Cyber Week Sale! 50% Off All Access

იანტრეპრენერე ''სინერჯი კაპიტალის'' პორტფელით თუ საკუთარი ბიზნესის ფლობა გსურთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ ოცნებას ფრთები ვერ შეასხით, "სინერჯი კაპიტალი" თქვენს იდეებს რეალობად აქცევს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
"სინერჯი კაპიტალი" საინვესტიციო კომპანიაა, რომლის საქმიანობა სწრაფად მზარდი პოტენციალის მქონე კომპანიების ყიდვა, ინვესტორების მოზიდვა და ორგანიზაციების ღირებულების გაზრდაა. სინერჯი კაპიტალის დამფუძნებელია 1999 წელს შექმნილი საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფი" და მას ერთი და იგივე გუნდი მართავს. "სინერჯი ჯგუფი" უკვე 20 წელია ემსახურება კერძო და საჯარო ორგანიზაციებს ორგანიზაციული მართვის სისტემების განვითარებაში − ორგანიზაციული დიაგნოსტიკა, სტრატეგიული დაგეგმვა, ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, ბიზნესპროცესების გამართვა, კომპანიის საქმიანობის მიმართულებებია. ამ დროის განმავლობაში "სინერჯი ჯგუფს" საქართველოში განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი პროექტი 100-ზე მეტ ორგანიზაციაში. კომპანიის კლიენტები არიან სხვადასხვა პარამეტრით დაჯგუფებული საქართველოს ტოპორგანიზაციების მინიმუმ 70%. 2016 წლიდან "სინერჯი ჯგუფმა" დაიწყო კომპანიების მართვაში შესვლა, სადაც კონკრეტული შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებლობა სრულად "სინერჯის" გუნდს ეკისრებოდა და გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებაც ჰქონდა. ამგვარად, გუნდმა კომპანიების უშუალო მართვის კომპეტენციის დაგროვება დაიწყო.

2018 წელს კი "სინერჯი ჯგუფმა" დააფუძნა საინვესტიციო კომპანია "სინერჯი კაპიტალი", რომლის დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს მზარდი მომგებიანობის საინვესტიციო პორტფელის შექმნაში. ამისათვის ორგანიზაცია არჩევს სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს და მათი წილების ფლობის შესაძლებლობას აძლევს კერძო ინვესტორებს. "სინერჯის" გუნდი კი ორგანიზაციულ სისტემებზე მუშაობაში დაგროვილი ცოდნით ზრუნავს ამ კომპანიების სისტემურ განვითარებაზე, რათა მათი ღირებულება გაიზარდოს.

გასულ წელს შექმნილმა "სინერჯი კაპიტალმა" უკვე შეძლო და საკუთარ პორტფელში 15-მდე კომპანიასა და 40-მდე ქართველ ინვესტორს მოუყარა თავი. ფიზიკურ პირებს ან პრივილეგირებული აქციები აქვთ ნაყიდი (რაც მხოლოდ კერძო შეთავაზების გზით ხდება, ინდივიდუალურად), ან კომპანიების წილები. მათი დაბანდებული ინვესტიცია ამ ბიზნესების გასავითარებლადაა განკუთვნილი, ხოლო მეორე მხრივ "სინერჯიდან" გამოყოფილი განვითარების გუნდის მუშაობა იწვევს კომპანიებისა და შესაბამისად, ინვესტორის აქტივის ღირებულების ზრდას.

რადგან ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მოტივაცია და ინტერესი, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ, თუმცა არსებული ვალდებულებების, ცხოვრების სტილის ან სხვა პრობლემის გამო ეს არ შეუძლიათ, "სინერჯი კაპიტალმა" მათ განსაკუთრებული შანსი მისცა − ერთი მხრივ გასაყიდი კომპანიების წილების დაპატარავებით შესაძლებელი გახდა 1000$-ითაც რომელიღაც პორტფელური კომპანიის წილის შესყიდვა. ეს, დამეთანხმებით, უნიკალური შესაძლებლობაა, რომელმაც ადამიანებისთვის სასურველ სფეროში მოქმედი, თან სწრაფად მზარდი ბიზნესის მესაკუთრეობა ხელმისაწვდომი გახადა. ის, რომ ნულიდან არ გიწევს ბიზნესის წარმოების დაწყება, დამატებითი უპირატესობაა ამ საქმეში.

მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ძირითად სამსახურს, საქმეს შეგიძლია არ მოწყდე და ისე დაიწყო ამის კეთება ამ შემთხვევაში. "სინერჯი ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, პაპუნა ტოლიაშვილის თქმით, "სინერჯის" სახით გყავს პარტნიორი, რომელიც ამ კომპანიების განვითარებაზე ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს:

1. აწესრიგებს ანგარიშგების სისტემას, რათა ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა იყოს კომპანიებიდან დროის ნებისმიერ მომენტში;

2. გამოყოფს განვითარების გუნდს, რომელიც შედგება სტრატეგიული განვითარების მენეჯერის, საინვესტიციო ოფიცრისა და ტასკ-მენეჯერებისგან. გუნდის ამოცანაა პორტფელურ კომპანიაში ორგანიზაციული მართვის სისტემების განვითარება ისე, რომ კომპანიამ ზრდის პოტენციალი, რის გამოც მოხვდა "სინერჯის" პორტფელში, მაქსიმალურად აითვისოს;

3. ერთვება მეთვალყურეობაში და ქმნის მექანიზმს, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესის მესაკუთრეებს იყვნენ ჩართულები და ინფორმირებულნი კომპანიაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე, დაესწრონ სამეთვალყურეო საბჭოებს, რომელიც რეგულარულად ყოველთვიურად ტარდება და მიიღონ რეპორტები კომპანიების შედეგებსა და გეგმებზე. ძალიან ხშირად, მეწილესთვის კონკრეტული ბიზნესი ასოცირდება არა მხოლოდ შემოსავალთან, არამედ ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებასთან. შესაბამისად, ისინი აქტიურად ერთვებიან და განიხილავენ

გარდა ფინანსური სარგებლისა, ეს მათთვის გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობაცაა − ერთდროულად გქონდეს საკუთარი ბიზნესი და მართო ის კომპეტენტურ პირებთან ერთად.

4. იყენებს სინერგიულ ეფექტებს თავისი პორტფელის სხვა კომპანიებთან, გაყიდვებისა და მიწოდების არხების გაზიარების, ქროსსელინგის და სხვა ერთობლივი პროექტების კუთხით;

5. სუბორდინირებულ კრედიტს აძლევს პორტფელურ კომპანიას საჭიროების შემთხვევაში მაშინ, როცა სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან ამის შეთავაზება არ აქვს. ამით საშუალებას აძლევს, რომ საქმიანობაში არ შეფერხდნენ და ზრდა გააგრძელონ.

თქვენ, ინვესტორი კი ბიზნესის მართვის მონაწილე ხდებით სხვა როლიდან, თვალს ადევნებთ თითოეულ ცვლილებას და ორგანიზაციის პულსზე გაქვთ ხელი.

სურვილის შემთხვევაში, "სინერჯი კაპიტალი" ასევე უზრუნველყოფს ბიზნესის თანამფლობელთა წილების გაყიდვას გაზრდილი ღირებულებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ შინაგანი მოტივაცია, ჩაერთონ ამა თუ იმ ბიზნესსაქმიანობაში, იშვიათად იღებენ წილის გაყიდვის გადაწყვეტილებას, პირიქით − ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვონ იმ ბიზნესინდუსტრიაში, მიღებული სარგებლით კი დივერსიფიკაცია გააკეთონ და საკუთარი პორტფელი შეიქმნან. "აგრეთვე ხდება ხოლმე, როდესაც პირი ყიდულობს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის წილს, არამედ რამდენიმეს, რადგან სურს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების მიღება. ეს თავის მხრივ აფართოებს პიროვნების თვალსაწიერს და ადამიანს საკუთარი რესურსების უკეთესად გამოვლენის საშუალებას აძლევს", − აღნიშნავს პაპუნა ტოლიაშვილი.

მართალია წილის შესყიდვის მოტივი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგრამ ადამიანები, ბუნებრივია, ირჩევენ ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობის სფერო მათ ინტერესებთან ყველაზე ახლოსაა. "სინერჯი კაპიტალი" ძირითად აქცენტს ისეთ ბიზნესებზე ამახვილებს, რომელთაც სწრაფად ზრდის და თან რამდენჯერმე გაზრდის პერსპექტივა აქვთ. ეს შეიძლება იყოს საექსპორტო პოტენციალის წარმოებები, საცალო გაყიდვების ქსელები, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის წარმომადგენლები, ასევე IT-ის, სამედიცინო და განათლების სფეროები.

"სინერჯი კაპიტალის" პორტფელში მოხვედრამდე, კომპანია დეტალური დიაგნოსტირების ფაზას გადის, ხდება ბაზრის შესაძლებლობების შესწავლა და ზრდის სტრატეგიის დამუშავება, რაც საშუალებას აძლევს "სინერჯის" შეაფასოს, ზრდის რა პოტენციალი აქვს კონკრეტულ კომპანიას და "სინერჯის" მონაწილეობით როგორ შეიძლება გაიზარდოს მისი ღირებულება. მეტი აქცენტია გამახვილებული ისეთ დარგებზე, სადაც "სინერჯის" განსაკუთრებული გამოცდილება აქვს დაგროვილი 20 წლის განმავლობაში.

"სინერჯი კაპიტალის" პორტფელით სარგებლობისთვის საჭირო ფინანსური რესურსების გარდა, აუცილებელია ადამიანს შეეძლოს სწორი შეკითხვების დასმა. შესაძლოა მას არ ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება, თუმცა ესმოდეს სპეციფიკა, ერკვეოდეს მომიჯნავე სფეროში, რომ სათანადო ოპონირება გაუწიოს იმ კომპანიის მმართველ გუნდს და კვალიფიციური მეთვალყურის როლი მოირგოს.

ყველა ზემოთ ხსენებულ სარგებელთან ერთად, წილის ფლობა უსაფრთხოების განცდასთან შეიძლება დავაკავშიროთ. როცა საკუთარ ბიზნესს ქმნი და ფულს აბანდებ, დიდ რისკს სწევ − არ იცი გაამართლებს თუ არა წამოწყებული საქმე, ამას ემატება უამრავი დახარჯული დრო, ფინანსები და ენერგია. "სინერჯი კაპიტალთან" ერთად გაქვს შესაძლებლობა, უკვე არსებულ ბიზნესში ჩაერთო, მოსინჯო საკუთარი შესაძლებლობები, გაშალო ფრთები და იანტრეპრენერო ისე, რომ თავი დაცულადაც იგრძნო სანდო პარტნიორთან ერთად.

გასაყიდი წილების დაპატარავებით, "სინერჯი კაპიტალის" გუნდმა უკვე ბევრ ადამიანს მისცა შანსი მინიმალური რესურსით ჩართულიყო მიმზიდველი ბიზნესის მართვაში. კომპანია ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება და "სინერჯი" აგრძელებს კომპანიების დამატებას პორტფელში, რათა უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ ადამიანებს, საკუთარი საინვესტიციო პორტფელი შეიქმნან, აიხდინონ ოცნებები და თამამად იანტრეპრენერონ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

ბიზნეს ქოუჩინგი ანტრეპრენერებისთვის

რა უფრო არის ქოუჩინგი – მეცნიერება თუ ხელოვნება?

სიახლეები

ჟოზე ამერიკაში წავიდა!

"ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად და წარდგება ამერიკის ბაზარზე, როგორც ქართული მულტფილმი", − გიორგი მარშანია

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე

მენეჯმენტი

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

ნიკოლოზ ალავიძე − ALTIHUT-ის მმართველი პარტნიორი

ინდუსტრიული ტრენდები

პროდუქტის აუცილებელი მახასიათებლები ელექტრონულ კომერციაში წარმატების მისაღწევად 2022 წელს

რა დაგჭირდებათ წარმატების მისაღწევად და როგორ გახდებით კონკურენტებისგან გამორჩეული