''არბო'' - მეტი საზოგადოებრივი სიკეთისთვის

სოციალური საწარმო უკვე არსებობის მეცხრე წელს ითვლის
''არბო'' - მეტი საზოგადოებრივი სიკეთისთვის
ფოტო: Arbo
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სოციალური საწარმო „არბოს“ საქმიანობას სრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, პრობაციონერებისა და პენსიონერების დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამას სოციალური საწარმო ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებისა და კონსტრუქციების წარმოების საშუალებით აღწევს. 

საწარმო ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიულ საბავშვო ხის სათამაშოებს, ატრაქციონებსა და ინვენტარს ამზადებს. „არბოს“ პროდუქციაში შეხვდებით როგორც ფაზლის ტიპის სათამაშოებსა და კონსტრუქტორებს, ასევე მსხვილ ავეჯსა და ეზოს სათამაშო, სპორტული კომპლექსების კონსტრუქციებს.

არბოს სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე პოლოლიკაშვილია, რომელიც ამ ტიპის სოციო-ეკონომიკურ საქმიანობას თავად სოციალური საწარმოს დაფუძნებამდე დიდი ხნით ადრე ახორციელებდა. დღეს კი ამ სფეროს უკვე „არბოს“ სახელით ავითარებს. 

„არბოს“ პროდუქცია მუდმივად იზრდება და იხვეწება. ის უკვე სამ ჯგუფად იყოფა: 

  • კონსტრუქტორები და სენსორული კედლები. მათი მომხმარებლები ძირითადად მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები არიან. 
  • ბავშვის სათამაშო ავეჯი. ამ ტიპის ავეჯით როგორც საბავშვო ბაღები, ასევე კერძო ფიზიკური პირები ინტერესდებიან. ავეჯი უკვე ექსპორტზეც გადის. 
  •  ღია სათამაშო მოედნები. ამ ძირითადი მიმართულებით კერძო პირები, ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები ინტერესდებიან. 

„არბოს“ პროდუქციისთვის მხოლოდ ხის მასალა გამოიყენება. აქ პრიორიტეტი აკაციას ენიჭება. პროდუქციის თითოეული ნიმუში მხოლოდ ცვილის შემცველი ბუნებრივი ზეთებით (მწარმოებელი − გერმანული ფირმა BIOFA) მუშავდება. პროდუქციის გამოყენებისთვის ბავშვთა ასაკი შეზღუდული არ არის. კონსტრუქტორები და ღია სათამაშო მოედნები 3 წლიდან ბავშვთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს, თანაც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„დაინტერესებული მსურველებისთვის ჩვენი პროდუქციის გასაცნობად ოპტიმალურია ლისის ტბაზე ბავშვთა ქალაქის მონახულება, სადაც შეხგვდებათ პატარა სახლები, კოშკურების კომპლექსი, ხეზე აგებული პატარა სახლის გარშემო მოწყობილი ქვიშის მოედანი, ზიპლაინი. გოგონებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი დიდი სათამაშო სამზარეულო, მარკეტი და კაფეა. აქვეა საქანელები და ჰამაკები, სახატავი და ჭადრაკის დაფა“, − აცხადებს ალექსანდრე პოლოლიკაშვილი Entrepreneur-თან საუბრისას.

„არბოს“ ნაკეთობები გამოირჩევა ორგანული ფორმების დიზაინით, რაც ბავშვებისთვის ბუნებასთან ასოცირდება. პროდუქციის შექმნაში 15 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი და შშმ-პირები. 

„ჩვენთან მუშაობის მსურველთა რიცხვი მზარდია. უახლოეს პერიოდში ვაპირებთ პროფესიული გადამზადების კურსების შექმნას. ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ, შევისწავლოთ და შევქმნათ ის, რისი დანახვაც უნდათ მშობლებს შვილებისთვის და განსაკუთრებით ის, რასაც საჭიროებენ ბავშვები. ეს არის ცოცხალი, განვითარებადი და ძალიან საინტერესო პროცესი“, − ალექსანდრე პოლოლიკაშვილი. 

მკაფიო სასწავლო და საზოგადოებრივი განვითარების მიზნებით კი „არბო“ საქმიანობას საგურამოში განაგრძრობს, საიდანაც საკუთარ მრავალფეროვან პროდუქციას მომავალშიც შემოგვთავაზებს.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur