📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მინიმალიზმი ბედნიერი ცხოვრებისთვის რაც გვაქვს, ნუთუ ყველაფერი გვჭირდება? ან რაც გვინდა, ყველაფერი გამოგვადგება?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ჯერ კიდევ სანამ გაცნობიერებულად, სამყაროს მოვლის მიზნით, მინიმალისტური ცხოვრების წესზე გადასვლას დავიწყებდი, ყოველთვის მიყვარდა ჩემი ნივთების გადარჩევა. რაც ბოლო წლის განმავლობაში არ გამომიყენებია, ესე იგი არ მჭირდება (იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა თუ სამკაული) და ჩემი მეგობარ-ახლობლების მფლობელობაში გადადის ხოლმე. მაქვს ერთი კარადა − ცალ მხარეს ზამთრის ტანსაცმელია, მეორე მხარეს ზაფხულის − არ მჭირდება სხვენში ან სადმე ყუთებში გადალაგება სეზონურად, ყველაფერი თვალნათლივ ჩანს, რადგან ცოტაა. ასევეა აბაზანაში − არასდროს არ არის ორი ერთი და იგიმავე დანიშნულების ნივთი (მაგალითად, შამპუნი − ერთი რომ დაიცლება, მხოლოდ მაშინ ჩნდება ახალი). როგორც საჭიროა სხეულის გაწმენდა და სიმსუბუქის შეგრძნება სასიამოვნო განცდაა, ასევეა გარემო − აუცილებელია მისი შემსუბუქება და არასაჭირო ნივთებისგან გაწმენდა. ბევრი დასახარისხებელი რომ არ იყოს, თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ არ დაგროვდეს Buy less, choose well − ძალიან გონივრულად თქვა ვივიენ ვესტვუდმა.

მინიმალიზმი მხოლოდ ნივთებში არ გამოიხატება − ეს ეხება ჩვენს აქტივობებსაც. რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი მნიშვნელოვანია? ამდენ რამეზე ხელის მოკიდება კარგი აზრია? ჩემს დღიურში ვინიშნავ ყველაფერს, თუკი სადმე წასასვლელი ვარ ან რაიმე გასაკეთებელი მაქვს. დღეს კი ვიწყებ იმით, რომ გადავხედავ სიას და გადავშლი იმას, რისი არ გაკეთებითაც საქმე საგრძნობლად არ გაფუჭდება.

ასევე მნიშვნელოვანია ემოციების გახარჯვა მინიმალურად − ნაკლები კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც ენერგიას გვართმევს, გვღლის, რომ მეტი დრო და ხალისი გვქონდეს მათთან ურთიერთობისთვის, ვინც ჩვენთვის ღირებულია.

მინიმალიზმი საჭიროა კვებაშიც. ადამიანს დღეში სამჯერ და მეტჯერ ჭამა არ სჭირდება. ერთხელ ან ორჯერ საკვების მიღებაც სავსებით საკმარისია. ზედმეტი საკვების გადამუშავებაზე დასახარჯი ენერგია კი სხვა რამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

გონებრივი და ფიზიკური მინიმალიზმი და სიმსუბუქე ბედნიერების ასამაღლებელ ხერხად მიმაჩნია. როდესაც რაღაც გვინდა, ეს ქმნის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას. ბედნიერება სურვილების მიღმაა. სურვილების არქონა მიჯაჭვულობისგან გვათავისუფლებს და თავისუფლებას გვმატებს. გარემოში თუ ჩვენს გონებაში ადგილი უნდა გამოვათავისუფლოთ, რომ გაჩნდეს სივრცე, რომელიც ბუნებრივად მოითხოვს სიახლით შევსებას.

მინიმალისტური ყავის სკრაბი:

  • ჭიქა ყავა
  • ჭიქა შაქარი
  • სუფრის კოვზი დარიჩინი
  • სუფრის კოვზი ჯინჯერი
  • 1/2 ჩაის კოვზი მიხაკი
  • 1/2 ჩაის კოვზი მუსკატი
  • 1/2 ჩაის კოვზი ილი
  • 1/4 ჩაის კოვზი პილპილი
  • ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • ჭიქა ქოქოსის ზეთი

ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები და დაუმატეთ ქოქოსის ზეთი. შეინახეთ დახურულ ქილაში.

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ