ტოქსიკური თანამშრომლების 5 ტიპი და როგორ გავუმკლავდეთ მათ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტოქსიკური თანამშრომლები დესტრუქციულები არიან, ისინი ხშირად გიფანტავენ ყურადღებას და გღლიან. გარშემომყოფებს ართმევენ ენერგიას, ზიანს აყენებენ თანამშრომლების მორალს, შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობას.
მაშინ, როდესაც საქმე დესტრუქციულ თანამშრომლებს ეხება, თქვენ, როგორც ხელმძღვანელს, გაქვთ ორი არჩევანი − გაათავისუფლოთ ისინი სამსახურიდან ან შეიმუშაოთ გეგმა მათი უკეთესობისკენ შესაცვლელად. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცუდად მუშაობენ აღნიშნული თანამშრომლები და რამხელაა ზიანი, რაც უკვე კომპანიას მოუტანეს. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, თუ რამდენად არიან ისინი მზად შეიცვალონ უკეთესობისკენ.
თუ თქვენ დესტრუქციული თანამშრომლების გამოსწორებაზე ფიქრობთ, მაშინ საკომუნიკაციო კომპანია GetVoIP-ის ინფოგრაფიკიდან მომზადებული მასალა ამაში დაგეხმარებათ. და აი, ისიც, ტოქსიკური თანამშრომლის ხუთი ტიპი და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ.
The Hot mess
არაკომპეტენტური, არასტაბილური და არასანდო. შეუძლია მთელი გუნდის პროდუქტიულობა და ენერგია შთანთქას. მართალია, არავის მოსწონს, როდესაც ვინმეს გასაჭირში ხედავს, თუმცა მუდმივად სხვებისთვის დახმარების თხოვნამ და შეცდომების გამოსწორების მიზნით სხვა ადამიანებზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს პროექტების შეფერხებას და ფართო იმედგაცრუება მოიტანოს. მათ არ იციან როგორ გააკეთონ თავიანთი საქმე ან არ შეუძლიათ ეს. თუ რაიმე არ გამოსდით, სხვებსაც თან იყოლებენ.
The Hot mess-ის ცუდი თვისებები:
- დასწავლილი უმწეობა;
- არაორგანიზებულობა;
- საიმედოობის ნაკლებობა;
- პასიურობა;
- წინააღმდეგობა ცვლილებებისადმი.
The Hot mess-ის ანტიდოტები:
- შესთავაზეთ დამატებითი ტრენინგები;
- განვითარების გეგმების დანერგვა;
- უზრუნველყავით მხარდაჭერა;
- ხელი შეუწყვეთ ცნობიერების ამაღლებას ხშირი შემოწმებით;
- წაახალისეთ ADHD-სკრინინგი და მასთან დაკავშირებული საკითხები.
The Slacker
სამუშაოს თავიდან აცილების გზების ძიება მათი სრულგანაკვეთიანი სამსახურია. The Hot mess-ის მსგავსად, ისინი სხვის დროს, ენერგიასა და ენთუზიაზმს შთანთქავენ. არ აინტერესებთ რას ფიქრობენ მათზე გუნდის სხვა წევრები ან მათი მენეჯერები. თუ მათ საქმისგან თავის დაღწევა შეუძლიათ, ამას აუცილებლად გააკეთებენ.
The Slacker-ის ცუდი თვისებები:
- დაბალი მოტივაცია;
- ვადების უგულებელყოფა;
- ცუდი დროის მენეჯმენტი;
- დროის კარგვა ონლაინსივრცეში;
- სამუშაოს გაცდენები.
The Slacker-ის ანტიდოტი:
- ფარული წყენის გამოვლენა;
- უზრუნველყავით ნათელი მოლოდინი;
- პასუხისმგებლობის მოთხოვნა;
- დაუგეგმავი ვიზიტებისა და მიმოხილვების დაწესება;
- აღიარეთ და დააჯილდოვეთ მათი ძალისხმევა.
The Martyr
შესაძლოა, Slacker-ის საპირისპირო თანამშრომელი ნებისმიერი დამსაქმებლისთვის ოცნება იყოს, თუმცა, თანამშრომელმა, რომელიც დაჟინებით მოითხოვს, ყველაფერი თავად გააკეთოს, შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ამ ტიპის ადამიანებმა ყველას უნდა აცნობონ თუ რა საქმისთვის სწირავენ თავს. შესაძლოა, ჰქონდეთ კონტროლის პრობლემები, ბევრს მუშაობდნენ საკუთარი თავის დასამტკიცებლად. ხშირად ისინი არღვევენ გუნდურობას, ხელს უწყობენ არეულობას და იმყოფებიან "გადაწვის" რისკის წინაშე.
The Martyr-ის ცუდი ჩვევები:
- არ იცის საკუთარი ლიმიტი;
- ხშირად უჩივის არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას;
- მოდის სამსახურში, ავადდება და აინფიცირებს ყველას;
- ზიანს აყენებს გუნდის წევრების თავდაჯერებულობას;
- მიდრეკილია "გადაწვისკენ".
The Martyr-ის ანტიდოტი:
- დელეგირების აღსრულება;
- ხელი შეუწყვეთ თანამშრომლობით და არაკონკურენტულ სამუშაო გარემოს;
- წაახალისეთ ანაზღაურებადი დასვენების დრო;
- სტრესის მართვის ღონისძიებების დანერგვა;
- გუნდური მუშაობის წახალისება.
The socialite
მხიარული, გართობის მოყვარული და ყველას საუკეთესო მეგობარი. Socialite-ს საკუთარი საქმისადმი ისეთი მიდგომა აქვს, თითქოს ეს მისი პირადი წვეულება ან სცენა იყოს. ნებისმიერ ადგილას ჭორები და ჩათი პირველი პრიორიტეტია. მაშინ, როდესაც გართობასა და მეგობრობას სამუშაო სივრცეში თავისი ადგილი აქვს, socialite უმეტესწილად საუბრითა და გაუთავებელი ყავის შესვენებებით არის დაკავებული.
The socialite-ის ცუდი ჩვევები:
- ხმაურიანი და ყურადღების გამფანტავია;
- კონცენტრაციის ნაკლებობა;
- ჩამოუყალიბებელი მიდგომა სამუშაოსადმი;
- არაპროფესიული ზემოქმედება;
- საოფისე დრამების გულშემატკივარი.
The socialite-ის ანტიდოტი:
- უზრუნველყავით რეგულარული გადამისამართება;
- განსაზღვრეთ პერსონალის სოციალური დრო და საქმიანობა;
- მკაფიო იყოს ყველაფერი სათანადო ქცევის შესახებ;
The sociopath
მოსახლეობის დაახლოებით 4% აკმაყოფილებს სოციოპათის კლინიკურ განმარტებას, მაგრამ დიაგნოზის გარეშეც კი სოციოპათიური ტენდენციების მქონე თანამშრომელს შეუძლია დესტრუქციული და არასასიამოვნო კვალი დატოვოს, სადაც არ უნდა წავიდეს იგი. ისინი წამლავენ ატმოსფეროს და ქმნიან მტრულ გარემოს ყველა დანარჩენისთვის. ერთ დესტრუქციულ თანამშრომელს შეუძლია ზიანი მიაყენოს მთელი გუნდის მორალს, თანმიმდევრულობასა და ეფექტიანობას. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ სერიოზულად დააზიანონ კომპანიის რეპუტაცია და პრაქტიკული შედეგი.
The sociopath-ის ცუდი ჩვევები:
- ბულინგი;
- პროტოკოლის უგულებელყოფა;
- ავტორიტეტებთან დაკავშირებული საკითხები;
- ინტერპერსონალური პრობლემები;
- მანიპულირება და დივერსია;
The sociopath-ის ანტიდოტი:
- უზრუნველყავით უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო;
- სერიოზულად მოეკიდეთ თანამშრომლების საჩივრებს;
- გაატარეთ მკაცრი ანტიბულინგური პოლიტიკა;
- ენდეთ თქვენს ინსტინქტებს;
- ფრთხილად დააფიქსირეთ უარყოფითი ქცევა.
ნებისმიერი სახის ტოქსიკური თანამშრომლის გამოვლენა და მასთან გამკლავება სიფრთხილეს მოითხოვს. მკაფიო პოლიტიკა და ცნობარი თანამშრომლებისთვის საუკეთესო საშუალებაა თქვენი ბიზნესის დასაცავად, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ მკაფიო პროტოკოლი საკითხების გადასაჭრელად და გუნდიდან დესტრუქციული თანამშრომლები აირიდოთ. კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, არის სანდო ატმოსფეროს ხელშეწყობა, სადაც ყველა თანამშრომელი თავს დაცულად გრძნობს, მოდის ხელმძღვანელობასთან ან HR-თან შეშფოთებით, რადგან იცის, რომ მათ მოუსმენენ.