Get All Access for $5/mo

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის სკანდალური პასუხები Twitter-ში გულახდილი ჩათი Twitter-ში ზოგიერთი რამ საინტერესო იყო, ზოგი მიუღებელი, ზოგი კი - სასარგებლო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Ryanair

მაიკლ ო'ლირი, ევროპული ავიახაზების, Ryanair-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, თავის მომხმარებლებთან და კრიტიკოსებთან Twitter-ზე განიხილავს თვითმფრინავის ბილეთების ხელმისაწვდომ ფასებსა და შესაბამის მომსახურებას. ამ ერთი საათის განმავლობაში ბევრი რამ მოასწრო − საკუთარ თავსაც მიულოცა, ფლირტიც გააბა და რამდენიმე გულწრფელი პასუხის გაცემაც მოახერხა კლიენტთა მომსახურების საკითხებზე.

ამასთან ერთად, ო'ლირიმ მგზავრებისთვის საინტერესო ახალ ამბებზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, იმაზე რომ Ryanair-ის არცთუ მიმზიდველი ვებგვერდი სერიოზული განახლების პროცესშია და რომ ავიაკომპანია ჩასხდომის ელექტრონული ბარათების შემოღებას გეგმავს, რომელთა წარდგენა მობილური ტელეფონით იქნება შესაძლებელი.

ო'ლირის გულწრფელობა ყველასთვის ცნობილია. საკუთარ წიგნში Plane Speaking: Wit and Wisdom Michael O'Leary: (Aurum Press, 2010) აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს: "გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ მიმიფურთხებია ჩემი პირადი ღირსებისთვის".

ის კონკურენტების, მომწოდებლების, კონსულტანტებისა და მომხმარებლების მისამართითაც კი ხშირად აკეთებს დაუფიქრებელ კომენტარებს. "ყველა ერთხმად გაიძახის, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია, მაგრამ სიმართლე უნდა იცოდეთ − არ არის", − აცხადებს იგი წიგნში, − "ზოგჯერ ისინი არ არიან მართლები და მათ ეს აუცილებლად უნდა უთხრათ".

მსგავსი სტატია: რაში მდგომარეობს Ryanair-ის ბიზნესმოდელის საიდუმლო?

მისი ნებისმიერი კომენტარით ნათლად ჩანს, რომ Ryanair სრული ანომალიაა თანამედროვე სამყაროში. ამ ეპოქაში ბლოგები უმნიშვნელო სკანდალსაც კი არ ტოვებენ უყურადღებოდ და სრულიად წარმოუდგენელ მასშტაბებს აძლევენ; ამ ეპოქაში Twitter-ს საპასუხო დამსჯელი რეაქციები აქვს, კორპორაციები კი ბოიკოტებს უცხადებენ hashtags-ებს; ასეთ ვითარებაში კომპანიების უმეტესობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს და რაც შეიძლება საუკეთესო სახით წარმოაჩინოს საკუთარი თავი.

თუმცა, Ryanair ამ კომპანიებს შორის არ არის. ფასდაკლებებით ცნობილი ავიაკომპანია Twitter- ს სულ ერთი თვის წინ შეუერთდა და დრო არ დაუკარგავს − მაშინვე მისცა კრიტიკოსებს უფრო მეტი მასალა. დღეს კი ო'ლირი პირადად ჩაება ბრძოლაში. ერთსაათიანი პირდაპირი ჩატის დროს Twitter-ზე (ინფორმაცია ჰეშთეგით #GrillMOL-ით გავრცელდა), აღმასრულებელმა დირექტორმა საკმაოდ ბევრ შეკითხვას უპასუხა, რომელთაგან ზოგიერთი მეტისმეტად ტექნიკური იყო (კერძოდ, გეგმავს თუ არა Ryanair იატაგანის ტიპის ახალი ფრთების შემოღებას ახალი Boeing 737-ისთვის და გეგმავს თუ არა კომპანია ფლოტის მოდერნიზებას?), ზოგიერთი კი − ნამდვილად სულელური (როდიდან გეგმავთ ბილეთების ფასის გაზრდას მსუქანი მგზავრებისთვის?

მსგავსი სტატია: იფიქრეთ სასტუმროს გადმოსახედიდან

პირდაპირი ეთერით საუბრის დაწყებისთანავე, მეტ ოუენმა (Twitter-ის მიხედვით სოციალური კვლევების კომპანიის Econsultancy-ის ხელმძღვანელი) დაპოსტა, რომ "შუადღისას კიდევ ერთხელ დაბრუნდა Twitter-ზე ბრწყინვალე/ქედმაღალი სარეკლამო სვლებისა და #GrillMOL-ის მყვირალა თავაზიანობის გამო.

"როგორ, მე მადებთ ხელს?! მე?!" − გააპროტესტა ო'ლირიმ, − "ქედმაღლობა კი არა, ჩემი მეორე სახელია − თავმდაბლობა, თავაზიანობა, მომსახურება".

კლერ ფიპსმა, ბრიტანული ლიბერალური მედიაორგანიზაცია Guardian-ის რედაქტორმა, რომლის დაცინვაშიც ო'ლირი, როგორც ჩანს, შემჩნეულია, ცოცხალი ჩატის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, მხოლოდ ეს დაპოსტა: "ოჰ!-ოჰ!".

ფიპსის რეაქცია შესაძლოა მისი წინასწარი განწყობით იყო ნაკარნახევი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ო'ლირიმ საჯაროდ შეასხა ხოტბა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრ მარგარეტ ტეტჩერს და სასტუმროებში ხარჯების შესამცირებლად კალმების ქურდობას დაუჭირა მხარი. როგორც ო'ლირი თავის წიგნში აცხადებს: "შესაძლოა, მხოლოდ მშვიდნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება".

გაეცანით ო'ლირის პირდაპირი ჩატის ზოგიერთ მომენტებს, და ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ბოლომდე ჩადით.

https://abs.twimg.com/sticky/default_profile_images/default_profile_normal.png

Michael Hayes@manama70 · Oct 21, 2013

ახალი მიმართულებების დამატების რაიმე შანსი ხომ არ არის დუბლინსა და დასავლეთ საფრანგეთს შორის: ბორდო ან ლიმოჟი ან ბერჟერაკი ან ბრივი? დიდი მადლობა#GrillMOL

Ryanair

✔@Ryanair

@manama70 გამარჯობა, მაიკლ. შესაძლოა მომავალი წლის ზაფხულიდან, ჩემო ძვირფასო! MOL

5:02 PM - Oct 21, 2013

იხილეთ Ryanair-ის სხვა ტვიტები


Niamh Shields Oct 21, 2013

✔@eatlikeagirl

პასუხი @SalienceGus-სს

@GusQuad @ryanair უკვე მოსაბეზრებელია, რომ ამდენი წლის შეუბრალებლობის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს კარგები გამოჩნდნენ, მაშინ, როდესაც შემოსავალი იკლებს#GrillMOL

Ryanair

✔@Ryanair

@eatlikeagirl @GusQuad ძვირფასო eatlikeagirl, ტრაფიკი იზრდება, მოგებები − მცირდება, ასევე მგზავრობის ტარიფები, და ჩვენი No1 კლიენტთა მომსახურების დონე უმჯობესდება MOL

5:06 PM - Oct 21, 2013

იხილეთ Ryanair-ის სხვა ტვიტები

Steve Strachan@stretchos Oct 21, 2013

პასუხი @Ryanair-ს

@Ryanair დიდი მადლობა MOL-ს, რომელმაც თითქმის არაფრის ფასად ევროპის დათვალიერების საშუალება მოგცა. ოდესმე რომ შეგხვედროდით, მადლიერების ნიშნად ნამდვილად ჩამოგართმევდით ხელს #GrillMOL

Ryanair

✔@Ryanair

@stretchos სტივ, დიდი მადლობა. ხელის ჩამორთმევას კოცნა მირჩევნია, მაგრამ ჩემი გემოვნების ნამდვილად არ ხართ. ბოდიში, დები ხომ არ გყავთ? მადლობა, MOL

5:10 PM - Oct 21, 2013

იხილეთ Ryanair-ის სხვა ტვიტები

Trevor Buckley@IrishAero Oct 21, 2013

@Ryanair შეკითხვა. გეგმავს თუ არა Ryanair ხარჯების შესამცირებლად იატაგანის ტიპის ფრთების შემოღებას ახალ Boeing 737-ისთვის და ამასთან, ფლოტის მოდერნიზაციას? #GrillMOL

Ryanair

✔@Ryanair

@IrishAero მოსაბეზრებელი ტექნიკური ხასიათის შეკითხვების დასმა არ არის ნებადართული. ბოდიშს ვიხდი. MOL

5:16 PM - Oct 21, 2013

19 people are talking about this

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა