როგორ დავიწყო ბიზნესი

10 ექსპერიმენტი სტარტაპის ჰიპოთეზის შესამოწმებლად

იცით, რომ ახალი იდეა მხოლოდ მაშინ ხდება პოპულარული, როდესაც ის თითქმის ბანალურად გადაიქცევა?
10 ექსპერიმენტი სტარტაპის ჰიპოთეზის შესამოწმებლად
ფოტო: Pixabay
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იცით, რომ ახალი იდეა მხოლოდ მაშინ ხდება პოპულარული, როდესაც ის თითქმის ბანალურად გადაიქცევა?

სწორედ ასე მოხდა „მომჭირნე სტარტაპის“ შემთხვევაშიც. როდესაც ბიზნესმოდელის ძიებას დაიწყებთ, თქვენი სტარტაპი ამ ფილოსოფიის მიხედვით, სამეცნიერო ექსპერიმენტად უნდა განიხილოთ. ამ კონცეფციამ ახალი იდეასავით დაიმკვიდრა თავი და შემდეგ იმდენად პოპულარული გახდა, რომ ადამიანები დღეს ამ მიდგომას საღ აზროვნებას ეძახიან. როგორც ვენჩურული კაპიტალის ფირმის − FF Venture Capital-ის პარტნიორი, კომპანიებს რეგულარულად ვურჩევ ჩვენს პორტფოლიოს, რომ თავიანთი ოპერაციები შემოქმედებითი გზებით გამოსცადონ.

მაგრამ საინტერესოა, რა ექსპერიმენტები უნდა ჩაატაროთ თქვენი ჰიპოთეზის შესამოწმებლად? ქვემოთ 10 მათგანია. თქვენი ექსპერიმენტებისთვის გარკვეული სტრუქტურის მისაცემად, Javelin Experiment Board-ის გამოყენებას გირჩევთ.

მსგავსი სტატია: მომჭირნე (Lean) მიდგომა სტარტაპში

ნაბიჯი I: გამოიკვლიეთ პრობლემა და ბაზარი

1. საჯაროდ დაპოსტეთ, თუ რას აკეთებთ. ეს რაოდენობრივი უკუკავშირისთვის (გაზომვადი შედეგები და მაჩვენებლები) აუცილებელი საქმიანი გამოხმაურებების მიღებაში დაგეხმარებათ, რომლებსაც მოგვიანებით შეაგროვებთ. გარდა ამისა, არ დაივიწყოთ, რომ კლიენტებთან ინტერვიუს ჩატარებაც აუცილებელია (ეფექტური ინტერვიუს ჩასატარებლად რჩევებსაც გადახედეთ − effective customer interviews).

2. Quora-ზე ან სხვა ონლაინ სადისკუსიო ინსტრუმენტზე პირდაპირი შეკითხვები დასვით. მოუსმინეთ, რას ამბობს ხალხი. აზრის გამოთქმა ბევრ მომხმარებელს სურს, უბრალოდ, შეკითხვის დასმაა აუცილებელი. Quora-ზე ან Reddit-ზე, ან თქვენი დარგის შესაბამის რომელიღაც ფორუმზე შეკითხვები&პასუხების გვერდზე გადაინაცვლეთ და შეკითხვების დასმაზე გადადით. შეგიძლიათ ზოგადით დაიწყოთ, მაგალითად: „როგორ აგვარებენ ადამიანები ამ პრობლემას?“; „მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის რა ინსტრუმენტებს იყენებენ ვენჩურული კაპიტალი ან კერძო კაპიტალის ფონდი?“ − ეს კონკურენტებისთვისაცაა და კლიენტებისთვისაც.

3. გამოკითხვები და ექსპერიმენტები ჩაატარეთ ფულადი და არაფულადი სტიმულების გამოყენებით. თქვენს კლიენტთა ბაზაში ანკეტის გაგზავნა გამოხმაურების მიღებისა და მოთხოვნების დადგენის შესანიშნავი საშუალებაა.

საპასუხო სტიმულის შეფასება სცადეთ. მაგალითად, X%-იანი ფასდაკლება შესთავაზეთ პროდუქციაზე, როდესაც ის პირველად გამოვა ბაზარზე. იმის მიხედვით, ისარგებლებენ თუ არა ადამიანები არარსებულ პროდუქტზე ფასდაკლებით, კიდევ ერთხელ შეამოწმებთ, არსებობს თუ არა მოთხოვნა“.

4. წინასწარი შეკვეთები შეაგროვეთ. სახალხო დაფინანსების პლატფორმებმა, როგორიცაა Indiegogo და Kickstarter, მნიშვნელოვნად გაამარტივეს საბაზრო მოთხოვნის განსაზღვრა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. პროდუქტის აღწერით და მასებისთვის შეთავაზებით, ანტრეპრენერები სრულიად ნათლად შეძლებენ შეფასებას, თუ რა რეაგირება იქნება ამ პროდუქტზე ბაზარზე. გარდა ამისა, სწრაფი გამოხმაურებები და შეკითხვები შესაძლოა სტარტაპებს პოტენციური პრობლემების გამომჟღავნებაში დაეხმაროს და შესაძლებლობა მისცეს იქამდე გამოასწორონ, ვიდრე კომპანიის ზრდაზე დაიწყებენ ზრუნვას.       

მსგავსი სტატია: Crowdfunding კამპანია ტურისტების სასაჩუქრე მამალოების წარმოებისთვის

5. სატესტო სარეკლამო განცხადებები გამოაქვეყნეთ. Google AdWords, Yahoo! Bing და სხვა პლატფორმები გამოიყენეთ სარეკლამო განცხადებების შესაქმნელად, რომლებიც მაყურებელს პირდაპირ თქვენს გვერდზე გადაიყვანს და ელექტრონული ფოსტით რეგისტრაციას, და შესაძლოა წინასწარ შეკვეთასაც მოსთხოვს. შეამოწმეთ, რომელი განცხადებებია ეფექტური (მაგალითად, ტიმ ფერისმა საკუთარ წიგნს Adwords-ის კონვერსიის კოეფიციენტით დაარქვა სახელი).

მხოლოდ წერილების შეგროვებით არ დაკმაყოფილდეთ, მონაცემებიც შეაგროვეთ მინიგამოკითხვით. უნივერსალურ ინსტრუმენტს − QuickMVP-ს გირჩევთ სასტარტო გვერდების შესაქმნელად, ტრაფიკის სამართავად Google AdWords-ის მიხედვით და მომხმარებლის მოთხოვნის გასაანალიზებლად.

ნაბიჯი II: შეისწავლეთ პრობლემის მოგვარების გზა

6. ბევრჯერ დატესტეთ თქვენი საიტი. დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმაში, თუ როგორ მიიღებს მომხმარებელი თქვენს სტარტაპს და მის წინადადებებს. ამიტომ ექსპერიმენტებს მიმართეთ. სასტარტო გვერდების შესაქმნელად და სამომხმარებლო მონაცემების გასაანალიზებლად, Launchrock შესანიშნავი საშუალებაა. ან A/B ტესტირების კამპანიებით Optimizely-ის გამოყენებით სცადეთ ექსპერიმენტის ჩატარება. აქ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ვირუსული სამიზნე გვერდის შექმნა.

7. დაელაპარაკეთ თქვენი ბეტა-პროდუქტის რეალურ მომხმარებელს. შესაძლოა ახალი პროდუქტის გაშვებისას თქვენი პოტენციური „მაშველი რგოლები“ ბეტა ტესტერები აღმოჩნდნენ. თქვენი სტარტაპის დატესტვისას მომხმარებლის დასაინტერესებლად, ჩვენი ვებგვერდები: Betali.stErli Bird და StartupLi.st შეამოწმეთ.

ნაბიჯი III: ბაზარი

8. გააანალიზეთ ვებგვერდის გამოყენება. დატესტეთ, რომელ სიტყვებს აქვთ ყველაზე მეტი ნახვა და სამიზნე ბაზარზე ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ. საფუძვლიანად განიხილეთ Google Analytics, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიზნების მონიტორინგს, დემოგრაფიულ ინფორმაციას, ინტერესების სეგმენტაციასა და კოჰორტულ ანალიტიკას.

9. გააანალიზეთ, რომელი მარკეტინგული კამპანიები იზიდავს ყველაზე მეტად მომხმარებელს. ინფლუენსერებს თქვენთანაც აქვთ შეხება და მომხმარებელთანაც, ამიტომ მათი ქცევის გაგებაც მნიშვნელოვანია. ამაში სოციალური ქსელის ანალიზის რამდენიმე ინსტრუმენტი დაგეხმარებათ, მათ შორის, Copromote და Bottlenose. 

10. რეფერალების პროგრამები მონეტარული და არამონეტარული სტიმულებით დატესტეთ. რეფერალური პროგრამები შესანიშნავი გზაა ახალი მომხმარებლის შესაძენადაც და ამავე დროს, მიმდინარე კლიენტებისთვისაც საინტერესოა.

რეფერალების პროგრამის ყველაზე წარმატებული მაგალითი Dropbox-ია. კომპანიამ ორმხრივი სტიმული საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენა გასაზიარებლად: ადამიანი, Dropbox-ზე რეფერალური ბმულით რეგისტრირებისას, იმაზე მეტ სივრცეს იღებს, ვიდრე ჩვეულებრივი რეგისტრაციით მიიღებდა. ამ დროს, რეფერალიც დამატებით სივრცეს იღებს.

მსგავსი სტატია: თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

 

More from Entrepreneur

Kim's expertise can help you become a strong leader, pitch VCs for capital, and develop a growth strategy.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur