ლიდერობა

ჯეკ მა - ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი $460-მილიარდიან Alibaba Empire-ს ტოვებს

მისი გამოსამშვიდობებელი საღამო 80 000-ადგილიან სტადიონზე
ჯეკ მა - ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი $460-მილიარდიან Alibaba Empire-ს ტოვებს
ფოტო: Times Now
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯეკ მა − გამორჩეული პიროვნება და ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩინეთში, $460 მილიარდად ღირებულ თავის იმპერიას − Alibaba-ს, დაარსებიდან 20 წლის შემდეგ ტოვებს.

მა თავისი დაბადების 55 წლისთავზე, მსოფლიოს უდიდესი ელექტრონული კომერციის ჯგუფ Alibaba Group-ის ხელმძღვანელის პოსტიდანაც გადადგა, რომელიც მთლიანი გაყიდვებით 2018 წელს Amazon-ს სამჯერ აჭარბებდა.

მა ინგლისური ენის ყოფილი მასწავლებელია. კომპანია 17 ადამიანთან ერთად პატარა ბინაში, 1999 წელს დააარსა. იგი თავდაპირველად ჩინურ პროდუქციას მთელ მსოფლიოში ყიდდა, მაგრამ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა განვითარდა, მთელი ყურადღება ჩინეთის შიდა ბაზარს მიაპყრო. მოგვიანებით, საქმიანობა გააფართოვა − ონლაინ ბანკინგსაც იყენებდა, ხელოვნურ ინტელექტსაც და სხვადასხვა გასართობ საშუალებასაც.

Alibaba-მ 2014 წელს თავისი აქციები რეკორდულ ფასად $25 მილიარდად გაიტანა ბაზარზე, რაც ისტორიაში დღემდე უდიდეს თანხად რჩება. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მისი ქონების მთლიანი ღირებულება დაახლოებით $40 მილიარდია. პირადი კაპიტალით ის პირველია ჩინეთში და 21-ე მთელ მსოფლიოში.

Reuters-ის მიხედვით, Alibaba Group-ში ამჟამად 100 000-ზე მეტი თანამშრომელია.

მართალია, მა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტიდან მიდის, მაგრამ განაცხადა, რომ Alibaba-ს 38-წევრიან პარტნიორობაში გააგრძელებს მუშაობას, რომელიც ჯგუფის მართვაში არაპირდაპირ როლს ასრულებს. მემკვიდრეობის გადაცემის სქემა მას დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი.

Alibaba-ს აღმასრულებელი დირექტორი დენიელ ჩჟანი ხდება. მამ იგი მემკვიდრედ ჯერ კიდევ 2015 წელს შეარჩია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მასავით ცნობილი, კაშკაშა და მიმზიდველი პიროვნება ნამდვილად არ არის.

მამ კუნ-ფუზე გადაღებულ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, მუსიკის ფესტივალზეც შეასრულა სიმღერა და ერთხელ კორპორაციულ საღამოზე მაიკლ ჯექსონის კოსტიუმითაც გამოცხადდა.

იგი თავისი ექსტრავაგანტური ღონისძიებებითაცაა ცნობილი. თანამშრომლებისთვის Alibaba-ს ყოველწლიურ სავაჭრო დღეს − „მარტოხელების დღეს“ ატარებს. ამ დღის გაყიდვების მაჩვენებელმა გასულ წელს Prime Day Amazon-ის გაყიდვების მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა. ღონისძიებაზე მერაია ქერიმ და ცნობილმა კანადურმა კომპანიამ „სირკ დიუ სოლეიმ“ მიიღეს მონაწილეობა.

მას არც „ალიბაბას“ დღის აღნიშვნაზე უთქვამს უარი, რომელსაც თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ერთად ზეიმობენ. ერთხელ ამ დღეს თანამშრომლებს მართლაც დიდებული მასობრივი ქორწილიც კი გადაუხადა.

მისი უჩვეულო სტილი გადადგომის გეგმებშიც აშკარად გამოჩნდა − როგორც Reuters იტყობინება, გამოსათხოვარი საღამო ქალაქ ჰანჯოუში, 80 000-ადგილიან სტადიონზე გამართა, სადაც ათწლეულების წინ კომპანია დააარსა.

ამავე წლის დასაწყისში 102 წყვილის მასობრივი ქორწინების ცერემონიალსაც კი ხელმძღვანელობდა.

Alibaba-მ მას გადადგომასთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გააზიარა, როგორ მიდის იგი იმ ბინაში და იხსენებს, რას ეუბნებოდა პირველ თანამშრომლებს: „სავარაუდოდ, ერთი წელი ამ ადგილას ვიმუშავებთ, აქ შევჭამთ, აქ დავლევთ, აქ დავიძინებთ. დღე და ღამე აქ ვიმუშავებთ. და სავარაუდოდ, რაღაცას მივაღწევთ. ან ერთად დავიწყებთ სამსახურის ძებნას“.

მისი მიზანი მაშინ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვებგვერდების ათეულში მოხვედრა და მცირე ბიზნესის შესაძლებლობების გაფართოება იყო.

ჯეკ მა Alibaba-ს დაბადების ადგილზე, Hupan Garden-ში ბრუნდება − ასე ჰქვია ამ მრავალსართულიან კომპლექსს. ყველაფერი აქ, მის ბინაში, ჰანჯოუში 1999 წელს დაიწყო. აქ დაიწყეს Alibaba-ს შექმნაზე მუშაობა. კომპანიის დამფუძნებელი მისი დაარსების 20 წლისთავის წინა დღეს დავაბრუნეთ იმ ადრეული დღეებისა და იმის გასახსენებლად, თუ როგორ შეძლო ისეთი Alibaba-ს შექმნა, როგორიც დღესაა.

More from Entrepreneur

Kathleen, Founder and CEO of Grayce & Co, a media and marketing consultancy, can help you develop a brand strategy, build marketing campaigns and learn how to balance work and life.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur