My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ლიდერობა

დღეს ადამიანებს ავთენტური, ორიგინალური, ნამდვილი და ბუნებრივი შეთავაზებები სურთ

ექსკლუზიური ინტერვიუ DINNER IN THE SKY-ის დამფუძნებელ დევიდ გიზელსთან
დღეს ადამიანებს ავთენტური, ორიგინალური, ნამდვილი და ბუნებრივი შეთავაზებები სურთ
ფოტო: Dinner in the Sky
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორ უნდა განარჩიონ ანტრეპრენერებმა ერთმანეთისგან უბრალოდ კარგი იდეა და სიცოცხლისუნარიანი ბიზნესშესაძლებლობა?

ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ როდესაც გადაწყვეტ ახალი ბიზნესის წამოწყებას, ყველაზე მნიშვნელოვანია „ინგრედიენტების“ სწორად შერჩევა. თუ ისინი კარგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზედმიწევნით ზუსტად არ იცი, როგორ განვითარდება და რა გზით წავა შენი ბიზნესი, შეძლებ წარმატების შანსის მაქსიმიზაციას. რა თქმა უნდა, როგორც ბუნების კანონია, დაგჭირდება დრო. ჩემთვის, ნებისმიერ ბიზნესს მინიმუმ სამწლიანი ციკლი სჭირდება იმისათვის, რომ დაინახო, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის. ამ ზღვარის გადასალახად კი საჭიროა გქონდეს საკმარისი ფინანსური, ადამიანური რესურსი და მზად იყო მუშაობის, მუშაობის და მუშაობისთვის...

რა ბიზნესშია Dinner in the Sky? სარესტორნო თუ გასართობ ბიზნესში?

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ Dinner in the Sky უფრო მეტად გასართობ ბიზნესს მიეკუთვნება. ეს არის უნიკალური გამოცდილება, უნიკალური მომენტი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩვენმა სტუმრებმა საკუთარ თავზე უნდა გამოსცადონ. დღეს ადამიანებს სურთ რაღაც არაორდინარული, უნიკალური და ექსკლუზიური. მათ სურთ იმის შეგრძნება, რომ განიცდიან ჭეშმარიტად უნიკალურ მომენტს, რაც მათ სხვა ადამიანებისგან განასხვავებს.

Dinner in the Sky არ არის მხოლოდ სადილი (ადამიანებს თუ მხოლოდ გასტრონომიული გამოცდილების მიღება სურთ, ტრადიციულ რესტორანში წავლენ), არამედ სადილის, გართობის, ლოკაციისა და შეფსა და სტუმრებს შორის ინტერაქციის კომბინაციაა.

გვითხარით თქვენი პარტნიორის, შტეფან კერხოფის შესახებ. როგორ გაქვთ განაწილებული როლები ბიზნესის მართვაში?

შტეფან კერხოფი არის The Fun Group-ის დამფუძნებელი, რომელმაც Dinner in the Sky-ს კონცეფცია რეალობად აქცია. კერხოფის და მისი გუნდის გამოცდილების გარეშე, ეს იდეა იდეად დარჩებოდა. ის არის ადამიანი, რომელიც იდეებს კონკრეტულ, უსაფრთხო და მართვად პროექტებად აქცევს. ჩემი კომუნიკაციების სააგენტო Hakuna Matata კი საუკეთესო თანხვედრა იყო, რადგან იდეების გენერირების გარდა, სააგენტო საკვების პრემიუმბრენდების კომუნიკაციაზე ზრუნავს, განსაკუთრებით „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე შეფმზარეულების მეშვეობით...

რატომ საქართველო?

Dinner in the Sky მშვენიერი კონცეფციაა, მაგრამ მისი მართვა არ არის ადვილი. ამ კონცეფციის წარმატებულ ბიზნესად ქცევა რომ შეძლოთ, უნდა გქონდეთ საუკეთესო ლოკაციები, კონტაქტები, გამოცდილება ეკოტურისტულ თუ ღონისძიებების მენეჯმენტში და ცოდნა იმისა, თუ როგორ შექმნათ რაიმე ექსკლუზიური. სოღოლ დავარიმ და აბთინ რალიმ (Dinner in the Sky-ს ფრანჩაიზის მფლობელები საქართველოში) შეძლეს ჩვენი დარწმუნება, რომ მათ აქვთ შესაბამისი უნარ-ჩვევები Dinner in the Sky-ს წარმატებით სამართავად, რომ ისინი კარგი პარტნიორები იქნებიან საქართველოში. მათ ასევე დაგვარწმუნეს, რომ თბილისი და ბათუმი საუკეთესო ლოკაციები იქნება საქართველოში. ყველაფერი, რაც მათ მიამბეს საქართველოს დინამიკის შესახებ, პირდაპირ ემთხვევა ჩემს პირად გამოცდილებას. ხუთი წლის წინ თავად ვიმოგზაურე საქართველოში და აღფრთოვანებული დავრჩი მისი სილამაზით.

რას ურჩევდით ქართველ ანტრეპრენერებს იმისათვის, რომ მათაც მოახდინონ რეალური ცვლილებები?

ჩემი რჩევა იქნება, დარჩნენ ისეთებად, როგორებიც არიან. ჩემი აზრით, ქართული კულტურა ძალიან მდიდარი და თვითმყოფადია, ქართველ ხალხს

ცხოვრების საკუთარი, დამახასიათებელი წესი აქვს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ის, რაც ნამდვილ ღირებულებას, ნამდვილ აქტივს წარმოადგენს. დღეს ადამიანებს უფრო და უფრო მეტად სურთ ავთენტური, ორიგინალური, ნამდვილი და ბუნებრივი შეთავაზებები... მათთვის უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება ერთი და იგივე რესტორნები, მაღაზიები, ბრენდები − ყველა ქალაქში მსოფლიოს გარშემო.

რა არის ანტრეპრენერისთვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებები? ადამიანი უნდა დაიბადოს ანტრეპრენერად?

იმისათვის, რომ იყოთ კარგი ანტრეპრენერი, საჭიროა კომფორტულად იყოთ თავგადასავლებთან. ჩემი აზრით, ანტრეპრენერები თანამედროვე მსოფლიოში თავგადასავლების მაძიებლები არიან. მე ვიტყოდი, რომ ანტრეპრენერად უნდა დაიბადო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია გახდე. უბრალოდ, ეს ცოტა უფრო რთული იქნება იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ასეთად დაიბადა. ყველაზე ღირებული გაკვეთილი ჩემი მთაში მოგზაურობის, მთამსვლელის გამოცდილებიდან მივიღე. როცა მწვერვალს შეჰყურებ, იცი, რომ ის შენი სამიზნეა, რომელიც უნდა დაიპყრო და მთელ ენერგიას ამ მიზნისაკენ მიმართავ. მაგრამ რასაც მალე ისწავლი, და ეს ანტრეპრენერების შემთხვევაშიც ასეა, არის ის, რომ მწვერვალი, რომელიც ქვემოდან მოჩანს, ფარავს სხვა მწვერვალს მის უკან, ის კი თავის მხრივ სხვა მწვერვალს და ასე შემდეგ... და როცა რეალურ მწვერვალს მიაღწევ, უნდა გქონდეს შემორჩენილი ენერგია უკან დასაშვებად, რაც ხშირად უფრო რთული და მომქანცველია, ვიდრე ზემოთ სვლა...

More from Entrepreneur

Amina AlTai teaches entrepreneurs and intrapreneurs how to balance a thriving career, body and mind.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur