ყველაზე წარმატებული ადამიანების 13 ცრურწმენა

ყველაზე წარმატებული ადამიანების 13 ცრურწმენა
ფოტო: Chronicle Books 2018
5 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მწერალმა ელენ ვაინშტაინმა თავისი წიგნი „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, თანამედროვე სამყაროს ყველაზე ცნობილი და წარმატებული ადამიანების  ცრურწმენებისა და რიტუალების კვლევას მიუძღვნა. როგორც ამ გასაოცარი წიგნის შესავალში წერს, იმედი აქვს, რომ სპორტსმენების, მწერლების, მეცნიერების, მხატვრებისა და პოლიტიკოსების უცნაურობანი თქვენც გიბიძგებთ, ის „შეხედულებები, რიტუალები და წესები გამოიყენოთ, რომლებიც დაგეხმარებათ ამბიციურად და თავდაჯერებულად შეხედოთ სამყაროს, და შთაგონებასაც მოგცემთ თავად იზრუნოთ თქვენს წარმატებასა და იღბალზე“.

გაეცანით ნაწყვეტებს ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“ (გამომცემლობა Chronicle Books, 2018 წელი) და დაადგინეთ, მდიდართა და ძალაუფლების მქონეთა მსგავსად, თქვენც ხომ არ გაქვთ რაიმე ცრურწმენა.  

ჯ.კ. როულინგი სატიტულო გვერდს ბოლოსთვის ინახავს

ჯოან  როულინგი, ბესტსელერ „ჰარი პოტერის“  სერიების ავტორი, მხოლოდ მაშინ უბრუნდება თავისი წიგნის სატიტულო გვერდს, როდესაც წერას ამთავრებს. სავარაუდოდ, მასაც აქვს ცრურწმენები და ამ ჩვევას მისთვის ნამდვილად მოაქვს წარმატება: ჰარი პოტერის სერიის ყველა წიგნი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში და მის მიხედვით გადაღებული კინოფილმიც უზომოდ პოპულარულია.

მსგავსი სტატია: 10 ციტატავარსკვლავური ომებიდან", რომელიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა იცოდეს

ბიონსეს შოუს წინ მთელი რუტინა აქვს შესასრულებელი, რომელიც საათობით გრძელდება

მომღერალს, ავტორს და  შემსრულებელს, ნამდვილ ღვთაებას - ბიონსეს ყოველი შოუს წინ გრძელი და საგულდაგულოდ მომზადებული რიტუალი აქვს, რომლის შესრულებასაც რამდენიმე საათი სჭირდება: მასში შედის ლოცვა, რეპეტიცია ბენდთან ერთად, თმის დავარცხნა და მაკიაჟის გაკეთება მასაჟის სავარძელში, შემდეგ ერთი საათის განმავლობაში საყვარელი სიმღერების ფონზე დასვენება.  ამ წესებს მომღერალი ყოველთვის ასრულებს კონცერტის წინ სტრესის შესამსუბუქებლად და შესანიშნავი  სანახაობის გასამართად, რომელსაც როგორც ცნობილია, აუცილებლად შესთავაზებს მაყურებელს. ბიონსეს თავისი გასაოცარი კარიერის განმავლობაში „გრემის“ 22-ზე მეტი  ჯილდო აქვს მიღებული.

ბარაკ ობამა კალთბურთს თამაშობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კალათბურთის დიდი გულშემატკივარია და უყვარს კიდევაც თამაში, როდესაც გრაფიკი ამის საშუალებას აძლევს,  განსაკუთრებით კი, არჩევნების დღეს. 2008 წელს ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ შიდა პარტიული არჩევნებისას ეს რიტუალი ორჯერ გამოტოვა და ორივეჯერ დამარცხდა. მისი ყოფილი თანაშემწის, რობერტ გიბსის თქმით, მას შემდეგ კალათბურთის თამაშზე აღარასოდეს უთქვამს უარი. ბოლოს ბარაკ ობამამ 2008 წლის შიდა პარტიულ არჩევნებშიც გაიმარჯვა და 2012 წელს შეერთებული შტატების ორმოცდამეოთხე პრეზიდენტი გახდა.

კოკო შანელს იღბლიანი ნომერი ჰქონდა

ფრანგი დიზაინერი, კოკო შანელი (1883-1971) უსაზღვროდ ცრუმორწმუნე ადამიანი იყო. როგორც ამბობენ, ერთხელ  მკითხავმა უთხრა, რომ მისი  იღბლიანი რიცხვი 5 იყო და თავის ცნობილ სუნამოს ამის გამო დაარქვა ეს სახელი. გარდა ამისა, მის ბინაში ბროლის ჭაღს ხუთიანის ფორმა ჰქონდა და ისიც ცნობილია, რომ კოკო შანელს თავისი კოლექციების ჩვენება მაისის მეხუთე დღეს (წელიწადის მეხუთე თვეს) უყვარდა. დარწმუნებული იყო, რომ ეს დღეს დიდ წარმატებას მოუტანდა.

დენ ბრაუნი თავდაყირა ეკიდება

დენ ბრაუნი ცნობილ ბესტსელერ „და ვინჩის კოდის“  ავტორია. მთელ მსოფლიოში მისი ორას მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული. შთაგონებისთვის ინვერსიული თერაპიის ტექნიკას იყენებს: გრავიტაციულ ჩექმებს იცვამს და სპეციალურ ჩარჩოზე თავდაყირა ეკიდება, რომ ყველაფერი ახალი კუთხით დაინახოს და როდესაც გაიჭედება, საკუთარი თავი შეაჯანჯღაროს.

მსგავსი სტატია: 22 უცნაური რამ, რაც არ იცით მარკ ცუკერბერგის შესახებ

დაიან ფონ ფურშტენბერგი ფეხსაცმლით იღბლიან მონეტას ატარებს

მოდის დიზაინერ დაიან ფონ ფურშტენბერგს ოქროს ოცფრანკიანი აქვს, რომელსაც მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს თავის ფეხსაცმელში მალავდა. შემდეგ ქალიშვილს გადასცა საჩუქრად, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო. დიზაინერი მოდების ყოველი ჩვენების წინ ფეხსაცმელში ამ მონეტას დებს, რომ იღბალი მის მხარეს იყოს. იღბალი ნამდვილად წყალობს, რადგან ფონ ფურშტენბერგის ლეგენდარული კაბა-ხალათები მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ელენ დეჯენერესი პიტნით ტრიუკს ასრულებს

შოუს წამყვანი და კომიკოსი ელენ დეჯენერესი თავისი „დღის შოუს“ დაწყებამდე პიტნას ააგდებს და შემდეგ პირით იჭერს. ამ რიტუალს შესავალი დიალოგის წინ ყოველთვის ასრულებს. დეჯენერისის შოუს 28-ჯერ აქვს დამსახურებული „დღის ემის ჯილდო“ (Daytime Emmy), რომელსაც ნიუ-იორკის სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია საუკეთესო სატელევიზიო პროგრამებს ანიჭებს. ტელეწამყვანი ამბობს, რომ უზომოდ მოსწონს პიტნის სურნელი და  ჯანსაღი შეგრძნება პირის ღრუში შოუს დაწყებამდე.. ეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სტუდიამდე მისვლის წინ ვინმესთან ცეკვა მოუწევს ან ზოგჯერ ისეთი სტუმრების კოცნა, როგორებიც მეტ დეიმონი და კოლინ ფარელი არიან.

ჰაიდი კლუმი თავისი სარძევე კბილებით მოგზაურობს

სუპერმოდელი, ტელევარსკვლავი და Victoria’s Secret-ის სპიკერი ჰაიდი კლუმი იმითაა  ცნობილი, რომ ბავშვობიდან წარმატების მოსატანად ერთი უჩვეულო სუვენირი აქვს შემონახული: ეს მინიატურული ტომარაა თავისივე სარძევე  კბილებით. კლუმმა გაიხსენა, რომ ერთხელ ეს ტომარა თვითმფრინავში დაუვარდა და იძულებული გახდა საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ იატაკზე საკუთარ კბილებს ეძებდა.

ლუსილ ბოლი ფრინველებს უფრთხოდა

კომიკოსი და ტელევარსკვლავი ლუსილ ბოლი (1911-1989) რამდენიმე ტელესერიალის ვარსკვლავი იყო, მათ შორის ყველაზე პოპულარული გახლდათ „მე მიყვარს ლუსი“. ამასთან ერთად, ტელეაღმასრულებელიც იყო, პროდიუსერიც და სატელევიზიო კომპანიის პირველი ქალი-ხელმძღვანელიც. ისიც ცნობილია, რომ მას  პანიკურად ეშინოდა ფრინველების. ლუსი სულ სამი წლის იყო, როდესაც მათ სახლში ჩიტი შეფრინდა და მახეში გაება. იმავე დღეს მამა გარდაეცვალა. მისი ფრინველების შიში ამ ტრაგედიის შედეგია. ის არასოდეს ჩერდებოდა სასტუმროებში,   რომლებსაც ფრინველებიანი შპალერები ან ნახატები ჰქონდათ. სერიალში „მე მიყვარს ლუსი“ გადაღებისას ყველამ იცოდა, რომ გადასაღებ მოედანზე ფაიფურის ფრინველები არ უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სტატია: 20 შოკისმომგვრელი ისტორია ილონ მასკის შესახებ

მაიკლ ჯორდანი თავისი შორტების ქვეშ დამატებით შორტებს ატარებდა

კალათბურთის სუპერვარსკვლავმა მაიკლ ჯორდანმა 1982 წელს ჩაგდებული ბურთით გამარჯვება მოუტანა თავისი კოლეჯის გუნდს Tar Heels, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტიდან. ეს ამ კოლეჯის პირველი NCAA ჩემპიონატი იყო 1957 წლიდან მოყოლებული და ამით დაიწყო ჯორდანის სვლა დიდების მწვერვალებისკენ. კალათბურთელს ამ თამაშზეც და შემდეგაც,  NBA-ის თამაშებზე წარმატების მისაღწევად თავისი Chicago Bulls-ის  ფორმის ქვეშ UNC-ის შორტები ეცვა. მის დასაფარად, საშუალოს ნაცვლად, გრძელ შორტებს იცვამდა და ასე შეცვალა კალათბურთში დამკვიდრებული ტენდენცია. ჯორდანი NBA- ის ექვს ჩემპიონატზე ხელმძღვანელობდა Chicago Bulls-ს, საუკეთესო კალათბურთელის სტატუსი ხუთჯერ დაიმსახურა და კალათბურთის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

პაბლო პიკასო თავის რსს" უფრთხილდებოდა

ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო (1881-1973) თავის ძველ ტანსაცმელს, მოჭრილ თმასა და ფჩხილებს არასოდეს ყრიდა – ეშინოდა, რომ ამით საკუთარი „არსის“ რაღაც  ნაწილს დაკარგავდა. პიკასო საკუთარ ნახატებსაც აგროვებდა და ცხოვრების ბოლოს დაახლოებით ორმოცდაათი ათას ნამუშევარს მოუყარა თავი – გრავიურები იყო ეს, ნახატები, კერამიკა თუ თეატრალური დეკორაციები. იგი გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ და გავლენიან მხატვრადაა აღიარებული.   

სერენა უილიამსი თასმებს გარკვეულ წესით იკრავს

ჩოგბურთის დიდებული ვარსკვლავი სერენა უილიამსი კორტებს თავისი აგრესიული სათამაშო სტილით მართავს. მას რეკორდული რაოდენობის „დიდი მუზარადის“ ტიტულები აქვს მოგებული, ასევე ოლიმპიური მედალი.  უილიამსი გამოსვლის წინ და კორტზეც მთელ რიგ რიტუალებს ატარებს: მატჩის დაწყებამდე ყოველთვის ერთი და იგივე წესით იკრავს ფეხსაცმლის თასმებს და  სავარაუდოდ, ტურნირებზე ერთსა და იმავე წინდას იცვამს. ამასთან ერთად, პირველ მიწოდებამდე ბურთს ყოველთვის ხუთჯერ გაათამაშებს, მეორედ მიწოდებამდე კი –ორჯერ.  

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur