Get All Access for $5/mo

რატომ თიშავს Facebook სახის ამოცნობის სისტემას? ეს პროცესი მომდევნო კვირების განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Facebook-ის ქოლგა კომპანიამ - Meta, რომლის წარდგენაც სულ ახლახან შედგა და ასევე, მისმა მრავალრიცხოვანმა შვილობილმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ სახის ამოცნობის სისტემას ეტაპობრივად გააუქმებენ.მომხმარებლებს ამიერიდან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ და ვინც არ ისურვებს, ფოტოებზე და ვიდეოებზე მისი სახის ავტომატურად ამოცნობას, ამ ფუნქციაზე უარის თქმას შეძლებს, ხოლო პლატფორმა სახის ამოცნობის მილიარდზე მეტ შაბლონს წაშლის.

ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერომ პესენტიმ გააკეთა, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ხელოვნური ინტელექტის საკითხებში. მისი განცხადების თანახმად, მომხმარებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ავტომატურად მიიღონ შეტყობინება, როდესაც სხვების გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში გამოჩნდებიან, ან რეკომენდაციები მიიღონ იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა "დათაგონ" ფოტოებზე. ეს ცვლილება ავტომატურ ალტერნატიულ ტექსტზეც (AAT) მოახდენს გავლენას, რომელიც სურათებს აღწერს მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის. AAT უწინდებურად ამოიცნობს რამდენი ადამიანია ფოტოზე, მაგრამ მათ იდენტიფიცირებას აღარ მოახდენს.

მიუხედავად ამისა, სახის ამოცნობის ტექნოლოგია კვლავ იქნება გამოყენებული პირადი მიზნებისათვის და ამის არაერთი მიზეზი არსებობს. "წინ თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ მომავალში სახის ამოცნობის ტექნოლოგია კვლავ იარსებებს და თან მძლავრ ინსტრუმენტ სახით. მას მაგალითად, ს ადამიანები გამოიყენებენ, რომლებსაც საკუთარი ვინაობის დადასტურება სჭირდებათ. გარდა ამისა, მისი დახმარებით სხვა პიროვნებად თავის გასაღებისა და თაღლითობის პრევენცია იქნება შესაძლებელი",– წერს პესენტი, – "ჩვენი აზრით, სახის ამოცნობ ტექნოლოგიას კონფიდენციალობის, გამჭვირვალობისა და კონტროლის პირობებში სწორედ ამ ტიპის პროდუქტებ დახმარება შეუძლია. ამიტომ, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტ, საერთოდ გამოიყენებთ თუ არა ამ ფუნქციას და როგორ გამოიყენებთ მას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტექნოლოგიებზე მუშაობას და მასში გარე ექსპერტებსაც ჩავრთავთ".

ხსენებული პოსტის მიხედვით, ეს ცვლილება იმას ნიშნავს, რომ "მთელი კომპანი პიროვნების ამ ტიპის ფართო იდენტიფიკაციიან ავტორიზაციის უფრო ვიწრო ფორმებზე გადადის". პესენტიმ დაწერა, რომ სახის ამოცნობის შესაძლებლობის შეზღუდვა სწორი ნაბიჯი იყო. რადგან საზოგადოებაში ჯერ კიდევ გაურკვევლობაა იმის გამო, რომ ამ სფეროში მკაცრი რეგულაციები არ არსებობს და კონფიდენციალობის საკითხებშიც პრობლემებია.

ეს განცხადება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გაკეთდა, რაც Facebook-ის მამხილებელმა ფრენსის ჰაუგენმა Wall Street Journal-სა და კონგრესში კომპანიის შიდა დოკუმენტები წარადგინა, რომლებიც ავლენს, რომ პლატფორმამ იცოდა, თუ რა საზიანო შედეგები მოჰქონდა მას. Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა მოგვიანებით გააკეთა საკმაოდ მკვეთრი კომენტარი, რომ "ღრმად ალოგიკურია ბრალდება, თითქოს კომპანია მოგების გამო, განზრახ უკეთებს პოპულარიზაციას ინფორმაციას, რომელიც ადამიანებს აბრაზებს"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი