაყიდვების პროცესი არის კონკრეტული, განმეორებადი ნაბიჯების ერთობლიობა, რომელსაც თქვენი ბიზნესი დგამს პოტენციური კლიენტის პირველი გაცნობიდან საბოლოო შესყიდვამდე. შეხედეთ ამას, როგორც გზამკვლევს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არცერთი პოტენციური კლიენტი არ დაგეკარგოთ და ყოველი საუბარი გადაწყვეტილების მიღებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს.

გაყიდვების ქაოსური აქტივობებისგან განსხვავებით, გამართული პროცესი ლოგიკურად აკავშირებს თითოეულ ეტაპს. ის გკარნახობთ, რა უნდა გააკეთოთ შემდეგ, რა სახის ინფორმაცია შეაგროვოთ და როგორ ამოიცნოთ მომენტი, როდესაც კლიენტი მზად არის შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად

რატომ არიდებს თავს ანტრეპრენერების რატომ არიდებს თავს ანტრეპრენერების უმეტესობა ამ ნაბიჯს?

უმეტესობა ამ ნაბიჯს? ბევრი ბიზნესის მფლობელი გაყიდვების სტრუქტურირებული პროცესის შექმნას გარკვეული მიზეზების გამო ეწინააღმდეგება. შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენი ბიზნესი ზედმეტად უნიკალურია, თქვენი გაყიდვები მხოლოდ ურთიერთობებზეა დაფუძნებული, ან თქვენი სერვისები ზედმეტად ინდივიდუალურია სტანდარტული მიდგომისთვის.

შესაძლოა ღელავთ, რომ პროცესი თქვენს საუბარს ხელოვნურს ან "ზეწოლაზე ორიენტირებულს" გახდის.

ეს შიშები საფუძველს მოკლებულია. კარგად აწყობილი პროცესი თქვენს კომუნიკაციას უფრო ბუნებრივს ხდის. როდესაც ზუსტად იცით, რა ინფორმაცია გჭირდებათ და როდის, თქვენ შეგიძლიათ მთელი ყურადღება კლიენტის მოსმენას დაუთმოთ, ნაცვლად იმისა, რომ გამუდმებით იმაზე ფიქრობდეთ, რა კითხვა დასვათ შემდეგ.

მცირე ბიზნესის მფლობელებთან შეხვედრისას ვთხოვე მათ, აღეწერათ გაყიდვებში მათი მიდგომა. პასუხები ბევრისმთქმელი იყო: "უბრალოდ, ექსპრომტად ვმოქმედებ", "ვუხსნი, რას ვაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ გაიგებენ", "მანამ ვუკავშირდები, სანამ პასუხის გაცემას არ შეწყვეტენ". ესენი არიან ჭკვიანი, წარმატებული ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს მშვენიერი შედეგებითაც კი უძღვებიან, თუმცა გაყიდვებს მაინც გამართლებაზე აგებულ თამაშად აქცევენ. მე მათ ავუხსენი, როგორ შეეძლო სისტემურ მიდგომას მათი შესაძლებლობები კლიენტისთვის რეალურ ღირებულებასთან დაეკავშირებინა.

გაყიდვების ეფექტური პროცესის 5 აუცილებელი ეტაპი

1 - პოტენციური კლიენტების (ლიდების) მოზიდვა

ეს ეტაპი გულისხმობს იმ ადამიანების იდენტიფიცირებასა და მოზიდვას, 56 ivlisi 2026 რომლებიც თქვენი იდეალური კლიენტის პროფილს შეესაბამებიან. აქ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა – ფოკუსირდით მათზე, ვისაც აქვს როგორც თქვენი სერვისის საჭიროება, ისე შესაბამისი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტი.

სამოქმედო ნაბიჯები:

  • განსაზღვრეთ თქვენი იდეალური კლიენტის პროფილი (ICP) კომპანიის ზომის, ინდუსტრიის, პოზიციისა და კონკრეტული გამოწვევების მიხედვით.
  • შექმენით კონტაქტის სხვადასხვა წერტილი კონტენტ-მარკეტინგის, ნეთვორქინგის, რეკომენდაციებისა და მიზნობრივი კამპანიების მეშვეობით.  
  • თუ არ გაქვთ CRM სისტემა, შექმენით მარტივი ბაზა, რათა გაიგოთ, რომელი არხიდან მოდიან ყველაზე მაღალხარისხიანი კლიენტები

2 - პირველადი კონტაქტი და შეფასება

როგორც კი პოტენციური კლიენტის ყურადღებას მიიპყრობთ, პირველ საუბარს ორი მიზანი აქვს: დაადგინოთ, რამდენად შეეფერებით ერთმანეთს და აჩვენოთ მათ თქვენი სანდოობა. მათი პრობლემის თქვენეული გადაწყვეტა ჯერ ჯიბეში შეინახეთ – ამ ეტაპის მიზანი მათი პრობლემის საფუძვლიანი გაგებაა.

სამოქმედო ნაბიჯები:

  • მოამზადეთ 5-7 კითხვა კლიენტის გამოწვევების გამოსავლენად.
  • ყურადღებით მოუსმინეთ მათ პრობლემებს.  
  • გაარკვიეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ვადები.
  • საუბრის ადრეულ ეტაპზევე განსაზღვრეთ ბიუჯეტის ჩარჩოები

3 - საჭიროებების შეფასება და კვლევა

ამ ეტაპზე უფრო ღრმად იკვლევთ კლიენტის მიზნებსა და დაბრკოლებებს. თქვენი ამოცანაა სრულად შეიცნოთ მათი სამყარო, სანამ რაიმე რჩევას მისცემდეთ. ეს მოიცავს პრობლემის მოგვარების სარგებლისა და, რაც მთავარია, უმოქმედობის ფასის (COI) გაანგარიშებას პოტენციური მომხმარებლისთვის.

სამოქმედო ნაბიჯები:

  • დეტალურად აღწერეთ მათი არსებული პროცესი ან სიტუაცია.  
  • განსაზღვრეთ, რა დაუჯდებათ მათ პრობლემის მოუგვარებლობა.
  • გაარკვიეთ, კიდევ ვინ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.  
  • დააზუსტეთ, რას მიიჩნევენ ისინი ამ პროექტის "წარმატებად"

4 - გადაწყვეტილების პრეზენტაცია და შეთავაზება

ახლა უკვე წარადგენთ თქვენს რეკომენდაციას იმის საფუძველზე, რაც ისწავლეთ. ეს არ არის უბრალო ფურცელი; ეს არის ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ასახავს კრიტიკულ საკითხებს და მათ მოსაგვარებლად საჭირო აქტივობებს.

სამოქმედო ნაბიჯები:

  • თქვენი შეთავაზების თითოეული ელემენტი დაუკავშირეთ მათ კონკრეტულ საჭიროებას.  
  • კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვით ღირებულებას და აჩვენეთ მკაფიო გზა შედეგამდე.
  • წინასწარ გაეცით პასუხი შესაძლო ეჭვებს/ წინააღმდეგობებს

5 - გარიგების დახურვა და შემდგომი კომუნიკაცია

დასკვნითი ეტაპი გულისხმობს თანხმობის მიღებას და სამუშაო პროცესზე შეუფერხებელ გადასვლას. ეს მოიცავს დარჩენილი საკითხების მოგვარებასა და გაყიდვის შემდგომი იმპულსის შენარჩუნებას.

სამოქმედო ნაბიჯები:

  • საჭირო მომენტში პირდაპირ მოითხოვეთ თანხმობა თანამშრომლობაზე.  
  • უზრუნველყავით მკაფიო კონტრაქტები და სამუშაოს დაწყების (onboarding) პროცესი.  
  • პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმეთ რეგულარული კომუნიკაცია.  
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სთხოვეთ რეკომენდაცია ან შეფასება

თქვენი წარმატება ახლა იწყება.

კონკურენტულ ბაზარზე სტრუქტურირებული გაყიდვების პროცესი კარგა ხანია, აუცილებლობაა. ეს არის განსხვავება გაყიდვების იმედად ყოფნასა და მათ სისტემურ გენერირებას შორის. ყველა წარმატებულ ბიზნესს აქვს განმეორებადი სისტემები ოპერაციების, ფინანსებისა და მარკეტინგისთვის. გაყიდვებიც ასეთივე სტრატეგიულ მიდგომას იმსახურებს.

ამ ყველაფრის დანერგვა სრულ პროცესზე ფოკუსირებას მოითხოვს. თითოეული ეტაპი ეყრდნობა წინას, რაც ქმნის იმპულსს და ბუნებრივად მიჰყავს კლიენტი შესყიდვის გადაწყვეტილებამდე. დიახ, ეს მოითხოვს წინასწარ ძალისხმევას, თუმცა, როგორც კი სისტემა ამუშავდება, თქვენ გექნებათ პროგნოზირებადი გზა პოტენციური კლიენტების რეალურ დამკვეთებად გადასაქცევად.

თქვენმა ექსპერტულმა ცოდნამ აქამდე მოგიყვანათ. მიეცით გაყიდვების სისტემურ მიდგომას საშუალება, კიდევ უფრო შორს წაგიყვანოთ.

Julie Thomas

Entrepreneur Leadership Network® Contributor

President & CEO of ValueSelling Associates

Julie Thomas, CEO of ValueSelling Associates, Inc., also leads Growist™, a ValueSelling sub-brand supporting entrepreneurs and small businesses. Based in Carlsbad, CA, Julie created Growist to help these businesses move beyond traditional sales tactics to achieve transformative revenue results.