📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Mastercard საქართველოში უნაღდო გადახდების გამოწვევას იწყებს გადაიხადეთ Apple Pay-თ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mastercard

Mastercard-მა უნაღდო გადახდების გამოწვევა დააანონსა. პრომო აქციაში ჩართული ინფლუენსერები ერთი კვირის მანძილზე ყველგან, მაღაზიებში, სალონებში, რესტორნებსა თუ სხვა ადგილებში მხოლოდ სმარტფონით, Apple Pay-ს აპლიკაციაზე მიბმული Mastercard-ის ვირტუალური ბარათით გადაიხდიან. დღეიდან Apple Pay-თ გადახდა Mastercard-ის მეშვეობით ახლანდელი მონაცემებით საქართველოს ბანკში, ლიბერთი ბანკში, VTB-სა და თიბისიშია ხელმისაწვდომი.

"მოხარული ვართ და მივესალმებით Apple Pay- ით გადახდის დაწყებას საქართველოში. სმარტფონით გადახდა დღესდღეობით ძალიან პოპულარულია, და მიგვაჩნია, რომ საქართველოში ეს ტენდენცია ძალიან დინამიური იქნება. ეს შესაძლებელი იქნება იმ ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რომელიც ჩვენ შევქმენით ჩვენს პარტნიორებთან ერთად. დარწმუნებული ვართ, რომ Apple Pay გახდება უნაღდო გადახდების უზარმაზარი განვითარების ბიძგი საქართველოში" - განაცხადა იგორ სტეპანოვმა, Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში.

გამოწვევის პირველი მონაწილეები შეეცდებიან ერთი კვირა მხოლოდ სმარტფონით, საფულისა, ბარათებისა და ქეშის გარეშე გაატარონ და ყველას აჩვენონ, რომ ჩვენი რეალობა ჭეშმარიტი ტექნოლოგიური და უნაღდოა. ისინი Mastercard-სგან სამახსოვრო პრიზებს და ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებენ.

Mastercard-მა საჩუქრები ყველასთვის დაანონსა, ვინც პრომო კამპანიას სექტემბერ-ოქტომბერში შეუერთდება. Apple Pay-ს Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში ისინი Mastercard-სა და პარტნიორი მერჩანტებისგან სპეციალურ ბენეფიტებსა და სიურპრიზებს მიიღებენ:

  • RGG მაღაზიათა ქსელში (Zara, Massimo Dutti, Mango, Gap, Promod, Aldo და სხვა.) - 5 ლარიან ვაუჩერს ყოველ 50 ლარიან ტრანზაქციაზე.
  • McDonald's-ში - ყოველ 5 ლარიან ტრანზაქციაზე უფასო ბურგერს.
  • Carrefour-ში - ყველა ტრანზაქციაზე გაორმაგებულ ქულებს MyClub-ზე.
  • GULF-ში - ასევე 5 ლარიან ვაუჩერს ყოველ 50 ლარიან ტრანზაქციაზე.

პრესკონფერენციის დროს, იგორ სტეპანოვმა ინფლუენსერებს, მედიასა და სხვა სტუმრებს აუხსნა როგორი მარტივი, მოსახერხებელი და დაცულია ყველა გადახდა მობილური ტელეფონისა და მასტერქარდის მეშვეობით.

როდესაც იყენებთ თქვენს საბანკო ბარათს მობილურით გადახდისას, ბარათის მონაცემები არც მოწყობილობაში და არც მობილურ სერვერებზე არ ინახება. იგი იცვლება უნიკალური ანგარიშის ნომრით, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება თქვენს მობილურში. თითოეული გარიგება დასტურდება უნიკალური უსაფრთხოების კოდით.

უკონტაქტო გადახდა საქართველოში გადახდების სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლო გახდა. რაც შეეხება უკონტაქტო გადახდების რაოდენობის ზრდას, დღეს საქართველო რეგიონის ლიდერებს შორისაა, Mastercard–ის კვლევის თანახმად, თითქმის ყოველი მეორე გარიგება, რომელიც აქ Mastercard-ის ბარათით არის გაფორმებული, უკონტაქტოა. სმარტფონი გლობალური მასშტაბით გადახდის ნომერ პირველ აპარატად იქცა. მასტერკარდის "ინოვაციის გავლენის შესწავლის' კვლევის თანახმად, მობილურ გადახდებს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მთელ მსოფლიოში - ევროპელთა თითქმის 50 პროცენტმა მობილური ტელეფონი პირველ ადგილზე დააყენა სასურველი გადახდის აპარატებს შორის, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - ადამიანების 74% გადახდის საშუალებად სწორედ ეს მოწყობილობა ურჩევნია.

Mastercard აერთიანებს გადასახადებს იქ, სადაც ის მუდმივად გვჭირდება - მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მნიშვნელოვან ღონისძიებებში, ონლაინ ეკოსისტემაში. ყველაფერთან ერთად, დღეს Mastercard უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ გადახდის სისტემა. ეს არის სწორი გზა და გასაღები ახალი შეთავაზებებისა და მეტი სარგებლისკენ, და უფრო მნიშვნელოვანი - ფასდაუდებელი ემოციებისა და გამოცდილებისკენ.

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც მართავს მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს და ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან