Binance-მა ქართველი მომხმარებლისთვის კრიპტოვალუტის საბანკო ბარათებით ყიდვის შესაძლებლობა დაამატა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიოში წამყვანი ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერი Binance, ქართველი მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტის შეძენის ახალ შესაძლებლობას ამატებს. ამიერიდან, მომხმარებლებს უკვე ლარში (Gel) შეეძლებათ კრიპტოვალუტის შეძენა პირდაპირ Binance-ის ბირჟაზე Visa და Mastercard საკრედიტო და სადებეტო ბარათებით.
საქართველოდან მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ისეთი კრიპტოვალუტები, როგორებიცაა: Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), BNB (BNB), Avalanche (AVAX), Ripple (XRP), Near Protocol (NEAR), The Sandbox (SAND), TRON (TRX), BUSD (BUSD), Tether (USDT) და სხვა.
"მომხმარებლები და მათზე ზრუნვა ყოველთვის პრიორიტეტული იყო Binance-ისთვის. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ყველა მომხმარებლის გამოხმაურებას და მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, ახალი ფუნქცია საგრძნობლად გაამარტივებს კრიპტოვალუტების საბანკო ბარათების გამოყენებით შეძენის პროცესს და ასევე დადებითად იმოქმედებს კრიპტოვალუტების მიღების დინამიკაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით", – განაცხადა Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა ვლადიმერ სმერკისმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში, Binance-მა გამართა პირველი Community Meetup საქართველოში. ღონისძიებას 800-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში მოსახლეობის ჩართულობის დონით საქართველო ახლა წამყვან პოზიციას იკავებს.
ასევე აღინიშნა ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებაში და ხელისუფლების თანამედროვე და პროგრესული მიდგომები კრიპტოინდუსტრიის რეგულირების მიმართ.
ცნობისათვის, Binance მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერი გახლავთ ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრით, მათ შორის ყველაზე დიდი ციფრული აქტივების გაცვლის მოცულობით. Binance მილიონობით ადამიანის ნდობით სარგებლობს მსოფლიოს გარშემო. პლატფორმა შექმნილია მომხმარებლებისთვის ფინანსური თავისუფლების გასაძლიერებლად და მათ სთავაზობს კრიპტოვალუტის პროდუქტებისა და შეთავაზებების შეუდარებელ პორტფელს, მათ შორის ვაჭრობასა და ფინანსებს, განათლებას, მონაცემებსა და კვლევებს, ფილანთროპიას, ინვესტიციებსა და ინკუბაციას, დეცენტრალიზაციას და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.binance.com