📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რატომ არიან "ამაზონი" და ჯეფ ბეზოსი ისეთი ძლიერები "რღვევაში", როგორც არცერთი სხვა ორგანიზაცია მსოფლიოში "რღვევა" ბიზნესში იმაზე მეტია, ვიდრე დროებითი ახირება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

დღესდღეობით, თითქოს ყველა „რღვევაზე ლაპარაკობს". ეს თანამედროვეა, ტრენდულია, ჰიპური და ახალი ათასწლეულის შესაფერისია.

მაგრამ „რღვევა" ბიზნესში იმაზე მეტია, ვიდრე დროებითი ახირება. კაცობრიობამ ადრევე აღმოაჩინა, რომ ცხოვრების ხარისხის ამაღლების ერთადერთი გზა, ქაოსიდან წესრიგის შექმნაა, რომელიც მუდმივი ინოვაციებითა და ახალი მეთოდების შემუშავებითაა შესაძლებელი.

„რღვევისა" და განახლების უწყვეტმა წრემ გაამარტივა, ააჩქარა და გააიაფა სურსათის, ტანსაცმლისა და სხვა სასურველი თუ საჭირო სიკეთეების მიღება. ხელმისაწვდომი გახადა განათლება მილიარდობით ადამიანისთვის, მოგვცა სწრაფად და იაფად მოგზაურობის საშუალება, 24/7 რეჟიმით გართობა, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების უმრავლესობის აღმოფხვრა და მრავალი სხვა.

პრობლემა ის გახლავთ, რომ როგორც კი ვეჩვევით სისტემას, ის მაშინვე ახალი „რღვევის ტექნოლოგიების" სამიზნე ხდება. გრძელვადიანი სარგებლის მიუხედავად, ყოველი აზრიანი მასიური „რღვევა" გამარჯვებულებს და დამარცხებულებს მოკლე დროში ავლენს. კომპანიები ბაზრიდან გადიან, ადამიანები სამსახურებს კარგავენ. შესაძლებელია საერთო საქმიანობით გაერთიანებული მთელი თანასაზოგადოებებიც კი გაქრეს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ბიზნესგაერთიანებების ყურადღება ყველაზე მეტად მიიქცია იმან, თუ რამხელა სიმდიდრეს აგროვებენ კომპანიები თავიანთი დამაარსებლების, ინვესტორებისა და კომპანიაში დასაქმებული თუ ასოცირებული ადამიანებისთვის.

არცერთი სხვა კომპანია უკეთ არ წარმოადგენს უტიფარი „დამრღვევის" სახეს ისე კარგად, როგორც Amazon-ი. ეს არის კომპანია, რომელმაც მას შემდეგ, რაც 1994 წელს ჯეფ ბეზოსმა დააარსა, შეიკედლა ბევრი გამომცემლობა და წიგნებით მოვაჭრე. თუმცა გზად უამრავი ბიზნესი აიძულა უკან დაეხია და ბაზარი დაეტოვებინა.

ეს მოკლევადიანი ნეგატიური გავლენა ბაზარზე, რომელიც ბეზოსმა და მისმა გუნდმა გამოიწვია, მარტივად გადაიფარა იმ საუცხოო შესაძლებლობით, რომელიც შექმნეს − მათ მთელი მსოფლიოსთვის იმაზე იაფი და ხელმისაწვდომი გახადეს მილიარდობით წიგნი თუ ბეჭდური მასალა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

საფონდო ბირჟამ კომპანია მალევე დააჯილდოვა 5000-პროცენტიანი ზრდით, 1997 წლის პირველადი საჯარო შეთავაზებიდან ორ წელიწადში.

მხოლოდ ლოგისტიკური კომპანიის სახელით უკმაყოფილო ბეზოსმა და მისმა გუნდმა მალე წარმატებით „დაარღვიეს" Sony-ს, Apple-ისა და Samsung-ის დომინანტი სამეული ორ ყველაზე დიდ კატეგორიაში − ელექტრონული წიგნები (Barnes & Noble თავისი Nook-ით მხოლოდ შორეულ მეხუთე ადგილსღა სჯერდება) და პლანშეტები.

დღეს Amazon-ი რიგით მეორეა უმნიშვნელოვანესი ელექტრონული კომერციის − ჩინურ კონგლომერატ Alibaba-ს შემდეგ, რომელიც დომინირებს ელექტრონიკის, გართობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის სეგმენტებში. ამასობაში კი, გზიდან იშორებს ისეთ ძლიერ კომპანიებს, რომლებმაც ვერ ან არ აღიქვეს საფრთხე სერიოზულად.

როგორ შეინარჩუნა ასეთი სიმძლავრე Amazon-მა 25 წლის განმავლობაში?

ყველაფრის თავი და თავი ისაა, რასაც Amazon-ი მოკლე და მარტივ მისიაში უყრის თავს: „ჩვენ გვინდა ვიყოთ მსოფლიოში კლიენტზე ყველაზე მეტად ორიენტირებული კომპანია; შევქმნათ ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ იპოვონ ყველაფერი, რისი ყიდვაც კი ონლაინ შეიძლება მოუნდეთ".

ვინაიდან Amazon-ის არსებობის მთელი მიზეზი მისი მომხმარებელია, კომპანიას არ აშინებს ის, რომ მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიები, პროდუქცია ან სისტემები, ერთ დღეს შესაძლოა დაარღვიონ ან შეავიწროვონ მომავალზე უფრო აგრესიულად ორიენტირებული რომელიღაც დამწყები კომპანიის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიებმა.

ბეზოსმა დაამტკიცა, რომ ინდუსტრიის ეკოსისტემის შუაგულში მომხმარებლის მოქცევა, რომელსაც აქამდე რამდენიმე ძლიერი ორგანიზაცია თუ ადამიანი მართავდა, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობისთვის ხშირად ძირეული ცვლილებები მოყვება.

2016 წლის ბოლოს, Amazon-მა დააანონსა ტრადიციული მაღაზიების ქსელის ბიზნესმოდელის „დარღვევის" განზრახვის შესახებ. გეგმის მიხედვით, დასაწყისში 2200 ისეთი მაღაზია უნდა შექმნილიყო, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებს გამოიყენებდა და კლიენტებისთვის შოპინგს უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდიდა. შემდეგ კი, 2017 წლის შუა პერიოდში, Whole Foods-ის ქსელი შეისყიდა.

სულ ცოტა დრო იყო გასული ამ შეთანხმების დადებიდან, როდესაც Amazon-ი კიდევ უფრო თამამი და დიდი განცხადებით გამოვიდა, რომ კომპანია თანამშრომლობას დაიწყებდა JP Morgan-თან და Berkshire Hathaway-სთან, სადღეისოდ არსებული ეკონომიკური საქმიანობის სფეროებიდან ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტურის − აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის.

ჩვენ გვაქვს ექვსი კარგი მიზეზი იმისათვის, რომ დავიჯეროთ − ამ კომპანიებს წარმატების ბევრად დიდი შანსი აქვთ, ვიდრე სახელმწიფოს და ათასობით ბიზნესლიდერს თუ ანტრეპრენერს, რომლებმაც ეს აქამდე სცადეს.

1. უკეთეს დროს ვერავინ ინატრებდა. იარაღის ტარების უფლებებზე, შემოსავლების უთანასწორობაზე, ინფრასტრუქტურასა თუ სხვა ამჟამინდელ შიდა პრობლემებზე მეტად, ჯანდაცვის სისტემა დღეს ყველაზე „ცხელი" საკითხია, რომელიც ქვეყანას ათწლეულებია აწუხებს. ეს ეხება ყველა მოქალაქეს − განურჩევლად რასისა, განათლების დონის თუ შემოსავლისა, ასაკის თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს საკითხი არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობას, არამედ ჩვენს უფრო სიღრმისეულ შეხედულებებსა და ემოციებს უკავშირდება და დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რაოდენ ფასეულია ადამიანის სიცოცხლე და მისი შენარჩუნება. სამწუხაროდ, ჩვენმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია უკეთესი სისტემის შექმნა და ამუშავება.

2. ამ სამი კომპანიის ფინანსური რესურსების ერთობლიობა და მსყიდველობითი უნარი კოლოსალურია. ერთიანი საფონდო კაპიტალიზაცია 2018 წლის 7 მაისის მონაცემებით, 1.635 ტრილიონი დოლარია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ამერიკის ჯანდაცვის სისტემის მთლიანი ბიუჯეტის (რომელიც 5.12 ტრილიონი დოლარია) ნახევარზე ნაკლებია, მსოფლიოში დომინანტი სამი უდიდესი ფარმაცევტული კომპანიის (Johnson & Johnson, Pfizer and Novartis) საერთო კაპიტალიზაციას მაინც ორჯერ ჭარბობს. ეს მართლაც შთამბეჭდავი შეიარაღებაა.

3. დღესდღეობით სამი უდიდესი ბიზნესმენი − ბეზოსი, ჯეიმი დაიმონი და უორენ ბაფეტი მონდომებულია პრობლემის მოსაგვარებლად. ამ ადამიანებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ინვესტორთათვის სოლიდური უკუგების მოტანა კომპანიის თანმიმდევრულ, ყოველწლიურ ზრდასთან ერთად. თითოეული მათგანის გამოცდილება და შესაძლებლობები ურთიერთშემავსებელია. ბეზოსი „დამრღვევი" ტექნოლოგიების შემოქმედი და ანტრეპრენერია, ბაფეტი − დაფიქრებული და ჭკვიანი ინვესტორი, დაიმონი კი, პრაგმატული რეალისტი. მათ იციან, რომ კარგად გამოყენებული ტექნოლოგიები, ჭკვიანური ბიზნესმოდელი და სათანადო კონტროლი გამარჯვების საწინდარია.

4. ისინი მოგზაურობას შინიდან იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებამ დიდი რყევა გამოიწვია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე და მრავალი მოქმედი კომპანია საფუძვლიანად შეაშფოთა, სამი პარტნიორი თავდაპირველად თავიანთი 1.1 მილიონი მუშაკის ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ხარჯების შემცირებაზე მიმართავს ძალისხმევას. ეს მათ სწავლის, გონივრული ექსპერიმენტირებისა და დამრღვევი ტექნოლოგიების დასახვეწად და ბაზარზე საბოლოო სახით მათ გამოტანამდე მანევრირების საშუალებას აძლევს.

5. პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის ალბათობა ან ძალიან დაბალია ან არ არსებობს. JP Morgan Chase ჯანდაცვის ინდუსტრიაში ამჟამად მოქმედი ბევრი კომპანიის ბანკირია; Berkshire Hathaway მართალია ფლობს წილებს რამდენიმე დიდ ფარმაცევტულ კომპანიაში, მაგრამ პარტნიორთაგან არცერთს არ აქვს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ბიზნესში საქმიანობის რეალური გამოცდილება. თავდაპირველად, მხოლოდ საკუთარ დასაქმებულებზე მუშაობა მათ საშუალებას აძლევს კონკურენტების, კანონმდებლებისა და მედიის თვალთახედვის მიღმა იმოქმედონ, რომლებსაც შეუძლიათ სათავეშივე შეაჩერონ ნებისმიერი „რღვევის" ტექნოლოგიის შექმნა.

6. მათ კვალში სხვა დიდი კორპორაციებიც ჩაუდგებიან. სამეულის განცხადების შემდეგ, Apple-მა დააანონსა კლინიკის გახსნა თავისი თანამშრომლებისა და ოჯახის წევრებისთვის, სახელად AC Wellness. ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ Apple-ის ოპერატიული სისტემა ჯანმრთელობის დაზღვევის პორტაბელობისა და ანგარიშგების აქტის მოთხოვნათა შესაბამისია. ეს ბევრად გააადვილებს საქმეს იმ დროისათვის, როცა იგი დიდ აუდიტორიას შესაბამისი მობილური აპლიკაციებით სარგებლობის სერვისს შესთავაზებს.

არსებობს რისკი იმისა, რომ ბეზოსი და მისი გუნდი კონცენტრაციას ვერ შეინარჩუნებენ სრულყოფილი „დამრღვევი" ტექნოლოგიების მუდმივ ძიებაში. მაგრამ ამავე დროს, სადღეისოდ, ბეზოსმა მაინც მოახერხა „დარვევის" ტექნოლოგიების უზადო შემოქმედის სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიც გამხდარიყო. კომპანია, რომელიც მან 24 წლის წინ დააარსა, მიმდინარე წლის რომელიღაც მონაკვეთში 200 მილიარდი დოლარის ბრუნვის ნიშნულს მიაღწევს, რითაც ნაზარდი ჯამის წესით დაანგარიშებულ წლიურ 41%-იან ზრდას შეინარჩუნებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი