Get All Access for $5/mo

რა უნდა იფიქროთ საკონფერენციო დარბაზებზე, როდესაც ოფისში დაბრუნდებით როგორც ცნობილია, სამუშაო ადგილზე დაბრუნება უკვე ბევრს სთხოვეს და თუ თქვენი კომპანიაც ოფისში გააგრძელებს მუშაობას, საკონფერენციო დარბაზებთან დაკავშირებული შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინოთ.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

როგორც ცნობილია, სამუშაო ადგილზე დაბრუნება უკვე ბევრს სთხოვეს და თუ თქვენი კომპანიაც ოფისში გააგრძელებს მუშაობას, საკონფერენციო დარბაზებთან დაკავშირებული შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინოთ.

თუ თქვენი კომპანია სამუშაო ადგილს უბრუნდება და ამის გამო ღამით დაძინება გიჭირთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს კიდევ ერთია იმ საკითხთა გრძელ სიაში, რაზეც ახლა ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს. ან კიდევ, ბიზნესის განუწყვეტლივ ცვალებად ტენდენციებს უნდა მისცეთ უფლება, ცოტა მეტად შეიწუხოთ თავი.

ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც დისტანციური მუშაობა ოფისში შრომას ჩაენაცვლა. ორგანიზაციები და გარკვეული პირები დიდად აფასებენ გაზრდილ შრომის ნაყოფიერებას და იმ თავისუფალ დროს, რომელიც თავიანთ გადატვირთულ გრაფიკში მეტად რთულ ვითარებაშიც კი აქვთ. თუმცა, საინტერესოა, მომავალშიც ასე გაგრძელდება? რა მოხდება, როდესაც თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან? როგორ უნდა გაუკეთოთ ორგანიზება შეხვედრებს მშვიდ გარემოში და როგორ უნდა მოარგოთ ნებისმიერის კალენდარს?

როდესაც ყველა სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება, IT ან თუნდაც HR-მენეჯერები საკონფერენციო დარბაზებზე უნდა დაფიქრდნენ. ეს კი, მათ წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც აუცილებლად დასჭირდებათ.

  • თქვენი რამდენი კოლეგა დაბრუნდა სამუშაოდ ოფისში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში?
  • როგორი სახე ექნება შეხვედრებს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და თუნდაც მომავალში?
  • როგორ ატარებთ შეხვედრებს დისტანციურ გარემოში?
  • როგორ ჩართავთ საქმიანობაში ყველა თანამშრომელს, ვინც ოფისშია და ვინც დისტანციურად მუშაობს?
  • რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ შეხვედრები საჭირო გზით წარიმართოს?
  • როგორ ვუბიძგო ჩემს თანამშრომლებს, ოფისში კარგი განწყობით დაბრუნდნენ?
  • როგორ უნდა მიუერთოთ საკონფერენციო დარბაზის აპარატურა ვირტუალური შეხვედრების პროგრამულ უზრუნველყოფას?

ამ სტატიაში ყველა ზემოხსენებულ და სხვა შეკითხვებზეც გაეცნობით პასუხებს.

თანამშრომლები სამსახურებში ბრუნდებიან

JPMorgan Chase-მა, ამერიკის უმსხვილესმა ბანკმა, ნიუ იორკის რაიონის მოვაჭრეებს სამსახურში დაბრუნება მას შემდეგ სთხოვა, რაც მათი შრომის ნაყოფიერება შემცირდა. სავარაუდოდ, ბევრ სხვა კომპანიაშიც ასე იქნებოდა.

LinkedIn-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზოგიერთი თანამშრომელი უკვე დაბრუნდა სამსახურში.

დომინიკ კენტმა (Mio-ს დირექტორი ქონთენთ-მარკეტინგისა და კომუნიკაციების საკითხებში და UC Influencers-ის დამფუძნებელი) გამოკითხვა ჩაატარა თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნების და დისტანციური მუშაობის საკითხებზე გასულ წელს და როგორც აღმოჩნდა, სამსახურს გაცილებით მეტი თანამშრომელი უბრუნდება.

ფაქტია, რომ გასული წლიდან დაწყებული, კომპანიები ოფისებს უბრუნდებიან, და წელს ამ ტენდენციამ უფრო ფართო სახე მიიღო. უნდა ითქვას, რომ ოფისებს გიგანტური ფირმებიც კი უბრუნდებიან − Shopify და Twitter, რომლებიც დისტანციურ რეჟიმზე სწრაფად და ღიად გადავიდნენ.

თავიანთ დისტანციური მუშაობის პოლიტიკას სხვა კომპანიებმაც გადახედეს, როგორებიც არიან Yahoo, IBM, Aetna და Best Buy, და თანამშრომლებს ოფისში დაბრუნება მოსთხოვეს.

Wired-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დევიდ ბიშოპმა (Oktra-ში დიზაინის მიმართულების დირექტორი; ოფისის საუკეთესო დიზაინი და ავეჯი) განაცხადა: "ჩვენმა კლიენტებმა, როგორებიც არიან Gymshark და სხვა მსხვილი კომპანიები − Yahoo, IBM და Deloitte, გააცნობიერეს, რომ პერსონალი ოფისში უფრო პროდუქტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ თანამშრომლებს ოფისებში დაბრუნებას მოსთხოვენ. ისინი უკვე მუშაობენ იმაზე, რომ სამუშაო ადგილი სოლიდურ კორპორაციულ სივრცედ გარდაქმნან".

ზოგიერთი კომპანია აცნობიერებს, რამდენად შეზღუდულია დისტანციური მუშაობა, მაგრამ IT და HR-მენეჯერებისთვის თანამშრომლების ოფისში დაბრუნება ახალ პრობლემას წარმოადგენს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თანამშრომლები სამუშაო ადგილზე დაბრუნებას სხვადასხვა მიზეზის გამო ელიან. ამ მიზეზებს შორისაა დაღლილობა, უშუალო კავშირების ნაკლებობა და სტიმულის არქონაც კი.

ნუ აჩქარდებით, როდესაც თქვენს კომპანიაზე მიდგება ჯერი. თქვენ სრული გარანტია უნდა გქონდეთ იმისა, რომ მომავალი შეხვედრებისთვის სათანადოდ ხართ მომზადებული.

როგორი იქნება მომავალი შეხვედრა?

ჩვენ არ ვიცით, მომავალში შეხვედრები რა სახის იქნება, თუმცა წინასწარ შეგვიძლია განსაზღვრა, რა შეიძლება მოხდეს, და როგორ უნდა გახადოთ ისინი სასიამოვნო და პროდუქტიული თქვენი გუნდისთვის.

მოდი, საფუძვლებით დავიწყოთ. ანუ, არ უნდა მიგაჩნდეთ, რომ როგორც პანდემიამდე იყო, საჭიროა შეხვედრების უმეტესობა ისევ ოფისში ჩატარდეს, რადგან ზოგიერთი შეხვედრის ვირტუალური ფორმით ჩატარება უკეთესი იქნებოდა, მაგალითად, გუნდებისთვის, რომლებიც ერთ შენობაში არიან, მაგრამ სხვადასხვა ადგილას. უნდა ითქვას, რომ მთელი გუნდის პირადად შეხვედრა მაინც ძალიან სასარგებლოა, როგორც მათი შრომის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად (და მეგობრობის სულისაც), ასევე, ზოგადად, გუნდის გასაერთიანებლადაც.

ახალი ტექნოლოგიები

თუ ფიქრობთ, რომ ბევრი ვირტუალური შეხვედრის გამართვა დაგჭირდებათ, სერიოზულად უნდა მოემზადოთ, რადგან ვიდეოკონფერენციისთვის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატურა დაგჭირდებათ. ამ ვითარებაში რაოდენობას ხარისხი უნდა ამჯობინოთ. შეგიძლიათ კამერების, მიკროფონების, კომპიუტერების, კომპიუტერის სადგამების ან სხვა მსგავსის დამატებაზეც იფიქროთ, რაც შესაძლოა თქვენს თანამშრომლებს დასჭირდეთ. ასევე შესაძლოა, ძველი მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება გახდეს აუცილებელი, რაც ახალი აღჭურვილობის შეძენას მოითხოვს, თუ არსებული განახლებული არ არის.

ადამიანები

შესაძლოა სამუშაო ადგილზე ადრინდელივით ბევრი თანამშრომელი არ გყავდეთ, თუმცა შეხვედრები ყველა მონაწილისთვის პროდუქტიული და სასარგებლო იყოს − არ აქვს მნიშვნელობა, ვირტუალური იქნება, პირისპირ თუ ჰიბრიდული. ბოლოსდაბოლოს, შეხვედრების დროს ტექნოლოგიაზე მეტად ადამიანებზე სჯობს ყურადღების გამახვილება. რა თქმა უნდა, ტექნოლოგია თავის როლს შეასრულებს, მაგრამ მიკროფონსა ან სხვა მოწყობილობაზე ბევრად მნიშვნელოვანნი ადამიანები არიან, რომლებიც თქვენს გუნდებს ქმნიან. თუ საკონფერენციო დარბაზები ან თუნდაც ინდივიდუალური შეხვედრების ოთახები ჯერ კიდევ არ გაქვთ სათანადოდ აღჭურვილი, ეს საკითხი უნდა მოაგვაროთ.

როდესაც თქვენს თანამშრომლებზე მიდგება ჯერი, თქვენი, როგორც ლიდერის, მთავარი ამოცანა მათთვის კომფორტული პირობების შექმნა უნდა იყოს. მეტიც − ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა მათ უცნობ გარემოში დაცულად იგრძნონ თავი.

როგორც კი უსაფრთხოებისა და კომფორტის საკითხებს მოაგვარებთ, ერთ განსაკუთრებით რთული საკითხს უნდა მიხედოთ. კერძოდ, აუცილებელია, ყველა თანამშრომელი ბოლომდე იყოს ჩართული საქმიანობაში. თქვენ შეგიძლიათ ამისთვის სასულე ორკესტრიც კი დაიქირაოთ, ან მათ ფილმების სარეკლამო რგოლებიც კი აჩვენოთ. მაგრამ საუკეთესო იქნება, თუ თვით მონაწილეები აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ჩართულობაზე. ჰკითხეთ მათ, რის მიღება სურთ ამ შეხვედრიდან, და შემდეგ დარწმუნდით, რომ სასურველი მიიღეს. შეეცადეთ, თქვენს ელ. წერილებსა და შეტყობინებებში 200 სიტყვაზე არც მეტი იყოს და არც ნაკლები.

თანამშრომელთა გამოხმაურებები

როდესაც კომპანია დისტანციური გარემოდან ოფისში მუშაობაზე გადადის, თანამშრომელთა გამოხმაურებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ქვემოთ რამდენიმე მიზეზს გაეცნობით, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თანამშრომელთა გამოხმაურებების შეგროვება და გათვალისწინება.

ცვალებად მოთხოვნებზე მორგება

თანამშრომლები ოფისებს უბრუნდებიან და მათი გამოხმაურებები სასარგებლო ინფორმაციას იძლევა მათი ცვალებადი მოთხოვნებისა და მოლოდინის შესახებ. რაც შეეხება სამუშაო ადგილის დიზაინს, უსაფრთხოების პროცედურებს, გრაფიკსა და გუნდურ მუშაობას, თანამშრომლებს შესაძლოა ჰქონდეთ განსაკუთრებული მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაღაც სხვას მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად. კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლების მოთხოვნების შესაბამისად შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა და პროცედურები, აქტიურად შეისწავლონ და მოუსმინონ მათ მოსაზრებებს, რაც ახალ რეჟიმზე უმტკივნეულოდ გადასვლას უფრო გაამარტივებს. ამასთან, თანამშრომლებიც ბევრად კმაყოფილები დარჩებიან.

თანამშრომელთა ნდობაც იზრდება და ჩართულობაც, როდესაც მათ გადაწყვეტილების მიღებისას უკუკავშირის მექანიზმების მეშვეობით ხმის უფლება ეძლევათ. თანამშრომლები უფრო მეტად ზრუნავენ გარდამავალ პერიოდში წარმატების მიღწევაზე, როდესაც მიაჩნიათ, რომ მათ იდეებს აფასებენ და ითვალისწინებენ. გამოხმაურებების აქტიური მოძიებით იქმნება გარემო, სადაც თანამშრომლობის სული სუფევს და სადაც თითოეული გრძნობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იღებს მონაწილეობას. ასეთი მიდგომა ნდობას და მხარდაჭერას ზრდის ცვლილებების მიმართ.

პრობლემები და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობები

თანამშრომლების გამოხმაურებები იმ პრობლემებისა და სფეროების გამოსავლენად გამოიყენება, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია გარდამავალ პერიოდში. სამუშაოზე დაბრუნებამ შეიძლება შეფერხებები შექმნას, პრობლემები გამოიწვიოს ურთიერთობებში და ა.შ. თანამშრომლებს კი, შეუძლიათ ამ პრობლემებს ნათელი მოჰფინონ. კომპანიებს პრობლემების მოგვარებაც შეუძლიათ მიღებული ინფორმაციის დახმარებით, საჭირო ცვლილებების განხორციელებაც და პროცესების სრულყოფაც, რაც საბოლოოდ სამუშაო გარემოსაც გააუმჯობესებს და შრომის ნაყოფიერებასაც გაზრდის.

კეთილდღეობა და დახმარება:

გამოხმაურებები მთელ პერსონალს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი კეთილდღეობის თაობაზე გამოთქვან მოსაზრებები და საჭირო დახმარებაც ითხოვონ. როდესაც თანამშრომლები მუშაობას განაახლებენ, შესაძლოა მათ გარკვეული ცვლილებები მოითხოვონ, მაგალითად, სამსახურში სიარულისას, მოვალეობების შესრულებისას სამსახურს მიღმა ან კიდევ, უფრო აქტიურ სოციალურ ურთიერთობებზე მოსარგებად. კომპანიებმა უნდა დანერგონ პოლიტიკა, რომელიც თანამშრომელთა კეთილდღეობას გააუმჯობესებს და ახალ რეჟიმზე შეუფერხებელ, წარმატებულ გადასვლას უზრუნველყოფს. ამას კი, ყველაზე უკეთ თანამშრომლებისგან ინფორმაციის მოთხოვნისა და მისი შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით მოახერხებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი