Get All Access for $5/mo

მდგრადობა, როგორც ბიზნესების ახალი დღის წესრიგი - როგორ შევქმნათ უკეთესი მომავალი

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო წლების განმავლობაში სოციალურმა, ეკონომიკურმა და ჯანდაცვის გამოწვევებმა სრულად შეცვალეს გლობალური დღის წესრიგი. თუმცა, კლიმატური ცვლილება კვლავ გამოწვევათა სათავეში დგას.

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 83% მიიჩნევს, რომ ჩვენ კლიმატური კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ამის მიზეზი კი გარემოს დაბინძურებაა, განსაკუთრებით დიდ პრობლემას კი პლასტმასის შემცველი ნარჩენები წარმოადგენენ. თუმცა, ამ სიის სათავეში ადგილს კიდევ ერთი პროდუქტი - სიგარეტის ფილტრიც იკავებს.

"ჩვენ ვიცით, რომ გარემოს დაბინძურების სათავეში პლასტმასის ნარჩენები, შეფუთვები და სიგარეტის ფილტრები დგას. ეს ცვლილებას საჭიროებს. ცვლილებას, რომელთან ერთადაც მოდის შესაძლებლობა. შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარ თავზე აიღო ლიდერის პოზიციები და თავად წარმართო უკეთესი მომავლის მიღწევისკენ მიმართული პროცესები", - აღნიშნა პიპა ბეილიმ (Pippa Bailey), კომპანია Ipsos-ის კლიმატური ცვლილებისა და მდგრადობის დეპარტამენტის უფროსმა.

შესაძლებლობებზე საუბრისას პიპა ბეილი აღნიშნავს, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ არასტანდარტული აზროვნებითა და ტექნოლოგიური ინოვაციების იმპლემეტანციით არის შესაძლებელი.

"შესაძლებლობები არსებობს. თუმცა, ამ შესაძლებლობების გამოყენებისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ მომხმარებლის როგორც სურვილები, ასევე მათი საჭიროებები და პრობლემის გადაჭრის გზა სწორედ მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მივმართოთ", - აღნიშნავს პიპა ბეილი.

მაშინ, როდესაც სიგარეტის ნარჩენი არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ცდილობენ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და შექმნან შემცირებული ზიანის მქონე მოწყობილობები, რომლებიც შეამცირებენ მომხმარებლის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.

თუმცა, შესაძლებლობების გამოყენება მხოლოდ მთავრობებისა და კომპანიების ჩართულობით არის შესაძლებელი. ამ პროცესში მთავარ პრობლემას კი ნდობის ნაკლებობა წარმოადგენს.

"იმისათვის, რომ შევძლოთ პროგრესის დაჩქარება, თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა საკუთარი ძალისხმევა სამი მიმართულებით უნდა მიმართონ: გამჭირვალობა, ნდობა და ინდუსტრიის ტრანსფორმაციის დაჩქარება", - აღნიშნავს ქეით რებერნაკი, FrameworkESG - ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე განმარტებით, გამჭირვალობა და ნდობის ჩამოყალიბება ურთიერთდამოკიდებული ცნებებია, რომლებიც საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობას მოითხოვს. ხოლო ინდუსტრიის ტრანსფორმაციის დაჩქარება - მომხმარებლის ქცევის ცვლილებას. ცვლილების განხორციელება კი მხოლოდ პროცესში უშუალო მონაწილეობით არის შესაძლებელი.

"ისეთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, როგორებიც არის: გლობალური დათბობა, ენერგიის მიღების წყაროების ჩანაცვლება, ადამიანის უფლებების დაცვა, მთავრობებისა და მულტილატერალური ორგანიზაციების ჩართულობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუმცა, თამბაქოს ინდუსტრიასთან მიმართებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია" , - აღნიშნავს ქეით რებერნაკი.

გამოწვევების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ არსებული უნდობლობაა. ეს უნდობლობა კი უსაფუძვლო სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისტორიის განმავლობაში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები მწეველს უმალავდა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციას.

თუმცა, დღეს ინდუსტრიაში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. ისევე, როგორც ნავთობისა და გაზის კომპანიები აცნობიერებენ, რომ ნელ-ნელა ტრადიციული საწვავი განახლებადი ენერგიის წყაროთი ჩანაცვლდება და ამისათვის ისინი ტრანსფორმაციას საჭიროებენ, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დაიწყეს მუშაობა, რათა შექმნან შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობები, რომლებიც უკეთესი მომავლის შექმნას შეუწყობენ ხელს.

"დღეს, თამბაქოს პროდუქტთან დაკავშირებით დღის წესრიგში მთავარი საკითხი - "ზიანის შემცირება მაღალი რისკის წინააღმდეგ" დგას. ეს არის თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების არჩევანი, გვერდზე გადადონ საკუთარი პირადი ინტერესები და საკუთარი ძალისხმევა გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობისკენ მიმართონ", - აღნიშნავს ერიკ ბლუმკვისტი, თამბაქოსა და ნიკოტინის გლობალური ინვესტირების კონსულტანტი.

მისივე განცხადებით, რიგი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები, შემცირებული რისკის პორტფოლიოს შესაქმნელად, ყოველწლიურად ერთ მილიარდ ფუნტს კარგავენ. თუმცა, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს.

"მიუხედავად ამისა, თამბაქოს კომპანიები აწყდებიან ისეთ სირთულეებს, როგორებიც არის უკვამლო პროდუქტებზე დაწესებული მაღალი გადასახადები, სკეპტიციზმი სხვადასხვა ჯანდაცვისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, უნდობლობა…"- ამბობს ერიკ ბლუმკვისტი.

ზიანის შემცირების პროცესში კი მთავარი მნიშვნელობა არა საზოგადოებაში გავრცელებულ უნდობლობასა და ცრურწმენებს, არამედ იმ შესაძლებლობას უნდა მივანიჭოთ, რომელიც 1 მილიარდ მწეველს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს გარემოსთვის, მისი და მისი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს