Get All Access for $5/mo

MarTech Institute - პირველი სასწავლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც მარკეტინგსა და ტექნოლოგიებს ერთმანეთთან აკავშირებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"შესამჩნევი იყო ტენდენცია, რომ დასავლეთის ბაზარზე კომპანიები ხედავდნენ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის საჭიროებას, მათი სჯეროდათ და საკმაო გამოცდილებაც ჰქონდათ დაგროვილი, მარკეტინგული თუ ბიზნესპროცესების ტექინფრასტრუქტურის გამართვის პროცესში", − ნუცა დოლიძე, MarTech Institute-ის დირექტორი.

ნუცა რამდენიმე წელია ინგლისში მარკეტინგულ სააგენტოში, მარკეტინგის ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელია. როგორც თავად ამბობს, მარტექ-ინსტიტუტის შექმნის იდეა ბუნებრივად, სამუშაო პროცესში გაჩნდა.

მარკეტინგი უდიდესი სისწრაფით განვითარდა, როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრია. ეფექტიანი კამპანიების შექმნისთვის მარკეტერების ახალი გამოწვევა AI-ხელსაწყოების, ავტომატიზაციის პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ცოდნაა. სწორედ მარკეტერები არიან ამ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი, რომელიც მარკეტინგისა და ტექნოლოგიური გუნდების დამაკავშირებელი ხიდია.

მსოფლიო მასშტაბით, მარკეტინგის ტექნოლოგიის მენეჯერებზე მოთხოვნა ხშირად ყველა სხვა მარკეტინგულ როლზე გაცილებით მაღალია, თუმცა ძალიან ე.წ. ნიშურია და საჭირო სპეციალისტების მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენს, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებსა და ევროპის რეგიონში.

"საქართველოს მარკეტინგის სფეროში უამრავი ტალანტი ჰყავს, თუმცა ტექნოლოგიური მიმართულებით მათი განვითარება ხშირად ერთი მიზეზით ფერხდება − ქართული კომპანიები ვერ აფასებენ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინვესტირების პოტენციალს, რაც მარკეტერებს მარტექ-პროექტების განხორციელებაში და გამოცდილების დაგროვებაში ხელს უშლის", − განმარტავს ნუცა.

იგი გვიყვება, რომ იდეის გაჩენისთანავე ნათლად ხედავდა სამომავლო გამოწვევებს. დღეს საქართველოს ბაზარზე ბევრი გამოცდილი კომპანია სთავაზობს მარკეტინგის სფეროში ტრენინგებს, ამავდროულად მცირეა მარკეტინგის ტექნოლოგიების დანერგვის ქეისები და ბევრ სტრატეგიაზე საუბრის პირველი პრეცედენტი სწორედ მარტექ-ინსტიტუტს უნდა შეექმნა.

უპირველესად, მას სურდა, ინსტიტუტი მარკეტერებს ყველაზე მოთხოვნადი უნარების დაუფლებასა და გლობალურ ბაზარზე დასაქმებაში დახმარებოდა, ქართული კომპანიებისთვის კი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მაქსიმალურ ათვისებაში შეეტანა წვლილი.

დღეს, მარტექ-ინსტიტუტი საქართველოს ბაზარზე პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მარკეტერებს შესაძლებლობას აძლევს ცოდნა გაიღრმაონ მარკეტინგში ხელოვნური ინტელექტის, პროგნოზირებადი ანალიტიკის, მანქანური სწავლებების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ.

სასწავლო პროგრამა წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, თუმცა მარკეტერებისა და ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭირო იყო სილაბუსის და სტრატეგიების ქართულ გამოცდილებაზე მორგება.

მუშაობის პროცესი 6 თვე გაგრძელდა, კურსში შესული სხვადასხვა სტრატეგია და დავალებები რეალურ კომპანიებზე გაიტესტა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი შიშის დაძლევაა. მნიშვნელობა არ აქვს ეს წარუმატებლობის შიშია, კრიტიკის, თუ დაბრკოლების. ასეთ მომენტებში ხშირად ვუმეორებ ჩემს თავს ცნობილ ფრაზას ერთ-ერთი სამეცნიერო ფანტასტიკიდან − I must not fear, fear is a mind-killer.

ჩემი რჩევაც ეს იქნება: ნუ შეგეშინდებათ, შიში კლავს კრეატიულობას და აპატარავებს ჩვენი ოცნებების მასშტაბებს. იმის სიყვარული და რწმენა, თუ რა ღირებულებას შეიტანთ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობით, ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერია", − ამბობს ნუცა.

მიაჩნია, რომ ანტრეპრენერები ის ადამიანები არიან, რომლებიც ქაოსს შესაძლებლობად აქცევენ და მათთვის სასურველ სამომავლო რეალობას ნათლად ხედავენ. ისინი არა მხოლოდ ბიზნესის მშენებლები, არამედ კრეატორები არიან, რომლებიც საკუთარ, არატრადიციულ გზებს სთავაზობენ ინოვაციებს მოწყურებულ სამყაროს.

მისთვის მთავარი ინსპირაცია იმ მეთოდების წარმატებაა, რომლებსაც სტუდენტებსა და კომპანიებს უზიარებს.

კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა სპეციალისტმა შეძლოს AI-ის და სხვა ტექხელსაწყოების მარკეტინგულ პროცესებში ეფექტიანი დანერგვა და კომპანიებს მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაში ხელი შეუწყოს.

გაზაფხულიდან კი მარტექ-ინსტიტუტის ახალი პლატფორმის ამუშავება იგეგმება, რომელიც მარკეტინგის ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება.

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ