მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ციფრული ცვლილებების დრო დგება Ricoh South Africa-ს ახალი კვლევის მიხედვით, მცირე და საშუალო კომპანიების არსებობას საფრთხე დაემუქრება, თუ ისინი ვერ აუწყობენ ფეხს ციფრულ ტრანსფორმაციას, ნორმატიულ მოთხოვნებს და ეკონომიკური ძვრებს, რომლებიც მთლიანად ცვლიან მათ ბაზრებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
3,300 მცირე და საშუალო კომპანიის გამოკითხულ ლიდერთა 34% 23 ქვეყნიდან, მათ შორის სამხრეთ აფრიკიდან, აცხადებს, რომ ბიზნესზე უარის თქმა მოუწევს, თუ ინოვაციების დანერგვას ვერ შეძლებს ცვლილებების საპასუხოდ.
ამ კომპანიების 56% მოგების, 45% კი ბიზნესოპერაციების გაზრდას ცდილობს. ისინი მზად უნდა იყვნენ ზრდის შესახებ ტრადიციული შეხედულებების შესაცვლელად.
კომპანიები ერთმანეთისგან უკვე მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად მოახერხეს ციფრული ტრანსფორმაცია. მცირე და საშუალო კომპანიები დიდი ზემოქმედების ქვეშ არიან. სრულიად არაპროგნოზირებადი ეკონომიკური კლიმატის გათვალისწინებით, ციფრულ ტრანსფორმაციას მათ ოპერაციების მართვის პარალელურად უნდა შეუწყონ ხელი.
კვლევების მიხედვით, კომპანიებმა სამ საკვანძო სფეროში უნდა გამოიყენონ ტექნოლოგიები:
- მომხმარებელთან ურთიერთობა: მცირე და საშუალო კომპანიებმა ტექნოლოგიების დახმარებით უნდა იზრუნონ კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაზე, რომლებიც მათ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდებას გაამარტივებს: 54% აღიარებს, რომ მათთვის აუცილებელია მუდმივი ურთიერთობა კლიენტებთან;
- ოპერაციების მართვა: მცირე და საშუალო კომპანიებმა სამუშაო ადგილზე პროცესების შესაცვლელად ჭკვიანი ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ და ისინი გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახადონ: ლიდერების 74% ამბობს, რომ ტექნოლოგია ინოვაციების განხორციელებაში ეხმარებათ.
- პერსონალით ინიციატივების მხარდაჭერა: მცირე და საშუალო კომპანიებმა ტექნოლოგიების გამოყენებით ნიჭიერი ადამიანების მთელი პოტენციალის − შესაძლებლობების და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას უნდა შეუწყონ ხელი: 42% მზადაა მათ ექსპერიმენტებს დაუჭიროს მხარი, რომ დარწმუნდნენ, წარმატებულია თუ არა იდეები.
მსგავსი სტატია: მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური
ციფრული სივრცის ელემენტების გამოყენება
ბაზარზე ცვლილებები ფინანსური, ტექნოლოგიური და ტელესაკომუნიკაციო ორგანიზაციების ოპერატორებმა განაპირობეს. მიუხედავად ამისა, მოქნილ კომპანიებს თავიანთ სექტორში უკვე დამკვიდრებული მოთამაშეების გასწრების დიდი შესაძლებლობა აქვთ.
საშუალო და მცირე კომპანიებს, მსხვილი პარტნიორებისგან განსხვავებით, რომელთა ფუნქციონირება ჯერ კიდევ მოძველებულ სისტემებზეა დამოკიდებული, შეუძლიათ მოძველებული აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაციას აუარონ გვერდი. ნაცვლად ამისა, ციფრული სივრცის ინოვაციური ელემენტების გამოყენებაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომლებიც უკეთ შეეფერება მათ სტრატეგიულ მოთხოვნებს.
მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება, ბიზნესმომსახურების მიწოდების მთელი რიგი ინოვაციების, მათ შორის, გაყიდვების წერტილების, გადახდების დამუშავების, ავტომატიზებული მარკეტინგის, მიწოდების ჯაჭვის მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის მამოძრავებელი ძალაა.
პირველი ინოვატორები
გაიხსენეთ, რა გავლენა მოახდინეს ტაქსის მომსახურებაზე, სასტუმროების ინდუსტრიაზე, წიგნების მაღაზიებსა და DVD-ის გამქირავებელ მაღაზიებზე ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Uber, Airbnb, Amazon და Netflix.
მსგავსი სტატია: საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის პლატფორმა ქართველი მეწარმეებისთვის
იმდენად მოსახერხებელი, ყოვლისმომცველი და ხელმისაწვდომი გახდა ტექნოლოგია, რომ უკვე ყველა სირთულის მოგვარებას განაპირობებს, საზრიანი მეწარმეების ან მცირე ბიზნესის მფლობელთათვის შეუძლებელი აღარაფერია.
მართალია, ზოგიერთი კომპანია ჯერ კიდევ ყოყმანობს, არ იცის გადავიდეს თუ არა ციფრულ ტექნოლოგიებზე, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მათ უკვე აღარ აქვთ არჩევანი.
თუ ისინი ციფრული სტრატეგიის შექმნაზე არ დაიწყებენ ზრუნვას, თანდათანობით დაკარგავენ ბევრ კლიენტს, რომლებიც ისეთ კონკურენტებთან გადაინაცვლებენ, რომლებმაც ციფრული სტრატეგიის განვითარებაზე უკვე იზრუნეს და ახლა ნაყოფს იმკიან − მწარმოებლობა უკვე 50 პროცენტით გაიუმჯობესეს.
შემდეგი ნაბიჯები
გამოკითხვის თანახმად, კომპანიების 92 პროცენტი აღიარებს, რომ მათ სექტორში ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიები აუცილებელია. მიუხედავად ამისა, 59% ჯერ კიდევ ვერ იყენებს ტექნოლოგიების ყველა უპირატესობას. გარდა ამისა, პროგნოზების მიხედვით, უახლოეს ორ წელიწადში, მეოთხედი ვეღარ შეძლებს საკმარისად სწრაფ რეაგირებას სახელმწიფო რეგულაციების ცვლილებებზე, 20 პროცენტი კი, ავტომატიზაციის ზრდაზე.
ბუნებრივია, ცვლილებები გარკვეულ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს, რათა ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საქმიანი ოპერაციების წარმოების სათანადო ინტეგრაცია იყოს გარანტირებული.
შესაძლოა მცირე და საშუალო კომპანიებს ყოველი უახლესი ტექნოლოგიის დანერგვის ცდუნება გაუჩნდეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ფულადი ნაკადების შესანარჩუნებლად ბიუჯეტი ფრთხილად უნდა მართონ. ციფრული ინოვაციების გამოყენება სტრატეგიულად, თქვენთვის ხელმისაწვდომი რესურსებით უნდა შეაფასოთ.
ეს ფაქტი ნათლად უჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორებთან მუშაობა, რომლებსაც კომპანიებისთვის ფინანსების მიწოდება შეუძლიათ. ფინანსები აუცილებელია ციფრული ტრანსფორმაციების პროექტების გასახორციელებლად, ყოველდღიური საქმიანი ოპერაციების შენარჩუნების პირობებში.
არჩევანის გაკეთება
საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიებმა კომპანიებისთვის უნდა იმუშაონ. სწორედ აქ არის ციფრული თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანი, ანუ კომპანიები აქ შეძლებენ სათანადო კონსულტაციისა და დახმარების მიღებას კონკრეტული ბიზნესის განვითარების საუკეთესო გზებზე. იმის განსაზღვრა კი, თუ სად შეძლებენ ტექნოლოგიები შრომატევადი ადმინისტრაციული ამოცანების დაჩქარებას, ყოველთვის კარგ საწყის წერტილს წარმოადგენს.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტექნოლოგიური ინოვაციის დანერგვა ან მიდგომის გამოყენება გაქვთ გადაწყვეტილი − კიბერუსაფრთხოებაზე უსათუოდ უნდა იზრუნოთ. კიბერკრიმინალის შემთხვევები იზრდება და კომპანიებმა ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ. თქვენი ბიზნესის სისტემა შეუფერხებლად უნდა ფუნქციონირებდეს, კატასტროფის შემთხვევისთვის კი, აღდგენის გეგმა უნდა გქონდეთ მზად.
და კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ დაფინანსება სწორედ აქ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. შიდა სისტემების დაცვის აუცილებლობა ერთია და თანხის არსებობა, რომელიც ამ გეგმის შესასრულებლადაა აუცილებელი − მეორე. განსაკუთრებით თუ ეს კლიენტზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს.
ნოვატორული ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია
ნოვატორული ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია, ამ საკითხში არაფერი შეიცვლება. კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, სტრატეგიული ზრდის უზრუნველსაყოფად კაპიტალი აუცილებლად უნდა გამოიყენონ.