Get All Access for $5/mo

BTU-ს AI ჰაკათონის მონაწილეებისთვის MIT მასტერკლასს გამართავს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქვეყნის ყველაზე მასშტაბური და მაღალტექნოლოგიური - AI MARATHON-ის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი კიბერუსაფრთხოებაში დაანონსდა. ჰაკათონში მონაწილეობა ნებისმიერი აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს შეუძლია.

AI ჰაკათონი ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია Webiz ∙ ვებიზ, ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Exadel Georgia-თან პარტნიორობით.

ჰაკათონის საპრიზო ფონდი: 15 000₾

25 ივნისს, დემო დღეზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

I ადგილი – 7000 ლარი;
II ადგილი – 5000 ლარი;
III ადგილი – 3000 ლარი

რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://forms.gle/NbiH5PNtXNFbzLJg9

მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს აერთიანებს და მასში ათასობით კონკურსანტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას. მარათონის ფარგლებში ამ დროისთვის საპრიზო ფონდი 40,000₾-ზე მეტია. Რომელიც მუდმივად იზრდება.

სპეციალურად ჰაკათონის მონაწილეთათვის, მასაჩუსეტსის ტექოლოგიის ინსტიტუტის - MIT Sloan School of Management-ის ლექტორი და სერიული ანტრეპრენერი ჯორჯ უაიტფილდი, ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: The Impact of Generative AI on Business And The Future Of Innovation - How AI is impacting cybersecurity.

სხვადასხვა სარეიტინგო სისტემების მიხედვით, 12 წელზე მეტია, რაც MIT მსოფლიოს უნივერსიტეტეტების სიაში პირველ ადგილს იკავებს და ღირსეულად ინარჩუნებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის სტატუსს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რეგიონში პირველი უნივერსიტეტია, ვინც MIT - Martin Trust Center-ის წევრი გახდა. ამ მასშტაბის საერთაშორისო ქსელის წევრობა და მასტერკლასები, რომელიც სპეციალურად BTU-ს ბენეფიციარებისთვის ხორციელდება, საქართველოს სამეწარმეო და ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს აჩენს.

მსოფლიოს უმაღლეს ლიგაში მყოფი ინსტიტუტის, MIT-ის სპიკერი - ჯორჯ უაიტფილდი, ჰაკათონის მონაწილეებისთვის მასტერკლასს 2024 წლის ივნისში, ონლაინ ფორმატში გამართავს. შეხვედრის დროს, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, პირადად გაეცნონ მოწვეულ სპიკერს და მიიღონ უახლესი ინფორმაცია თანამედროვე ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ MIT-ის გუნდის წევრისგან. აღსანიშნავია, რომ MIT - Martin Trust Center სწორედ ის ინსტიტუციაა, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებისა და მოთხოვნების შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას ქმნის. აღნიშნული ცენტრის წევრებს 30,000-ზე მეტი კომპანია აქვთ დაარსებული, რომელთა შემოსავალიც ერთობლივად 2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტს აღწევს.

ჯორჯ უაიტფილდი MIT-ის სამი აკადემიური ხარისხის მქონე, სერიული ანტრეპრენერია, რომელიც ფოკუსირებულია ელექტრონულ კომერციაზე, ფინანსურ ტექნოლოგიებზე, რობოტიკაზე, განახლებად ენერგიასა და ნანოტექნოლოგიებზე. ის გახლავთ კომპანია FindOurView-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. FindOurView აანალიზებს მომხმარებელთა შეფასებებსა და უკუკავშირს, რის შედეგადაც, კომპანიებს საკუთარი პროდუქტის კვლევაში ეხმარება. განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, მას მიღებული აქვს ჯონ ვულფის სახელობის ჯილდო. როგორც MIT Martin Trust Center-ის გუნდის წევრი, ჯორჯ უაიტფილდი აქტიურად მუშაობს მომავალ თაობებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვისა და ინოვაციებზე ორიენტირებული მეწარმეობის, ინჟინერიისა და სტუდენტური ცხოვრების განვითარებისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი