ემოციური ინტელექტი - სალომე ბენიძე

სრულყოფილი კომფორტის ზონის შექმნის ხელოვნება
ემოციური ინტელექტი - სალომე ბენიძე
ფოტო: Entrepreneur Georgia
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სალომე ბენიძე
მწერალი

 

„უბრალოდ, ასეთი ვარ და მორჩა“, – ადამიანები ამ სიტყვებს ხშირად ვამბობთ. გამონაკლისი არც მე ვარ და მეტიც – გარკვეულ ასაკამდე ასე გამიმართლებია ჩემი ყველა ქმედება, რომელიც გარშემომყოფთა უკმაყოფილებას იწვევდა. ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის და როგორ მოხდა ეს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება – როგორც პირადი, ასევე საქმიანი – არ არსებობს ურთიერთობების გარეშე, ურთიერთობა კი კომპრომისია. თუმცა, სანამ ჩვენი გრძნობებისა და ქმედებების მართვას ვისწავლით, სანამ გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენას მოვინდომებთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი ბოლომდე გავიცნოთ, თუნდაც ამისთვის მისი ყველაზე უარესი ვერსიის ნახვა დაგვჭირდეს. ეს ჩემთვის წყლის სიღრმეში ჩაყვინთვას, შემდეგ კი ზედაპირზე ამოსვლას და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს.

ჩვენ საინტერესო და საშინლად სწრაფ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელსაც ინფორმაცია, კონტაქტები, გავლენები, შექმნილი იმიჯი, საზოგადოებაში თავის დამკვიდრების სურვილი და მცდელობა, წამიერი სენსაციები ამოძრავებს; ეპოქაში, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ თავს ზემოთ ყოველთვის არის ძალა და ლიმიტები არ არსებობს. შესაბამისად, ადამიანები, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, გაცილებით მომთხოვნები გავხდით. შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, იზრდება სტრესიც. სოციალური ქსელების დამსახურებით, ფაქტობრივად, გამჭვირვალედ ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ამ მოცემულობის გამოყენება და ამავდროულად, ჩვენი თავის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი შინაგანი სამყაროს დაცვა ვისწავლოთ, რომ ერთი მხრივ, საჭიროა ვიყოთ სოციალურად სასურველები, მეორე მხრივ კი, ინდივიდები. ვფიქრობ, ეს არის იდეალური ბალანსი, რომელიც გვეხმარება როგორც მიზნების მიღწევაში, ასევე წონასწორობის შენარჩუნებაში და საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევაში. მზა რეცეპტი ალბათ არ არსებობს, თუმცა ჩემი გამოცდილება მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია და ისწავლება, თუკი მოვინდომებთ."

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur