My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ინსპირაცია

10 ციტატა „ვარსკვლავური ომებიდან", რომელიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა იცოდეს

კი არ უნდა სცადო, ყოველთვის უნდა გააკეთო
10 ციტატა „ვარსკვლავური ომებიდან", რომელიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა იცოდეს
ფოტო: Star Wars
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ვარსკვლავური ომების“ სერიებმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, ამის უარყოფა შეუძლებელია. ეს ფილმები 40 წელიწადზე მეტია მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროა, მათში რაღაც გასაოცარი და ამაღელვებელია, რაც ნებისმიერ სოციალურ, ასაკობრივ და კულტურულ ბარიერს ლახავს.

ეს ფილმები ყველაზე მეტად იმიტომ მოსწონთ, რომ უნივერსალურია. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება შორეულ გალაქტიკაში მიმდინარეობს, ისეთ თემებს შეეხება, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია - ოჯახური კავშირები, მეგობრობა, მემკვიდრეობა, ინდივიდუალობა,  წარმატება, მარცხი, ხსნა და ოპტიმიზმი ყველაზე მძიმე დროსაც კი.

სწორედ ამიტომ, „ვარსკვლავური ომების“ გაკვეთილები ნებისმიერს ეხება, მათაც კი, ვინც საკუთარ ბიზნესს იწყებს. გაეცანით 10 ციტატას ფილმებიდან, რომელიც ყველა ანტრეპრენერმა გულთან ახლოსაც უნდა მიიტანოს და გონებაშიც ჰქონდეს.

1.  „კი არ უნდა მოსინჯო, ნამდვილად უნდა გააკეთო“ − იოდა 

ეს მნიშვნელოვანი რჩევა ბრძენმა იოდამ თავის მოსწავლე ლუკა სქაიუოქერს დაგობაჰში მისცა, სადაც მომზადებას გადიოდა, რომ ჯედი გამხდარიყო. ეს მიდგომა საერთოდ გამორიცხავს მოსინჯვას და მცდელობებს. რთული ამოცანა აუცილებლად უნდა შეასრულო.  

ანტრეპრენერის საქმიანობას ეჭვები მუდამ თან სდევს, სწორედ ამიტომ ერიდება ბევრი პირველი ნაბიჯის გადადგმას; ან მოვალეობის შესრულებას მაშინ არიდებს თავს, როდესაც მეტისმეტად რთულდება ვითარება. ნუ მისცემთ უფლებას ორჭოფობას მიზნების შესრულებაში შეგიშალოთ ხელი. პრობლემებს მედგრად დაუხვდით და მათ მოსაგვარებლად რაც შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთეთ.

2.  „ნურასოდეს დამელაპარაკები შანსზე“, − ჰან სოლო

ნაძირალა ჰან სოლომ ასე მწარედ გაიხუმრა მას შემდეგ, რაც შეშფოთებულმა C3PO-მ უთხრა, რომ ასტეროიდების ველზე ნავიგაციის შემთხვევაში გამარჯვების შანსი არსებობდა. სოლომ მაშინვე თქვა უარი, მარცხის შეეშინდა, არ მოინდომა საკუთარი უნარების გამოყენება გუნდის მძიმე ვითარებიდან დასახსნელად.

შანსზე ის შეიძლება ითქვას, რომ ის მხოლოდ ჰიპოთეტურია და ამიტომ თქვენს ცხოვრებას არ უნდა წარმართავდეს. სინამდვილეში რა მოხდება, არავინ იცის. თუ რაღაც არასწორად მოხდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება. თუ ჯილდო დიდია,  გარისკვად ნამდვილად ღირს.

3.  „ჩემი გამოცდილებით, გამართლება საერთოდ არ არსებობს“, − ობი-უან კენობი

როდესაც ლუკამ პირველად დაიწყო მანათობელი მახვილის გამოყენება, მოშორებული საწვრთნელი დროიდიდან ლაზერების დაბლოკვას ცდილობდა. თუმცა, როგორც კი ობი უან-კენობიმ წაახალისა, უკეთ და უკეთ შეძლო. ჰან სოლო ამას გამართლებას მიაწერდა, მაგრამ ობი-უანი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.

საკუთარ მიღწევებს ნურასოდეს მიაწერთ გამართლებას. სადაც ხართ და რასაც მიაღწიეთ, დაიმსახურეთ. თუ მეტისმეტად ღრმად შეტოპავთ, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნუ შეგეშინდებათ, და არც  მადლიერების გამოხატვა დაგავიწყდეთ იმ ადამიანებისადმი, ვინც ამ გზაზე დაგეხმარათ.

4. „ზოგჯერ სიამაყე უნდა დავივიწყოთ და რაც გვევალება გავაკეთოთ“, − ენაკინ სქაიუოკერი

კლონების თავდასხმისას, სენატორ პადმე ამიდალას სთხოვეს სადმე უსაფრთხო ადგილას დამალულიყო. მისთვის ეს სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ მცველმა ენაკინ სქაიუოქერმა მოვალეობები შეახსენა.

დიდმა სიამაყემ შესაძლოა დაგღუპოთ, ჯიუტი გაგხადოთ და მოლაპარაკებებზე უარი გათქმევინოთ. თქვენს წინ ბევრი კარი დაიხურება თუ გამუდმებით ერთსა და იმავე იმეორებთ: „ეს ჩემი გზაა, არ გადავუხვევ“. კომპრომისი ხშირად აუცილებელია და უფრო დიდ შესაძლებლობებს უხსნის გზას.

5.  „ყოველთვის მოიძებნება უფრო დიდი თევზი“, − ქუი-გონ ჯინი

ფილმში ეს პირდაპირი მნიშვნელობითაა ნათქვამი. ქუი-გონ ჯინი ამ დასკვნას მას შემდეგ აკეთებს, რაც გმირების წყალქვეშა ხომალდს გიგანტური თევზი კინაღამ გადაყლაპავს, მათ  კიდევ უფრო დიდი ქმნილების გამოჩენა გადაარჩენთ.

მაგრამ ამ ყველაფერს გადატანითი მნიშვნელობაც აქვს. რაგინდ შორს უნდა შეტოპოთ, საიდანღაც ყოველთვის გამოჩნდება თქვენზე დიდი და ძლიერი, იმ გუბურაში ერთადერთი არასოდეს იქნებით.

6. „რაც ისწავლეთ, სხვებსაც გადაეცით“, − იოდა

ეს მხოლოდ რამდენიმე მწარე სიტყვაა მათგან, რომელსაც იოდა ლუკას დაშორებისას ეუბნება. ის ლუკას არწმუნებს, წინ იაროს და მიღებული ცოდნა სხვებს გადასცეს.

სამწუხაროდ, ანტრეპრენერებს ავიწყდებათ, რომ გაცემა აუცილებელია და ისინი ნაცვლად ამისა, ეგოცენტრისტები ხდებიან. საკუთარ მოგებაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად წაგიყვანთ შორს, მაგრამ სხვებისთვის გაზიარებითა და სიკეთით შევძლებთ რაღაც ნამდვილად დიდის გაკეთებას.

7.  „ლაპარაკის უნარი არ გხდის უფრო გონიერს“, − ქუი-გონ ჯინი

ეს მწარე სიტყვები ქუი-გონ ჯინმა მას შემდეგ თქვა, რაც ჯა-ჯა ბინქსმა, კომედიური ხასიათის პერსონაჟმა თამამი შენიშვნებით ისინი თითქმის გაანადგურა. ეს სიტყვები პირდაპირ მიზანში არტყამს.

აქედან მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება. სადაც უნდა აღმოჩნდეთ, ნებისმიერ სფეროში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც დიდხანს ლაპარაკი შეუძლიათ, მაგრამ მნიშვნელოვანს მაინც არაფერს იტყვიან. მათი ორატორული ნიჭი გამჭრიახობად არასოდეს მიიჩნიოთ.

8.  „ცვლილებების შეჩერებას ვეღარ შეძლებთ ისე, როგორც მზის ჩასვლას ვერ შეაჩერებთ“, − შმი სქაიუოქერი

ბავშვობაში ენაკინ სქაიუოქერს იმის წარმოდგენაც კი შიშს გვრიდა, რომ სახლიდან უნდა წასულიყო და თავისი ოცნებები აეხდინა, პოტენციალი გამოეყენებინა. დედა სიყვარულით ახსენებს, რომ ასეთი ცვლილებები გარდაუვალია, ცხოვრების მეორე ნაწილია.

კომფორტული გარემოდან გამოსვლა არც ისე ადვილია, როდესაც იქ ყოფნას ხართ შეჩვეული. მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ. ეს არც ისე ცუდია. თუ გახსოვთ, რომ ცვლილებები გარდაუვალია, თქვენი ინტერესების შესაბამისად გამოყენებას შეძლებთ და ადრინდელზე ბევრად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებით.

9. „დამარტყი და იმაზე ძლიერი გავხდები, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია“, − ობი-უან კენობი

ობი-უან კენობი ამ გაბედულ სიტყვებს დართ ვეიდერთან დუელის დროს წარმოთქვამს. კარგად იცის, რა შექმნა და ეჭვიც არ ეპარება იმ ადამიანებში, რომლებსაც საკუთარი მოქმედებებით მისცა შთაგონება.

არ დაივიწყოთ, რას ფიქრობენ თქვენზე თქვენი კოლეგები, პარტნიორები და თანამშრომლები. იმ მაგალითზე იფიქრეთ, რომელსაც გუნდის დანარჩენ წევრებს აძლევთ. ეცადეთ, კარგი კვალი დატოვო დედამიწაზე, რომელიც მარადიულად იარსებებს.

10.  „შიში სიბნელისკენ წაგიყვანს“, − იოდა

ახალგაზრდა ანაკინ სქაიუოქერმა ჯედის საბჭოს წინაშე მნიშვნელოვანი გაფრთხილება მიიღო. იოდამ იგრძნო, რომ ანაკინს შიში ჰქონდა და იმ პრობლემების მოგვარებას შეეცადა, რომლებიც შესაძლოა ამ შიშს გამოეწვია.

შიშმა თქვენს ბიზნესგადაწყვეტილებებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. ის მხოლოდ უკან დაგხევთ. იმედის გზა არჩიეთ, რომელიც საიმედოდ მიგიყვანთ მომავალში.

წარმატებას გისურვებთ. ყოველთვის!

More from Entrepreneur

Dustin's experience and expertise can help you monetize your message, build a marketing strategy and connect with influencers.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur