სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა ბათუმში 13-14 ოქტომბერს გაიმართება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა ბათუმში 13-14 ოქტომბერს გაიმართება
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო ერთი დღით გვიან, 13-14 ოქტომბერს გაიმართება. სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანზე ჩატარდება.

ორი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალება მისცემს ფესტივალის სტუმრებს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაიზარდა ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც იქნებიან წარმოდგენილები.  

ფესტივალის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ბენდები „არა“, „SVANSIKH” და „SEASIDE” იზრუნებენ.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

 

13 ოქტომბერი

16:00 – 16:50 -  ვოკალური ანსამბლი „ფესვები“ 

16:50 – 17:50 - ვოკალური ანსამბლი „ელესა“ და ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო  ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“

17:50 – 18:30 - აჭარული კერძების პრეზენტაცია-მასტერკლასი  - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპეკტაკლი „წითელქუდა“

18:30 – 19:10 - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქობულეთი“

19:10 – 19:30 - სახალისო ინტერაქტიული ჯგუფური შეჯიბრება

19:30 – 21:00 - ბენდი „არა“

21:00 – 22:30 - ბენდი „Svansikh“

 

14 ოქტომბერი

14:00 – 14:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“

14:30 – 15:30 - ვოკალური ანსამბლი „ჭვანა“

15:30 – 16:30 - ლაზური ვოკალური ანსამბლი „ათძალი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი  „კოლხა“

16:30 – 17:00 - ყურძნის დაწურვა საწნახელში

17:00 – 18:00 - სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“

18:00 – 19:30 - ბენდი „Seaside” 

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur