Get All Access for $5/mo

ნაცნობობის ძალა - როგორც ჩამოვაყალიბოთ სტრატეგიული ალიანსები ბიზნესის ზრდისთვის

By Nicholas Leighton

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც ანტრეპრენერს, ხშირად გექნებათ შეგრძნება, რომ მთელი სამყაროს წინააღმდეგ მხოლოდ თქვენ ხართ. ეს შეგრძნება უფრო მძაფრია, თუკი სოლოპრენერი ხართ და მცირე ბიზნესს ფლობთ. რეალობა მწარეა - წარმატება იშვიათია იზოლაციაში. ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს ესმით კავშირების მნიშვნელობა და იციან, რამხელა შესაძლებლობებსა და ზრდის პოტენციალს იძლევა მეგობრობა.

თუკი გარშემო პროფესიონალებს, ბიზნესმენებსა და ინდუსტრიაში ლიდერებს შემოიკრებთ, გაგიჩნდებათ უამრავი შემოთავაზება და შესაძლებლობა, მიიღებთ ცოდნას და დაამყარებთ კავშირებს. ჩემი რჩევებია:

1. იფიქრეთ ღირებულებით კავშირებზე

ყველაზე წარმატებული კავშირები მუშაობს, რადგან ყველა მხარე იგებს ერთერთის წარმატებით. ძლიერი, ორმხრივ მოგებაზე ორიენტირებული კავშირის დამყარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნაცვლად იმისა, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე იფიქროთ, დაუკვირდით, რის შეთავაზება შეგიძლიათ სხვებისთვის.

ღირებულება, რასაც სხვებს სთავაზობთ ან ისინი გთავაზობენ, მრავალნაირი შეიძლება იყოს - საერთო წრის გაცნობა, ინდუსტრიის შიდა სამზარეულოზე ინფორმაციის მიწოდება, გამოწვევების გამკლავებაში დახმარება. პარტნიორებთან მსგავსი შეთავაზებებით მიიღებთ ნდობას, კეთილგანწყობას და ეს ყოველთვის თქვენდამი მხარდაჭერაში გადაითარგმნება.

2. იპოვეთ ისეთი პარტნიორები, რომლებიც თქვენს დანაკლისებს ავსებენ

ნაცნობობის ქსელების "აშენებისას" მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რა ტიპის ურთიერთობები მოუტანს თქვენს ბიზნესს ყველაზე დიდ სარგებელს. ხშირ შემთხვევაში, სწორი ადამიანები არიან ისინი, რომლებიც გვთავაზობენ განსხვავებულ, მაგრამ დამატებით მომსახურებას. მაგალითად, საგადასახადო ბუღალტერს შეიძლება სურდეს მეგობრული ურთიერთობის დამყარება უძრავი ქონების ადვოკატთან.

ამ მიდგომას რამდენიმე უპირატესობა აქვს. ერთი, რომ ორივე ინდივიდი სარგებლობს ბიზნესთან დაკავშირებული ფართო ცოდნით. ეს ურთიერთობა ასევე შეიძლება იყოს სხვა ბაზიდან კლიენტების მოზიდვის შესანიშნავი წყარო. ეს მნიშვნელოვანია ბიზნესის ზრდისთვის, რადგან B2B რეფერალებს სტატისტიკურად აქვს 71%-ით მაღალი კონვერტაციის მაჩვენებელი.

3. დააკვირდი, ვის უშვებ შენს ახლო წრეში

ურთიერთობების ჩამოყალიბებას დიდი დრო და მცდელობები სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ, ვის შემოუშვებთ თქვენს სანაცნობო წრეში. კვლევები აჩვენებს, რომ ძალიან რთულია პროფესიული კავშირების შენარჩუნება. თქვენს წრეში ცოტა ადამიანის ყოლით შეგეძლებათ, მეტი დრო დაუთმოთ მათ, ვისაც ნამდვილად ენდობით და ჩამოაყალიბოთ ძლიერი, შინაარსიანი ურთიერთობები.

ასევე, მნიშვნელოვანია არ იყოთ აფილირებულნი ისეთ ბიზნესებთან ან ინდივიდებთან, ვისაც ცუდი რეპუტაცია აქვთ - ამას თქვენს იმიჯზეც ექნება გავლენა. ეს მიდგომა არ ნიშნავს პრეტენზიულობას - უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ თქვენთვის დრო მნიშვნელოვანია და მხოლოდ იმ ურთიერთობებზე ხარჯავთ, რომელიც ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული.

4. კარგად დააკვირდით თქვენივე ინდუსტრიას

იმ ადამიანების პოვნა, ვინც თქვენს სისუსტეებს აბალანსებენ, მნიშვნელოვანია. თუმცა, ზოგიერთი ანტრეპრენერისთვის კონცენტრირება მაინც რთული ხდება. ბუნებრივია, რომ თქვენივე ინდუსტრიიდან ადამიანებთან ახლო ურთიერთობების დამყარება, შეიძლება, ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობდეს. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმ პროფესიონალებთან კომუნიკაცია, ვისაც სრულად ესმით თქვენი საქმე და მსგავსი ინტერესები, საქმიანობა აქვთ. დააკვირდით ასეთ ადამიანებს თქვენივე ინდუსტრიაში. კარგია, თუ მათ ოდნავ განსხვავებული ფოკუსი ექნებათ საქმეში - მაგალითად, განსხვავებული სამიზნე აუდიტორია, ან სხვა გეოგრაფიული არეალი სამუშაოდ.

5. ჩაერთეთ ბიზნესის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში

ბიზნესის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა კიდევ ერთი გზაა ახალი უნარების აღმოსაჩენად და მცირე ბიზნესზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გასაზიარებლად. ეს საბჭოები ანტრეპრენერთათვის და ბიზნესლიდერებისთვის ქმნიან პლატფორმებს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შეშფოთებისა თუ გაწბილების შესახებ ისაუბრონ, უკუკავშირი მიიღონ და რჩევისათვის მიმართონ გამოცდილ პროფესიონალებს. მსგავსი გარემო კარგად მოქმედებს თქვენს უნარებზე, მარტივად გაუმკლავდეთ წინაღობებს და შექმნათ უფრო უსაფრთხო გარემო თქვენივე საქმიანობისთვის.

ეს ყველაფერი კი პასიური პროცესი არ არის. ეს სტრატეგიული გათვლა და ინვესტიციაა თქვენს ბიზნესში. საბოლოო ჯამში თქვენს ბიზნესზე სასიცოცხლოდ მნიშნელოვან გავლენას სწორედ ის იქონიებს, რა დრო და ენერგია ჩადეთ სტრატეგიული ალიანსების ჩამოყალიბებაში.

სწორი სანაცნობო ქსელის ჩამოყალიბება მარტივი არასდროსაა, განსაკუთრებით ანტრეპრენერებისა და მცირე მეწარმეებისთვის. სწორედ ამიტომაც ერთგვარი მენტორის ყოლა ამ მოგზაურობაში ძალიან დაგეხმარებათ. მენტორს შეუძლია დაგეხმაროთ სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, კომპლექსურ საკითხებში ნავიგაციასა და სწორი კავშირების პოვნაში.

Nicholas Leighton

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Best-selling author, speaker & business owner executive coach

Nick Leighton believes that business owners should make more money and have more free time. He does this through his best-selling book "Exactly Where You Want to Be – A Business Owner’s Guide to Passion, Profit and Happiness," speaking and coaching. #ChampagneMoment.
ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა