My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ლიდერობა

13 სიტყვა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს რეზიუმეში

ჩვენ ყველამ უკვე ვიცით, რა არ უნდა ჩაწეროთ რეზიუმეში, ახლა იმაზე, რა უნდა ჩაწეროთ
13 სიტყვა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს რეზიუმეში
ფოტო: Pixabay
Content Provider
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეცადეთ კლიშეები ხშირად არ გამოიყენოთ და მართლწერასაც მიაქციოთ ყურადღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფითი პასუხი გარანტირებული გექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული სიტყვები უკვე მოძველდა, მათ 2015 წელს თუ იყენებდნენ. მაგალითისთვის, თუნდაც „როკვარსკვლავი“ და „სინერგია“ გავიხსენოთ.

უკვე კარგად ვიცით, რა არ უნდა ჩავწეროთ რეზიუმეში. მისი შედგენისას შეცდომა რომ არ დაუშვან, ჩვენი თანამშრომლებიც კითხულობენ Glassdoor-ის  ყველაზე პოპულარულ სტატიას − „21 სიტყვა, რომელიც თქვენს რეზიუმეში არ უნდა შეიტანოთ“. დრო მოვიდა იმაზეც გავამახვილოთ ყურადღება, თუ რა სიტყვები უნდა იყოს აუცილებლად თქვენს რეზიუმეში.

როდესაც რეზიუმეს შედგენაზე მიდგება საქმე, სტილსა და სიტყვების შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისეთი უნდა იყოს, რომ  არც პროგრამულმა უზრუნველყოფამ დაბლოკოს და ამასთან, დამსაქმებელი თქვენი უნარებით, კომპეტენციითა და კვალიფიკაციითაც გააოცოს.

„გამოყენებული სიტყვებით შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, კარიერული განვითარების რა დონეზეა ესა თუ კანდიდატი“, − ამბობს სუზან ჯოისი, ვაკანსიების გვერდ Job-Hunt.org-ის მფლობელი და ოპერატორი, − „როდესაც აღმასრულებელი დირექტორის ან კორპორაციის მაღალი რანგის ხელმძღვანელის ვაკანსიისთვის გამოგზავნილ რეზიუმეს ვკითხულობ და კანდიდატი კი გაურკვევლად აღწერს საკუთარ კვალიფიკაციას, ის მაშინვე საეჭვო ხდება. ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ კანდიდატის გამოცდილება რეზიუმეს ტექსტს გადაწონის, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. თუ დასაქმების სამსახურის მენეჯერი საკვანძო მაჩვენებლებით ვერ დარწმუნდა, რომ კანდიდატი კვალიფიციურია და მას სათანადო სიტყვები და სტილი არ აქვს შერჩეული, არსებობს შანსი, რომ ეს რეზიუმე არც კი იქნას განხილული“.

ექსპერტებს ვთხოვეთ ეპასუხათ, რომელი სიტყვები მოსწონთ რეზიუმეებში იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა მოხვდეს თქვენი რეზიუმე განაცხადების მთელი დასტის თავზე. გაეცანით და სერიოზული ყურადღება მიაქციეთ მათ პასუხებს!

1. რიცხვები

„თქვენს რეზიუმეში რიცხვები შეიტანეთ, თუ იმის ხაზგასმა გსურთ, რომ შედეგებზე ორიენტირებული და შრომისმოყვარე ხართ. ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა“, − ამბობს ინსტრუქტორი ანჯელა კოპელანდი, − თუ“ წერთ, რომ „ბრწყინვალე ციფრული მარკეტოლოგი“ ხართ, ფაქტებით დაუმტკიცეთ. თქვენი შედეგების დამადასტურებელი მონაცემები წარმოადგინეთ. მაგალითად, ერთ წელიწადში ინტერნეტგაყიდვები და მოგება 200%-ით გაიზარდა. ეს უკვე შთამბეჭდავია!“

2. „განვაახლე“

life & career-ის ინსტრუქტორი ჯენი დევოლი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ რეზიუმეში აუცილებელია მოქმედების გამომხატველი ზმნების შეტანა. თუმცა არა ნებისმიერი მოქმედებისა,  კლიენტებს ისეთი სიტყვების გამოყენებას ურჩევს, რომლებიც ლიდერობას და ტრანსფორმაციას წარმოაჩენს.  სიტყვა „განვაახლე“პრობლემების გადაჭრისა და მასშტაბურად აზროვნების უნარს უკეთებს დემონსტრირებას“.

3.  „წამოვიწყე“

„თუ კლიშეების გამოყენებას ვარიდებთ თავს, საკუთარი უპირატესობების ხაზგასმა მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი სიტყვებით უნდა შევძლოთ“, − ამბობს ანიშ მაჯუმდარი Glassdoor-იდან, − „მარტივსა და პრაქტიკულ სიტყვებს, რომლებიც პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, დიდი ზეგავლენა აქვთ. „წამოვიწყე“, „დავიწყე“, „გადავჭერი“, „შევცვალე“ და „ოპტიმიზაცია მოვახდინე“ − ნებისმიერი მათგანი მოქმედებას გამოხატავს და საშუალებას გაძლევთ კლიშეების გამოყენების გარეშე კარგად წარმოაჩინოთ თავი“.

4. „მოდერნიზებული გავხადე“

რეზიუმეების ნამდვილი ოსტატის, ჯეკი ბარეტ-პოინდექსტერის აზრით, ეს სიტყვები: „მოდერნიზებული გავხადე“  და კიდევ, „ჩავიფიქრე და გარდავქმენი“, მიუთითებს, თუ როგორ გააუმჯობესა და გარდაქმნა კანდიდატმა სამუშაო გარემო. შესაბამისად, კომპანიას უკეთესი შემოსავალი მოუტანა, გაცილებით მეტი კლიენტი, უკეთესი რეპუტაცია შესძინა და ა.შ. ეს სიტყვები კანდიდატის ისტორიას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის!

5. „ღირებული გავხადე“

„ეს სიტყვები მიუთითებს, რომ კანდიდატი ფიქრობს, თუ როგორ გააუმჯობესოს ბიზნესი“, − ამბობს ჯოშ დუდი, ექსპერტი და ავტორი წიგნისა „გაბედული მოლაპარაკებები ხელფასზე“. ამის გამოხატვა შეუძლებელია ისეთი სიტყვით, როგორიცაა „შრომისმოყვარე“, რადგან თავდაუზოგავმა შრომამ შესაძლოა უკეთესი შედეგები არ მოიტანოს, მაგრამ დასაქმების სამსახურის მენეჯერი აუცილებლად შენიშნავს, თუ კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროდუქტიული იყო, დამატებითი ღირებულება შექმნა, პროგრესს შეუწყო ხელი. სრულიად ნათელია, რომ კანდიდატი კომპანიის გაუმჯობესებაზე ზრუნავს“.

6. „ორგანიზება გავუკეთე“

„ნებისმიერს შეუძლია იმის თქმა, რომ გუნდს „ხელმძღვანელობდნენ“. ნაცვლად ამისა, გამოიყენეთ სიტყვები, რომლებიც რეალურად ახსნის, როგორ ასრულებდით კონკრეტულ ამოცანებს“, − ამბობს ჯოისი, −  „განვიხილოთ სიტყვები: „ორგანიზება გავუკეთე.  ეს ცარიელი სიტყვებია თუ არწმუნებს კიდევაც დასაქმების სამსახურის მენეჯერს თქვენს მიღწევებში? რაღაცის ორგანიზება თავისთავად  ორგანიზების გაკეთებასაც ნიშნავს და ხელმძღვანელობასაც. მთავარი ისაა, რეზიუმე მხატვრულ ნაწარმოებს კი არ ჰგავდეს, მკითხველს თქვენს ნამდვილ კვალიფიკაციას უჩვენებდეს“.

7. წარმოადგინეთ კონკრეტული ინფორმაცია

ჯოისი მიიჩნევს, რომ მოდური სიტყვის ნაცვლად, რეზიუმეში კონკრეტული ინფორმაციის შეტანა აუცილებელია. „ეს იმ სიტყვების შერჩევას ნიშნავს, რომლებიც ზუსტად აღწერენ თქვენს ქმედებებს ან მიზნებს, რომლებსაც მიაღწიეთ“, − ამბობს იგი, − „შრომისმოყვარეს ნაცვლად, ხომ არ სჯობს კონკრეტულად აღნიშნოთ თუ რა რთული სამუშაო შეასრულეთ და ა.შ. თავდაუზოგავად მუშაობდით თუ არა ამ სამუშაოს სრულიად წარმოუდგენელ ვადებში მოსასწრებად? უზომოდ მნიშვნელოვანია ზმნების გამოყენება, რომლებიც ნათლად მიუთითებს თუ რას მიაღწიეთ, რაზე მოახდინეთ გავლენა, რა გააუმჯობესეთ. ამ შეთხვევაში დამსაქმებელს კანდიდატის კვალიფიკაციის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ექნება“.

8. „შევქმენი, ვხელმძღვანელობდი, დავარეგულირე“

„საინტერესოა ისეთი კანდიდატების მოძიება, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს კომპანიის საქმიანობაში, იდეის განხორციელება შეძლეს, − ამბობს ქეით ო’სალივანი, აღმასრულებელი ინსტრუქტორი, − „მთავარი თვისება, რომელსაც კანდიდატებში ვეძებ, წინასწარ დასახული გეგმის შესრულება კი არა, ბუნდოვანი იდეის ან სტრატეგიული მიზნის ბოლომდე მიყვანაა. ეს საკვანძო სიტყვების გამოყენება უსათუოდ მიანიშნებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდით. ეს კი დასაქმების სამსახურის მენეჯერების უმეტესობის ყურადღებას მიიპყრობს“.

9. მოიყვანეთ მაგალითები

„ზოგადად უნდა ითქვას, რომ ძნელი იქნება რეზიუმეს მკითხველის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ ბევრი მნიშვნელოვანი უნარი გაქვთ, თუ მხოლოდ ჩამოთვლით თქვენს თვისებებს“, − ამბობს ო’სალივანი, − „ამის მიზეზს ადვილად მიხვდებით, თუ სხვების ადგილას წუთით წარმოიდგენთ თავს. სამსახურის მაძიებელთა უმრავლესობას სურს სასურველ კანდიდატად წარმოაჩინოს თავი და ამიტომ შეაქვს რეზიუმეში ეს თვისებები. მაგრამ მსურველთა უზარმაზარი არმიიდან მხოლოდ ამ თვისებების ჩამონათვალით ვერავინ გამოგარჩევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითების მოყვანაა. თუ იმის დამტკიცება გსურთ, რომ გუნდური მოთამაშე ხართ, აღნიშნეთ როგორ თანამშრომლობდით მომიჯნავე გუნდებთან და ახალ თანამშრომლებთან; ან როგორ დაამუშავეთ ახალი ჯვარედინი სწავლების მოდელი. თუ ამ უნარების დემონსტრირებას სრულიად სარწმუნო და დამაჯერებელი გზით − კონკრეტული მიღწევებისა და პროექტების ჩამოთვლით შეძლებთ, სხვა კანდიდატებისგან ნამდვილად გამოგარჩევენ“.

10. რეზიუმე მარტივი უნდა იყოს

დუდი ირწმუნება, რომ რეზიუმე ეფექტური უნდა იყოს, და ამავე დროს დამსაქმებლებს მისი გადახედვა ადვილად შეეძლოთ. „ჩემს კლიენტებს ვარწმუნებ, რომ დასაქმების სამსახურის მენეჯერები მათ რეზიუმეს ხშირად ინტერვიუმდე არც კი ეცნობიან“, − ამბობს დუდი სრულიად გულწრფელად, − „ისინი ყოველი რეზიუმეს საგულდაგულოდ წასაკითხად ინტერვიუს წინა დღეს ჭიქა ღვინით ხელში სულაც არ სხდებიან.  გასაუბრებაზე ცდილობენ რეზიუმეს გადახედვასა და განსახილველი თემების მოძებნას“.

11. „ვუხელმძღვანელე“

კოპელანდი მიიჩნევს, რომ რეზიუმეს შედგენისას და საერთოდ, სამსახურის მოძიებისას მორიდებულობა არ ივარგებს. „ხაზგასმით აღნიშნეთ, თუ რამდენად მასშტაბურად ხართ ჩართული სამსახურის საქმიანობაში. მოკრძალების დრო არ არის, თქვენი მიღწევები უნდა წარმოაჩინოთ. თუ მთავარი როლი შეასრულეთ პროექტის განხორციელებაში, სიტყვა „დახმარება“ სიტყვა „ვუხელმძღვანელე“-თი შეცვალეთ“. „ვუხელმძღვანელე“, „შევქმენი“ და „ინიციატივა გამოვიჩინე“ − ეს სიტყვები ნათლად მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი მონაწილე კი არ იყავით, არამედ ამ პროექტში წამყვანი როლი შეასრულეთ“.

12. „თავდადებული“

„რეზიუმეში აღნიშნეთ, რომ სამუშაოსადმი თავდადებული ხართ, სწორედ ამ სიტყვის გამოყენებით“, − ამბობს დევოლი, − „ნამდვილად ცდებით, თუ სტილს და სიტყვებს არ აქცევთ ყურადღებას და ფიქრობთ, რომ მათ არანაირი ძალა არ აქვთ. მენეჯერები თქვენი უნარების, მზაობისა და ლიდერული თვისებების შეფასებას მხოლოდ ქაღალდით თუ შეძლებენ“.

13. რედაქტირების ოსტატობა

თქვენი რეზიუმეს წაკითხვა და შემდეგ კიდევ ერთხელ გადაკითხვა რედაქტირების პროცესის მხოლოდ დასაწყისია. დაუჯერებლად გეჩვენებათ, არა? ჩვენი ყველა ექსპერტი რეზიუმეს რედაქტირების  მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ამის თაობაზე რამდენიმე მოსაზრებას გაეცანით:

„სიტყვების შერჩევა უზომოდ მნიშვნელოვანია. თქვენს რეზიუმეში საკუთარი თავის წარმოსაჩენად მეტისმეტად დიდი შესაძლებლობა ნამდვილად არ გაქვთ და ამიტომ თითოეულ სიტყვას მიაქციეთ ყურადღება“, − გირჩევთ ო’სალივანი, − „ხაზი გაუსვით მიღწევებს და თუ შესაძლებელია, რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი გამოცდილება სამიზნე სამუშაოს მიუსადაგოთ. გაცილებით ეფექტური იქნება, თუ პროექტებზე ნაკლებს ილაპარაკებთ, პასუხისმგებლობებს კი საფუძვლიანად განიხილავთ. ყველაფერი ჩამოთვალეთ, რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ. ბოლო გამოცდილებაზე გაამახვილეთ ყურადღება და რეზიუმეს რედაქტირება ამის მიხედვით სცადეთ. საკუთარ თავს ჰკითხეთ: „დამეხმარება თუ არა ამ საქმეში ჩემს გამოცდილებასთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია? თუ ფიქრობთ, რომ არა, ნუ შეიტანთ“.

„სიტყვების შერჩევას ერთი მარტივი გზა გაგიადვილებთ − თქვენი რეზიუმე ხმამაღლა წაიკითხეთ“, − გირჩევთ კოპელანდი, − „ეს იქამდე გაგიმახვილებთ ბევრ საკითხზე ყურადღებას, ვიდრე ვინმე სხვა გაეცნობა მას. შემდეგ მისი წაკითხვა მეგობარს ან ოჯახის წევრს სთხოვეთ, რომელიც სხვა დარგში მუშაობს. თუ თქვენი რეზიუმე ბუნდოვანი მოგეჩვენებათ, გადახედეთ და ისე შეცვალეთ, რომ გაცილებით ნათელი გახდეს“.

„აქ მხოლოდ სათანადო სიტყვების გამოყენებაზე კი არა, თქვენი ისტორიის ნიუანსების გამოვლენასა და შემდეგ მათ კომბინირებაზეა საუბარი ისე, რომ სამიზნე მკითხველისთვის საინტერესო იყოს“, − ამბობს ბარეტ- პოინდექსტერი, − „შეგიძლიათ ყველაფერი გამოიყენოთ, რაც რეზიუმეს აამეტყველებს − არსებითი სახელებიც და ზმნებიც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ  სწორად შერჩეული ისტორიების გარეშე, თქვენი რეზიუმე არც მკითხველის ყურს მოხვდება და არც თვალს“.

„რაც შეეხება, სტილს და სიტყვების შერჩევას, აქ მნიშვნელოვანია ლაკონური და საღად მოაზროვნე იყოთ. არავის აქვს იმდენი დრო და ენერგია, რომ მრავალფურცლიან რეზიუმეს გაეცნოს“, − ამბობს დევოლი, − „თქვენს რეზიუმეში აშკარად უნდა ჩანდეს ამ პოზიციისთვის აუცილებელი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური გამოცდილება". 

More from Entrepreneur

Terry's digital marketing expertise can help you with campaign planning, execution and optimization and best practices for content marketing.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur