რა უშლის ხელს ტურიზმის განვითარებას რეგიონებში

რა უშლის ხელს ტურიზმის განვითარებას რეგიონებში
ფოტო: Entrepreneur Georgia
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჟურნალ Entrepreneur Georgia-ს ივლისის ნომერში გაგაცანით თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადასული ოთხი ქალი, რომლებიც რეგიონებში ახალ შესაძლებლობებს ქმნიან. მათი ისტორიები შთამაგონებელი და მისაბაძია. ამდენადვე საყურადღებოა ის პრობლემები, რომლებიც მათ მიერ დასახელდა. ეს ის გამოწვევებია, რაც ხელს უშლის ტურიზმის და სამეწარმეო გარემოს განვითარებას რეგიონებში.

აღნიშნული გამოწვევების აღიარება და მათზე რეაგირება იქნება გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც მხოლოდ რეგიონში არსებულ გამოწვევებს ეხება.

ლია მუხაშავრია

კოოპერატივი „გურიის თხილი“ | სოფელი შუხუთი, ლანჩხუთი, გურია

დარგის ვიწრო სპეციალისტების არსებობა დიდი გამოწვევაა რეგიონში. აუციელებელია კოლეჯების არსებობა, სადაც მომზადდებიან ადგილობრივი კადრები – აგრონომები, ვეტერინარები, სასტუმროს მენეჯერები... ლიას თქმით, დონორების მიერ ჩატარებული ტრენინგები კარგია, მაგრამ აუცილებელია რეგულარული საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა.

თუმცა, ლიას დაკვირვებით გამოწვევებს შორის ყველაზე მწვავე მოსახლეობის ნიჰილიზმია, რაც ხანგრძლივი სიდუხჭირის და მუდმივი იმედგაცრუებების შედეგია. სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხს ურჩევნია საზღვარგარეთ წასვლა ვიდრე ადგილზე შრომა, რადგან ვერ ხედავენ შესაძლებლობებს. მწირია მუნიციპალური მხარდაჭერაც. ლიას სჯერა, რომ ამის დაძლევა წარმატებული ქეისები გაზიარებით არის შესაძლებელი, რაც შთამაგონებელი და მისაბაძი გახდება სხვებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც უკვე აკეთებს საერთო სასიკეთო საქმეს. „უნდა აღსდგეს მომავლის რწმენა, რადგან როცა გჯერა, აუცილებლად გამოვა“ - ამბობს ლია.

იხილეთ სტატია სრულად: https://www.entrepreneur.com/article/336873

დაკა ბერძენიშვილი

ამხანაგობა „სკიჯის სახლი“ | ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია

გამოწვევებზე საუბრის დროს, დაკა მთავარ პრობლემად დონორების და სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან შეუსაბამო დამოკიდებულებას ასახელებს. მაგალითად ასახელებს შემთხვევას, როდესაც ერთერთმა დონორმა საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია ჩაატარა ჩოხატაურში და დამსწრეებს საგრანტო განაცხადის შევსება ინგლისურ ენაზე მოსთხოვა.

დაახლოებით მსგავსია, სამეწარმეო საგრანტო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსებაც. ასეთი მოთხოვნები თავშივე მიუწვდომელს ხდის ამ შესაძლებლობას გლეხებისთვის, რომლებმაც არ იციან არც კომპიუტერი, არც ინგლისური, არც ბიზნეს მოდელის შედგენა. თუმცა, მათ ძალიან კარგად იციან ხილის და ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგია.

დაკას ღრმა რწმენით, თუ ცვლილებები გვსურს, დონორების და სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა გახდეს სოფელში არსებული რეალობის შესაბამისი. უნდა მოხდეს გაცნობიერება, რა შეიძლება მოვთხოვოთ სოფლის მაცხოვრებელს და რა ენით ვესაუბროთ. მისი თქმით, არსებული სამეწარმეო საგრანტო პროგრამები მისნაირ ხალხზეა გათვლილი, როცა ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

იხილეთ სტატია სრულად: https://www.entrepreneur.com/article/336874

მაკო ჟორჟიკაშვილი

სათემო კავშირი „ნიყვის კომუნა“ | სოფელი კურსები, ტყიბული, იმერეთი 

გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, ტყიბულის შემთხვევაში ამოუწურავია. თუმცა მაკომ სოფლის ტურიზმის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ასევე კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს.

მისი თქმით, მეტი მუშაობაა საჭირო რეგიონის ცნობადობის გაზრდის, ტურისტული ღირშესანიშნაობების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების, ტურისტული კვლევების, პროფესიული უნარების მქონე კადრების მომზადების, ადგილობრივი საოჯასო სასტუმროების გადამზადების და საგზაო მანიშნებლების განვითარების კუთხით.

გამოწვევებს შორის საკვანძო სპეციალიზებული განათლების პრობლემაა, რაც რეგიონს აგრო-რესურსების ეფექტურ გამოყენებაში უშლის ხელს. მართალია, სარწყავი, სამაცივრე და საშრობი სისტემებისა და მოწყობილობების მოწესრიგების გარეშე, ვერ ხდება პროდუქტის ეკონომიკური რესურსის სრულად გამოყენება და სეზონურობის რისკის შემცირება. თუმცა, მოკლევადიან გამოსავალს დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებში ხედავს, რაც სამეურნეო პირობებში სოკოს კულტივაციის  ცოდნის გაღრმავებასა და თანამედროვე გამოცდილების გაზიარებაში შეუწყობდა ხელს. მათთვის სპეციალისტების წერტილოვანი დახმარება უმნიშვნელოვანესია.

იხილეთ სტატია სრულად: https://www.entrepreneur.com/article/336875

ნანა ბაგალიშვილი

სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ | წნორი, კახეთი

ნანა, მის თანამოაზრეებთან ერთად, აქტიურად იბრძვის იმ გამოწვევების დაძლევისთვის, რომელიც რეგიონშია. თუმცა არის გარკვეული პრობლემები, რომელიც მათ ძალებს აღემატება და რაც რეალურად შეუწყობდა ხელს ადგილობრივ დონეზე სამეწარმეო გარემოს განვითარებას. მსგავს პრობლემებს შორისაა ცენტრალურ წყლისა და შიდა ტრანსპორტირებების სირთულეები. ასევე, პროფესიული კოლეჯების არ არსებობა, რომელიც ადგილობრივ სპეციალისტებს მოამზადებდა.

იხილეთ სტატია სრულად: https://www.entrepreneur.com/article/336876

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur