Get All Access for $5/mo

კიბერუსაფრთხოება ენერგეტიკის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, როგორც ყველა სხვა საქმიანობის სფეროში, ასევე ენერგო სექტორშიც აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში უკვე წარმოუდგენელია ორგანიზაციების არსებობა და ოპერირება ციფრული ტექნოლოგიების გარეშე − ხორციელდება პროცესების ავტომატიზაცია და IT/OT (საინფორმაციო და საოპერაციო) სისტემების ენერგოინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია (SCADA/DCS), რაც ზრდის ორგანიზაციების შესაძლებლობებსა და საოპერაციო ეფექტურობას. თუმცა, ბევრ დადებით ფაქტორთან და კომფორტთან ერთად, ციფრულ ტრანსფორმაციას აქვს თანდაყოლილი რისკი − კიბერსაფრთხე. კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ კრიტიკულ და აუცილებელ მდგენელს. მისი არასათანადოდ უზრუნველყოფა კი შეიძლება ორგანიზაციისთვის სავალალოდ დასრულდეს. მაგალითისთვის, კვლევითი კომპანია Gartner-ის მიხედვით, 2025 წლისთვის საოპერაციო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევის შედეგად შესაძლებელი იქნება საფრთხე დაემუქროს ადამიანების სიცოცხლეს. ასევე, არსებობს უკრაინის გამოცდილება გასულ წლებში, როდესაც ენერგოსექტორზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ გამოიწვია ე.წ. Blackout – კრიტიკული ენერგოორგანიზაციების დესტრუქცია და სისტემის ფართომასშტაბიანი ჩაქრობა.

დღეს ქართულ ენერგოსექტორს აქვს გამოწვევები, რომელთა გადაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. უნდა აღინიშნოს მავნე აქტორების ფაქტორიც კიბერსივრცეში, რომელიც ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებისა და რისკებისათვის, რომლის მაგალითიც არაერთხელ ვიხილეთ გასულ წლებში.

Entrepreneur აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, USAID ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელ გირშელ ჭოხონელიძეს ესაუბრა:

"როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად ენერგოსექტორი წარმოადგენს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი გამართული ფუნქციონირება, როგორც სხვა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. მიმდინარე მდგომარეობით, ენერგოსექტორში შემავალი ორგანიზაციები არ არის იდენტიფიცირებული, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები, რის შედეგადაც აღნიშნული ორგანიზაციებისთვის არ არის განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნები ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნაკლებად ხდება ინფორმაციის მიმოცვლა კიბერინციდენტებთან დაკავშირებით, არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკების კუთხით. ყოველივე ეს კი მოწყვლადს ხდის ენერგოსექტორს კიბერსაფრთხეების მიმართ", − აცხადებს გირშელ ჭოხონელიძე.

გამოწვევებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) სწორედ საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამით უპასუხა:

"აღნიშნული პროგრამა ერთი მხრივ, ეხმარება სახელმწიფო და კერძო სექტორში შემავალ ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მზადყოფნის გაუმჯობესებაში, რაც გულისხმობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელი ორგანიზაციების IT და OT-ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფას და თანამედროვე სტანდარტის დანერგვას. მეორე მხრივ კი, საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოს მთავრობას და მარეგულირებელ ორგანიზაციებს ეხმარება (მაგ.: სემეკი, ციფრული მმართველობის სააგენტო), შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ენერგოსექტორის რეგულირებისთვის, რომლის მიზანია უპასუხოს კიბერრისკებსა და გამოწვევებს. აღნიშნული აქტივობა გულისხმობს, კიბერუსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, განისაზღვროს მინიმალური მოთხოვნები და ე.წ. ჩარჩო (ე.წ. Framework) სექტორში შემავალი ორგანიზაციებისთვის მოხდეს ინფორმაციის მიმოცვლა საჯარო და კერძო სექტორს შორის, განისაზღვროს კიბერინციდენტებზე რეაგირების პროცედურები, როლები და პასუხისმგებლობები", − განმარტავს გირშელ ჭოხონელიძე.

ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელი და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისი იქნება. ენერგეტიკის სფერო პირდაპირ არის დაკავშირებული საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებთან. ხშირ შემთხვევაში, ენერგეტიკის სექტორზე კიბერთავდასხმა საფრთხეს უქმნის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებსა და საზოგადოებრივი, ყოველდღიური საქმიანობის შეუფერხებლად ფუნქციონირებას. გამომდინარე აქედან, ენერგეტიკის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და სექტორში სათანადო პრაქტიკის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი