Join our Waitlist for Expert Advice!

საბაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა დაემატა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა დაემატა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა მსოფლიო მასშტაბით. ადამიანური რესურსების მართვა გულისხმობს ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად თანამშრომელთა ძალისხმევის კოორდინაციასა და წარმართვას.

ვინ ქმნის და რითი გამოირჩევა საბაუნის ადამიანური რესურსების სამაგისტრო პროგრამა, ვის შეუძლია ჩაბარება და რა პირობებს სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს - ამ კითხვებზე ანტრეპრენერი ესაუბრა პროგრამის ხელმძღვანელს, ნათია ჭელიძეს.

- საბაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა რითი გამოირჩევა სხვა უნივერსიტეტის პროგრამებისგან?

საბაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაში თანაბრადაა წარმოდგენილი კვლევითი, სამეცნიერო და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობები. პროგრამაში გამოყენებულია პრაქტიკის კომპონენტის რეალიზაციის ორი მოდელი, კერძოდ, ერთ შემთხვევაში პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსებში ჩაშენებულია პრაქტიკის კომპონენტი - კურსის თემატიკა და შეფასების მეთოდები ფოკუსირებულია სწორედ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. აგრეთვე, ცალკეული სასწავლო კურსის ფარგლებში მოცემულია ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების შესრულება და პრაქტიკული შეთხვევების ანალიზი. მეორე მხრივ კი, პრაქტიკული კლინიკა და სამაგისტრო პროექტი უზრუნველყოფს სტუდენტებში სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად საჭირო უნარების ჩამოყალიბებას და რეალურ სამუშაო სივრცეში გამომუშავებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ასპექტების შერწყმას, რაც გულისხმობს სიტუაციაზე დაკვირვების, პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და კომპლექსური შეფასების, რელევანტური ინფორმაციის შეკრების, განზოგადებული ანალიზისა და მეცნიერული მეთოდებით, აგრეთვე პრობლემაზე დაფუძნებული ცოდნით მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებს.

ვის შეუძლია აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება?

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფოს მიერ დადასტურებულ შესაბამის დოკუმენტს (დიპლომს) შემდეგ დარგებში: ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია და სხვა სოციალური მეცნიერებები და/ან გააჩნია სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.


ვინ ქმნის საბაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამას?
პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის გარკვეული ნაწილი პროგრამაში ჩართულია პრაქტიკული გამოცდილების ნიშნით, რადგანაც ისინი იკავებენ სხვადასხვა პოზიციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სახელმწიფო თუ კერძო სექტორის კომპანიებში. სწორედ ამიტომ ცალკეული სასწავლო კურსის განხორციელება კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით ხორციელდება როგორც პრაქტიკოსი, ისე აკადემიური გამოცდილების მქონე ლექტორების მიერ. სწორედ ეს არის აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა.

რომელ სასწავლო კურსებს გამოარჩევდით?
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიქმნა, შესაბამისად, ყველა იმ სასწავლო კურსს მოიცავს, რომელიც მეტად აქტუალურია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში:

  • ციფრული HR და HR ინოვაცია;
  • ცვალებადი ორგანიზაციული ქცევის და ადამიანური რესურსების მართვის გარემო;
  • ლიდერობა და გუნდის მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს მართვა და შეფასება;
  • შრომის სამართალი და შრომითი ურთიერთობები;
  • დასაქმების პოლიტიკა და შრომის ბაზარი;
  • შრომის ანაზღაურება და კომპენსაციები;
  • ორგანიზაციის ფსიქოლოგია;
  • ტალანტების მართვა და ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება.


რა განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს?

ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა ქართულ ბაზარზე ინოვაციური და საინტერესოა.

შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მართვის თეორიულ ცოდნასთან ერთად კურსდამთავრებულის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს სამუშაო პროცესში პრობლემების და რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, მოიძიოს დაძლევის ინოვაციური გზები, დაგეგმოს საპასუხო ცვლილებები და მიიღოს კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, პროგრამის სტრუქტურაში გათვალისწინებულ იქნა პრაქტიკული კლინიკა (6 კრედიტი, არჩევითი) და სამაგისტრო პროექტის (30 კრედიტი, სავალდებულო) შესრულება, რაც სტუდენტს მისცემს საშუალებას კონკრეტულ სამუშაო სივრცეში და პროცესზე დაკვირვებით შეიმუშაოს არსებული ან ახალი იდეის პრაქტიკულად განხორციელების მექანიზმი, დაასაბუთოს ახალი სერვისის/მართვის სისტემის დანერგვის ან მოდერნიზების საჭიროება, განსაზღვროს მიგნების/ების იმპლემენტაციის არეალი და პერსპექტივა.

საბაუნიში ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე მსურველთა მიღება 2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იწყება. მსურველებს 22 აგვისტოდან რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"